კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიამოვნებაზე ვერ ამბობს უარს იულია ქავთარაძე და როგორ მოხვდა უკრაინელი სექსსიმბოლო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“

იულია ქავთარაძე, რომელსაც ქართველი საზოგადოება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით უკვე საკმაოდ კარგად იცნობს, მესამე სეზონში ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს, პარტნიორი ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუმცა, იულია საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეკიდება და გამარჯვების დიდი იმედი აქვს, რადგან, საკმაოდ სპორტულია და კარგად ცეკვავს. ამჟამად ის თავის 5 წლის ქალიშვილთან – მარგარიტასთან ერთად ბათუმში ისვენებს, თუმცა ახლავს თუ არა მეუღლე – ანდრეი, ქართველ-უკრაინელმა სექსსიმბოლომ ამის გამხელა არ ისურვა.

იულია ქავთარაძე: ყველაფერი ასე დაიწყო: პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე დამიკავშირდა და შემომთავაზა მონაწილეობის მიღება. ამ გადაცემის შესახებ ჩემი ძმისგან, ბონდოსგან მანამდე უკვე ვიცოდი და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რადგან, ერთდროულად, შემიძლია, პროექტში ვიცეკვო და საქართველოში დიდხანს დავრჩე – უფრო დიდი ხნით, ვიდრე საერთოდ ჩამოვდივარ ხოლმე. სულ ვოცნებობდი, ახალ წელს აქ შევხვედროდი და ახლა ჩემი ოცნება ახდა (იცინის). მანამდე ნოე სულაბერიძეს არ ვიცნობდი, შეხება ნამდვილად არ მქონია.

– უკრაინაშიც არის ანალოგიური პროექტი, მასში მონაწილეობა არ შემოუთავაზებიათ? თქვენ ხომ იქ საკმაოდ ცნობილი შემსრულებელი ხართ 

– როცა უკრაინაში ეს გადაცემა გადიოდა, ძალიან დატვირთული საგასტროლო გრაფიკი მქონდა, ნამდვილი საგიჟეთი და ნამდვილად არ მქონდა იმის დრო, პროექტში მეცეკვა. თუმცა, ბავშვობიდან კარგად ვცეკვავ, მიყვარს და უარს მართლა არ ვიტყოდი მონაწილეობაზე. სანერვიულო არაფერია, სამაგიეროდ, ქართულ პროექტში ვიცეკვებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს!

– ქართული ენა არ იცით. როგორ გგონიათ, ეს პროექტის მსვლელობისას ხელს არ შეგიშლით?

– (ეღიმება) რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიშლის. არ ვიცი ქართული ენა, მაგრამ, ვგრძნობ, რასაც ლაპარაკობენ, თითქმის ყველაფერი მესმის. მგონია, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება. რა თქმა უნდა, მშობლიური ენის შესწავლას ისედაც ვაპირებ.  შარშან კიევში ვცდილობდი, მესწავლა – მას შემდეგ, რაც ბათუმიდან დავბრუნდი, დავდიოდი არაჩვეულებრივ მასწავლებელთან და ადამიანთან – ქალბატონ ხათუნასთან და „დედა ენით“ ვმეცადინეობდით (იცინის). მერე, სამწუხაროდ, ახლობლებთან გაემგზავრა და დავრჩი ასე. არა უშავს, ყველაფერი წინაა, მაინც ვისწავლი!

– საქართველოში, ალბათ, დიდი ხნით მოგიწევთ გადმოსვლა, მეუღლე როგორ შეეგუა ამ ამბავს, არ ეჭვიანობს?

– მე უკვე გასაგებად ვთქვი, რომ პირადი ცხოვრების დეტალებზე – ანდრეიზე და მარგოზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობ, არ არის ეს საინტერესო! გახარებული ვარ, რომ გადმოსვლა მიწევს საქართველოში, რომელიც ჩემს ზღაპრულ, ბედნიერ ბავშვობასთან არის დაკავშირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი მაყურებელი მხარს დამიჭერს, განსაკუთრებით კი – ჩემი მშობლიური ქალაქი ბათუმი. ამას წინათ პლაჟზე ვიწექით მე და მარგო, ვიღაც ბიჭები მოვიდნენ, მიღიმიან და მეკითხებიან: გამარჯობა, თქვენ იულია ქავთარაძე არ ხართო? ტელევიზიიდან გიცნობთ, ძალიან გვიყვარხართ და აუცილებლად გიგულშემატკივრებთო (იცინის). მიხარია, ქუჩაში რომ მცნობს ხალხი – ყურადღება და სიყვარული მათგან ძალიან სასიამოვნოა.

– პროექტის დანარჩენ მონაწილეებს თუ იცნობთ?

– ზოგიერთის გაცნობა მოვასწარი, მაგრამ, გვარები, სამწუხაროდ, ვერ დავიმახსოვრე.

– ალბათ, ახლა დიეტაზე ყოფნაც გიწევთ, გიყვართ რომელიმე ქართული კერძი განსაკუთრებით?

