კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო მეზობლის ნაკვეთში ისეთი საწარმოს მშენებლობის აკრძალვა, რომლის აშენების შემთხვევაშიც მუდმივი ხმაური იქნება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. შესაბამისად, თქვენ გაქვთ ამგვარი მოთხოვნის უფლება.

კითხვა: ჩემი მეზობლის ეზოდან გადმოსულია ხის ტოტები, რომლებიც მიფუჭებს ეზოს, მაგრამ, ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, მეზობელი არ აპირებს ჩემს ეზოში გადმოსული ტოტების მოჭრას. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება, მე თვითონ მოვჭრა ჩემს ეზოში გადმოსული მეზობლის ხის ტოტები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები და ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა. შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოჭრათ თქვენს ეზოში გადმოსული მეზობლის ხის ტოტები.   

კითხვა: ჩემს ეზოში გადმოსულია მეზობლის ეზოში დარგული ხის ტოტები. გთხოვთ, მაცნობოთ, მეკუთვნის თუ არა ამ ტოტებზე მოსხმული ნაყოფი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზე დავარდა, ის ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად. შესაბამისად, თქვენს ეზოში ჩამოცვენილი ხის ნაყოფი გეკუთვნით თქვენ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ ჩემი და მეზობლის მიწის ნაკვეთებს შორის მსურს ღობის გავლება, მაგრამ, მეზობელი მეწინააღმდეგება და არ სურს ღობის აღმართვა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან, უკვე არსებული, მაგრამ, წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, არა მარტო აღმართოთ ღობე, არამედ, მეზობელს მოსთხოვოთ გამიჯვნის ხარჯების გაღებაც.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ უნდა მოხდეს მეზობელი ნაკვეთების გამიჯვნა, თუკი შეუძლებელია მეზობლებს შორის ზუსტი საზღვრების დადგენა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ, გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ, ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე, საზღვარს დაადგენს სასამართლო.   

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა აუცილებელი ფორმის დაცვით ხდება უძრავი ნივთების შეძენა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, რა სამართლებრივი შედეგები ახლავს ფაქტს, როდესაც შემძენი კეთილსინდისიერია და, რა შემთხვევაში ითვლება პირი კეთილსინდისიერ შემძენად? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ, შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. ასევე, კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან, მისი ნების წინააღმდეგ, სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა, შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.

скачать dle 11.3