მხოლოდ ფაქტები
* მსოფლიოში კრიოგენულად გაყინული ყველაზე ცნობილი ადამიანია ლეგენდარული ბეისბოლისტი ტედ უილიამსი, რომლის თავი და ტანი ცალ-ცალკე კონტეინერებშია მოთავსებული. მის შვილს იმედი აქვს, რომ მომავალში გაყინული ქსოვილის დნმ-ით მამამისის გენს აღადგენენ.
* ჯაზი, როგორც მუსიკალური სტილი, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ახალ ორლეანში დაიბადა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში თავის დედაქალაქად მან ჩიკაგო აირჩია. ამ სტილის ყველაზე თავგამოდებულ თაყვანისმცემლად მიჩნეული სოლტ-ლეიკ სიტიში მცხოვრები, „იუტა ჯაზის“ მწვრთნელი კი სულაც არ არის მუსიკოსი.
* ყოველი წლის 14 მაისს, გრიგორიანული კალენდრით, ებრაელები ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
* ბურატინოს როლი თავის დროზე შეასრულეს... სოფი ლორენმა და ინოკენტი სმოკტუნოვსკიმ.
* პირველი მსოფლიო ომის გმირი, კაპიტანი ბარონ ფონ რიხტჰოფენი, რომელსაც 80-ზე მეტი საჰაერო გამარჯვება ჰქონდა, 1918 წლის გაზაფხულზე ჩამოაგდეს. ესკადრილიის მეთაურის ადგილი დაიკავა მამაცმა მფრინავმა, პირველი ხარისხის რკინის ჯვრის, მახვილიანი ლომის, კარლ ფრიდრიხისა და გოგენცოლერნების ორდენების კავალერმა... ჰერმან გერინგმა.
* გამოთვლებით, ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო სტატისტიკური პრეზიდენტი 57 წლისაა; მისი სამშობლო ვირჯინიისა და ოჰაიოს შტატების საზღვრებია; პროტესტანტია, დაქორწინებული, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. 35-პროცენტიანი ალბათობით, ის თანამდებობას იკავებს მისი წინამორბედის გარდაცვალების ან გადადგომისას. მთავარ გატაცებებს შორის სამწერლო მოღვაწეობაა.