– ვაიმე, ჭამა ძალიან მიყვარს და ჯერჯერობით ამ სიამოვნებაზე თავს უარს ვერ ვეუბნები. განსაკუთრებით კი ხინკალი და ხაჭაპური მიყვარს. ძალიან ვცდილობ, ხაჭაპურზე მაინც ვთქვა უარი, მაგრამ, ხინკალზე – ვერასოდეს! სამაგიეროდ, არ ვჭამ „ფასტ ფუდსა“ და ორგანიზმისთვის მავნე საკვებს – ჩიპსებს, ჰამბურგერებს და ასე შემდეგ. ხინკლის გაკეთება მეც ვცადე, თუმცა, ჯერ ისე არ გამომდის, სხვანაირი მოხვევა უნდა და, ვცდილობ, ვისწავლო. მიყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ, ახლა ძალიან ვცდილობ, შევზღუდო, რომ ჩემს პარტნიორს არ ჰქონდეს ზედმეტად დიდი დატვირთვა.

– თქვენთვის, ალბათ, ცნობილია,  რომ ყველა სეზონზე აუცილებლად შედგება ქართული ხალხური ცეკვების ტური. როგორ გგონიათ, შეძლებთ ამ სირთულის დაძლევას და რომელი ქართული ცეკვა მოგწონთ ყველაზე მეტად?

– ეს ყველაფერი ვიცი და ძალიან ვნერვიულობ. დიდი ხანია, ქართული ცეკვის შესრულებაზე ვოცნებობ. ეს ხომ ერის მთელი ისტორიაა – სულიერი მდგომარეობა, გამარჯვება და მარცხი, სიხარული და სევდა... გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომელი ცეკვა მიყვარს ყველაზე მეტად, მაგრამ, სულ ვოცნებობდი მეცეკვა „ქართული“ – საქორწინო ცეკვა, სადაც ასე დახვეწილადაა გამოხატული ქალის გრაციოზულობა და სინაზე, კაცის სიამაყე და სიყვარული. შეყვარებული მამაკაცი იმდენად დიდ პატივისცემას გამოხატავს ქალის მიმართ, რომ მას არც კი ეხება! არაჩვეულებრივად კარგი მანერები აქვს ქართველ კაცს ამ ცეკვაში (ეღიმება). გპირდებით, რომ ნამდვილი ფოიერვერკი იქნება, სანახაობრივი, ფერადი შოუ. ვიცი, რომ ამის რეალიზაციისთვის ბევრი მომეთხოვება, მაგრამ, 200 პროცენტით ვეცდები და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ!

– როგორ დაიგეგმა თქვენი მონაწილეობა ფილმში „რა მოხდა კიევში“? 

– ჩემს ტელეფონზე ერთხელ ზარი გაისმა უცნობი ნომრიდან. ვუპასუხე, წინანდალი გისმენთ-მეთქი, – რატომღაც, გულმა მიგრძნო, რომ ქართველები რეკავდნენ. ქართველ კინემატოგრაფისტებს ხუმრობა ძალიან მოეწონათ და ბევრი იცინეს. მათ შემომთავაზეს ფემინისტის როლი ამ ფილმში. ძალიან ადვილი და სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა – გახსნილი, კეთილი, გულწრფელი ადამიანები არიან. მერე გადაწყდა, რომ ქართული სიმღერიდან რამდენიმე სტროფი უნდა მემღერა – ნამდვილი სულიერი სიამოვნება იყო ჩემთვის.

– ტექსტი დაიზეპირეთ თუ გესმოდათ, რაზე მღეროდით?

– რას ჰქვია, დავიზეპირე?! რა თქმა უნდა, მესმოდა... ჩემი როლიც ძალიან მომეწონა, მიყვარს კინო და გარდასახვა, ყველგან ერთნაირი ხომ არ იქნები!

– ახლა ბათუმში ხართ და მარგარიტასთან ერთად ზღვაზე ისვენებთ...

– ძალიან მიყვარს ზღვა – ჩემი სტიქიაა, კარგად ვცურავ. მიყვარს დასვენება და გარუჯვა, კიდევ, ჰორიზონტს მიღმა ყურება. ზღვაზე, შემიძლია, განვიტვირთო და არაფერზე ვიფიქრო. მაგრამ, უფრო ის მიხარია, რომ დროს ახლობლებთან ერთად ვატარებ.

– სირთულეები არ გაშინებთ, როგორც ვხედავ.

– უამრავი რამ მაშინებს, მაგრამ, რას იზამთ (იღიმება), ასეთია ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, კონკურენციის არ მეშინია. მამა სულ მასწავლიდა, რომ ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ადამიანად უნდა დარჩე, თუმცა, ქალი ვარ და თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე, დროდადრო კაპრიზული და ჭირვეული ვიყო, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩემს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ (იცინის).

– ვარსკვლავებს და, მით უფრო, ქალებს, ხშირად აქვთ ვარსკვლავური ახირებები... ჩვენ, ჟურნალისტები, მას უკვე შევეჩვიეთ.

– ვარსკვლავობა რა შუაშია, უბრალოდ, ქალი ვარ და მაქვს ახირებები – ვაძლევ თავს ამის უფლებას. ვარსკვლავები მარტო ცაშია.

скачать dle 11.3