კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უწოდებდნენ ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ოჯახს „უცნაურს“ და რა დაუწუნეს მათ ერთმანეთს პირველი შეხვედრის დროს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ  ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის წყვილმა განქოწინების შესახებ გააკეთა განცხადება, მსოფლიო შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, თუ ვის გამო დაშორდა ერთმანეთს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი. აზერბაიჯანული წარმოშობის მილიონერმა, ტელმან ისმაილოვმა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ბრუტალურ მამაკაც მსახიობს, ფაქტობრივად, წაართვა ულამაზესი ცოლი. მონიკას თქმით, ვენსანი „გაგებით მოეკიდა“ დაშორების ფაქტს და ისინი მეგობრებად დარჩებიან, თუმცა, უცნობია, რამდენად ატკინა გული სექს-სიმბოლო მონიკა ბელუჩიმ ვენსან კასელს, რომელიც დღეიდან მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ შეიძლება ჩაითვალოს.

 

* ცნობილი მსახიობის, ჟან-პიერ კასელის შვილმა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო თავისი მძიმე ხასიათის გამჟღავნება. მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ვენსანი, სწავლის ნაცვლად ქუჩის ბანდაში გაწევრიანდა და სწორედ ქუჩური გარჩევის შემდეგ დარჩა მას „საფირმო ნიშნად“ გრანდიოზული გადატეხილი ცხვირი. 13 წლამდე ვენსანი ხშირად მიდიოდა სტუმრად ბაბუასთან, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობდა. დილაობით ის კრუასანებით საუზმობდა და მსახიობობაზე ოცნებობდა. „მე მუდამ არარეალურ სიამოვნებას ვიღებდი სცენაზე, პროჟექტორის წინ დგომის დროს. 5 წლიდან დიდ დროს ვატარებდი ბაბუას ძველ კინოთეატრში. ჩვენ საგარდერობო ოთახში ვცხოვრობდით,  ოთახში კი მხოლოდ პატარა საწოლი და ნათურიანი სარკე იყო. ჩვენ კინოთეატრის საპირფარეშოთი ვსარგებლობდით და, ხშირად, ტუალეტში წასულს, მავიწყდებოდა, რის გამო მივდიოდი იქ და ეკრანის წინ ვშეშდებოდი, სადაც ძველი ფრანგული ფილმების ჩვენება მიდიოდა. მაშინ ვფქრობდი, რომ მე მსოფლიოში ყველაზე დიდ კინოთეატრში ვცხოვრობდი”.

* 17 წლის ასაკში, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ვენსანი ანი ფრატელინის საცირკო სკოლის სასწავლო კურსზე ჩაეწერა, თუმცა, კლოუნადა მისთვის უინტერესო პროფესია აღმოჩნდა, მშობლების გასახარად, საკუთარი თავი მან თეატრალურ სცენაზე, მოგვიანებით კი კინოს გადასაღებ მოედანზე იპოვა. კასელმა ნიუ-იორკის სამსახიობო ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა და უმნიშვნელო როლების თამაში დაიწყო თეატრალურ სცენაზე. ვენსან კასელის ნიჭზე ღიად საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან მატიე კასოვიცის სადებიუტო ფილმ „მეტისელში” ითამაშა. ამას მოჰყვა ვენსანისა და მატიეს მრავალწლიანი მეგობრობა (კასელს კასოვიცის 7 ფილმში აქვს ნათამაშები).

