კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება ვერ აისრულა თამთა ჭელიძემ წლების განმავლობაში და ვისთან ერთად ისვენებდა ის მთაში კომფორტულად

მომღერალი და მსახიობი თამთა ჭელიძე ბოლო დროს მსმენელისა და მაყურებლის თვალს მიეფარა და, კარგა ხანია, მის შესახებ ახალი აღარაფერი გვსმენია. ჩვენც დავინტერესდით და დავუკავშირდით თამთას, რომლის ინტერვიუდანაც შეიტყობთ, თუ რას საქმიანობს ის და რით არის დაკავებული. 

 

თამთა ჭელიძე: ახალი ამ ეტაპზე ის არის, რომ მართვის მოწმობა ავიღე, მანქნასაც ვყიდულობ და ვარ ერთ ამბავში. ძალიან გამიჭირდა მოწმობის აღება, რთული იყო, მაგრამ, შევძელი. ხომ იცი, თუ რამე გულით გინდა, ბოლოს მაინც გამოგივა. ბოლო სამი თვე სწორედ ამ საქმით ვიყავი დაკავებული. ისეთ დღეში ჩავვარდი, ფიზიკურად ვერ ვახერხებდი ვერაფრის გაკეთებას. პირველი მცდელობა ექვსი წლის წინ მქონდა, მაგრამ იმის დრო არ მრჩებოდა კარგად რომ მესწავლა და შევეშვი. მანქანაც მყავდა ერთი წელი, მაგრამ, მართვის მოწმობა რომ ვერ ავიღე, გავყიდე. მას მერე ხუთი წელი გავიდა და, იმის იმედით დავიწყე მომზადება, რომ, იქნებ ვინმე კეთილ ადამიანს ეჩუქებინა ჩემთვის მოწმობა. არავინ რომ არ მაჩუქა და არ დამეხმარა, მერე სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს, ვისწავლე და ჩავაბარე გამოცდები. საერთოდ, იშვიათად ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ ძალიან მაგარი მძღოლი ვიქნები.   

– რაც შეეხება შემოქმედებით მხარეს,  რამე სიახლეს ხომ არ გვიმზადებ? 

– ერთი სიმღერა ჩაწერის პროცესშია და, სექტემბრის ბოლოსკენ, ალბათ, დავასრულებ კიდეც მასზე მუშაობას. სოლო სიმღერაა.

– მას შემდეგ, რაც შენ, ვერიკო ტურაშვილმა და ნინო ძოწენიძემ ერთობლივი სიმღერა ჩაწერეთ, რომელიც მალევე გაჰიტდა, თითქმის ყველგან ერთად გხედავდათ ხალხი. კიდევ ხომ არ გაქვსთ ამ წარმატებული პროექტის შემდეგ რამე ახალი ერთობლივი გეგმა?

– ჯერჯერობით არა, მაგრამ, რატომაც არა, შეიძლება, გამოჩნდეს ისეთი სიმღერა, რომელსაც ერთად სიამოვნებით ჩავწერთ. 

– ზაფხული სად გაატარე?

– საირმეში დავისვენე ძალიან კარგად. ჩემთან ერთად იყვნენ დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი შვილი. ოჯახური დასვენება მოვიწყვეთ, რაც უკვე ტრადიციასავით გვაქვს. ჩვენი დასვენება ყოველ ზაფხულს მთითა და ზღვით შემოიფარგლება. 

– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს რამე სიახლე?

– არა, სიახლე არაფერია. ჩემს პირად ცხოვრებაში მართლა ძალიან სიმშვიდე და სიწყნარეა.

– რადგან ჩვენს საუბარს ლიზაც (თამთას შვილი) ესწრება, მას ვკითხავ: როგორი დედაა თამთა?

ლიზა: თამთა ძალიან მეგობრული დედაა და ბრაზიანი საერთოდ არ არის.

თამთა: იტყუება! პრინციპში, გააჩნია სიტუაციას: ლიზას მიმართ მეგობრული დედაც ვარ და არამეგობრულიც, ისევე, როგორც ბრაზიანი, ან – პირიქით. როცა მეგობრობის დრო არის, მე და ლიზა მეგობრები ვართ, მაგრამ, ყოველთვის არა.

– ლიზა რამდენი წლისაა?

– ოქტომბერში რვის გახდება, მესამე კლასში გადავიდა.

– დედის ნიჭი თუ გამოჰყვა სიმღერაში?

– კი, მღერის.

– გინდა, რომ სერიოზულად დაინტერესდეს სიმღერით და მომღერალი გახდეს?

– არა, რას ლაპარაკობ! ლიზას უნდა, ვეტექიმი გამოვიდეს. რატომ, არ ვიცი, მაგრამ, წლებია, ამას ამბობს. პრინციპში, თუ უნდა, გამოვიდეს, მსახიობობასა და მომღერლობას ვეტექიმობა კი ჯობია.

– სახლში თუ გყავთ ცხოველები?

– სახლში მხოლოდ თუთიყუში და წყლის კუ გვყავს, თუმცა თუთიყუში გაგვიფრინდა.

– თამთა, მიზანდასახული ადამიანი ხარ?

– როგორ გითხრა... პატარა წინააღმდეგობაზეც კი ეგრევე ვჩერდები. 

– ბავშვობაში თუ გქონდა ისეთი ოცნება, რომელიც დღემდე გახსოვს?

– ბავშვობიდან ვოცნებობდი ძალიან ლამაზ სიყვარულზე და მოგზაურობაზე. მოგზაურობა ისევ ჩემი ოცნებაა, რომელიც დღემდე ვერ ავიხდინე.

– პირველი თუ აიხდინე? ანუ, ლამაზი სიყვარული.

– რა ვიცი, ერთხელ თუ ორჯერ ავიხდინე და, იმედი მაქვს, დიდი სიყვარული აუცილებლად მელოდება წინ.

скачать dle 11.3