* მონიკა ლონდონსა და რომში ცხოვრობს, ვენსანი – პარიზში. თავიანთ ქორწინებას ისინი „სტუმრიანობას” უწოდებდნენ. მონიკა ბელუჩი – თანამედროვე „ფემ ფატალე”, კურტიზანი ქალი, ნეფერტიტი და მარია მაგდალენა და ვენსან კასელი – „ცუდი ბიჭის” იმიჯით, თავიანთ ურთიერთობაზე არაფერს ყვებოდნენ ჟურნალისტებთან და 17 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ერთმანეთი მათ 1996 წელს გაიცნეს, ჟილ მიმუნის ფილმის – „ბინის” გადაღებების დროს, როცა შეყვარებული წყვილის ვნებიან ურთიერთობებს იღებდნენ. ამბობენ, რომ პირველმა შეხვედრამ წარუმატებლად ჩაიარა: მონიკამ ვენსანის გატეხილი ცხვირი დაიწუნა, ხოლო ვენსანმა მონიკას „საცვლების რეკლამის მოდელი“ უწოდა და მის სამსახიობო ოსტატობაში დაეჭვდა. თუმცა, ფილმის პრემიერის შემდეგ მთელი მსოფლიო მათ რომანზე ალაპარაკდა, რომელიც 1999 წელს ოფიციალური ქორწინებით დასრულდა. მათ კავშირს თავიდანვე „უცნაურს“ უწოდებდნენ, რადგან, ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ისინი თვეობით ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს. თავიდან ვენსანი ბევრს ეჭვიანობდა და ნერვიულობდა ამის გამო, თუმცა, ეს ეჭვიანობა მათ ურთიერთობას მუდამ ახლდა. 2002 წელს გასპარ ნოემ წყვილი მიიწვია თავის ფილმში – „შეუქცევადი,” სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი გაუპატიურების სცენა ფიგურირებდა. აუპატიურებდნენ მონიკას გმირს და მსახიობმა თავად მოითხოვა, რომ ვენსანს გადასაღები მოედანი დაეტოვებინა, რადგან ის შებოჭილად გრძნობდა თავს. ვენსანი საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრა. მოგვიანებით კი მან ჟურნალისტებს განუცხადა: „სანამ მე სერფინგით ვიყავი დაკავებული, ჩემს მეუღლეს აუპატიურებდნენ”. სხვათა შორის, ამ სცენის ნახვის შემდეგ ვენსანს ფსიქოლოგის კაბინეტში რამდენიმე სეანსის გავლა დასჭირდა. მისი თქმით, მონიკა იდეალური მეუღლე და იდეალური პარტნიორია: „მისი მთავარი ღირსება არა სილამაზე, არამედ, ჭკუაა. ის არის უაღრესად ყურადღებიანი და ზრდილობიანი ადამიანი, რომელიც გაგებით ეკიდება გარშემო მყოფებს”. ვენსანსა და მონიკას ერთად 10 ფილმში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ცნობისთვის, მონიკამ ორი ქალიშვილი გაუჩინა ვენსანს: 2004 წელს – დევა (ძველი ინდური სახელი) და 2010 წელს – ლეონა. ერთხელ მონიკას ჰკითხეს, თუ რაში მდგომარეობდა მათი უცნაური კავშირის საიდუმლო. მონიკამ უპასუხა: „ჩვენ, უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი. არ არის აუცილებელი, რამე შეცვალო საყვარელ ადამიანში. თუკი თქვენ მას შეცვლით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ის აღარ გიყვართ”. როგორც ჩანს, მონიკასთვის ვენსანი „შეიცვალა”.

* ვენსან კასელი პროფესიონალურ დონეზე იყო დაკავებული ბალეტით 6 წლის განმავლობაში. ასე რომ, როდესაც დარენ არონოფსკიმ მას ქორეოგრაფის როლი შესთავაზა „შავ გედში”, მან იცოდა, რომ, ქარიზმასთან ერთად, ვენსანი პროფესიულად მიუდგებოდა ცეკვების დადგმის სცენებს. „არადროს მქონია სურვილი, რომ გამოვსულიყავი პროფესიონალი მოცეკვავე, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ცეკვა მსახიობობაში გამომადგებოდა”. სხვათა შორის „შავი გედის” გადაღებების დროს, ნატალი პორტმანი და ვენსან კასელი დამატებით რვა საათს მუშაობდნენ გადასაღებ მოედანზე და საბალეტო სცენებს ამუშავებდნენ. 

* ვენსან კასელს თავის ხანგრძლივ ფილმოგრაფიაში ორ ათეულამდე უარყოფითი როლი აქვს შესრულებული: თმაგადახოტრილი ვინცი  „სიძულვილში”, თავზეხელაღებული მძარცველი დობერმანი ამავე სახელწოდების ფილმში, შეშლილი ჯოზეფი „შაიტანში”, განგსტერი ჟაკ მერინი „სახელწმიფოს მტერი ¹1” და სხვა. „რატომ ვირჩევ ბოროტმოქმედების როლებს?! იმიტომ, რომ ეს არის რეალური ცხოვრება. კინო – ეს არის ხელოვნება და, როდესაც ადამიანი მიდის კინოთეატრში, მან უნდა მიიღოს სიამოვნება და დაივიწყოს პრობლემები. უარყოფითი პერსონაჟის გარეშე კი დადებითი როლის შემსრულებელი სათანადოდ ვერ გამოჩნდება ეკრანზე,” – ესეც ვენსან კასელის თავისებური ახსნაა. 

* ვენსან კასელი ფლობს ბრაზილიური ორთაბრძოლის – კაპოეირას ილეთებს; გატაცებულია კრივით, ცეკვითა და სასტენდო სროლით. მერინის როლისთვის მსახიობმა 20 კილოგრამი მოიმატა. თავად მსახიობის თქმით, მსგავს ექსპერიმენტში იგი აღარასოდეს მიიღებს მონაწილეობას, რადგან, მთელი ცხრა თვე დასჭირდა, რათა ფორმაში ჩამდგარიყო. ამბობენ, რომ, როდესაც ვენსანმა მართვის მოწმობა აიღო, პირველივე დღეს, პარიზიდან ნიცამდე 230 კილომეტრ-საათი სიჩქარით იარა; ხოლო, კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა ის, თუკი ეცოდიმებოდა, რომ ხუთ წუთში სამყარო აღარ იარსებებს, კასელმა მოკლედ უპასუხა: „ჩემს ცოლთან სექსი მექნება.“ 

скачать dle 11.3