ყველასთვის საყვარელი
... ის მთელ ჯარსაც კი დააპურებს... უყვარს ყველას – დიდსაც და პატარასაც... 1532 წელს ესპანელები პერუში ოქროს საძიებლად მიცურდნენ და აღმოაჩინეს... კარტოფილი. მას შემდეგ დაიწყო ევროპელებისა და კარტოფილის საინტერესო ისტორია...
* ევროპელ წარჩინებულებში კარტოფილი მას შემდეგ გახდა ბომონდური და პოპულარული, რაც დედოფალმა მარია ანტუანეტამ თავისი თმის მოსართავად კარტოფილის ყვავილი გამოიყენა;
* კარტოფილის ყვავილები უზომოდ მოსწონდა ფრიდრიჰ დიდს. 1700-იანი წლების მიწურულს მისმა უდიდებულესობამ სპეციალური კანონიც კი გამოსცა, რომლის თანახმადაც, ბერლინის ყველა მთავარი ქუჩა და მოედანი კარტოფილის ყვავილებით უნდა ყოფილიყო გამშვენიერებული;
* 1,4 კილოგრამი ჩიპსის დასამზადებლად 4 კილოგრამი კარტოფილია საჭირო;
* კარტოფილი საკმაოდ დაბალკალორიული და დიეტური პროდუქტია. მისი ნოყიერება ცხიმებთან შერწყმის შემდეგ იზრდება, თანაც, 99,7 პროცენტით;
* ერთი საშუალო ზომის კარტოფილი C ვიტამინის დღიური დოზის ნახევარს შეიცავს. კარტოფილში, ასევე, არის ვიტამინი PP, მაგნიუმი და რკინა.
* კარტოფილის წვენი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით: კარგია გასტრიტის დროს და შველის მომატებულ მჟავიანობას; ასევე, უხდება კუჭის წყლულს, თავის ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;
* ჩიპსების მასობრივი წარმოება 1915 წელს დაიწყო ლოს-ანჯელესში. ამბობენ, რომ 1853 წელს რკინიგზის მაგნატმა, კომოდორ კორნელიუს ვანდერბილტმა, თავისი ლანჩისთვის შემწვარი კარტოფილი უკან გაგზავნა, სამზარეულოში, პრეტენზიით – ძალიან მსხვილად არის დაჭრილიო. შეფ-მზარეულმა ქალაქ სარატოგა-სპრინგსიდან, ჯორჯ კრამმა, ნაწყენმა და შეურაცხყოფილმა, გადაწყვიტა, კორნელიუსისთვის „ჭკუა ესწავლებინა:“ კარტოფილი ფურცლის სისქის რგოლებად დაჭრა, კარგად დაბრაწა და მაგნატს გაუგზავნა. აღრთოვანებულმა ვანდერბილტმა ამ კერძის პოპულარიზაცია გადაწყვიტა – გახსნა „თხელი კარტოფილის“ პირველი რესტორანი...
თაყვანსაცემი ისტორია
თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ფრესკებმა და ხატებმა ბევრი განსაცდელი გამოიარეს. ისეთი პერიოდიც იყო, როცა მათ გააფთრებით ებრძოდნენ. მერვე საუკუნის ბიზანტიაში გაჩნდა ერეტიკოსების მოძრაობა, რომლებიც უარყოფდნენ ხატებს, როგორც სიწმიდეების არსს და მოითხოვდნენ მათ ცეცხლში დაწვას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიზანტიის ეკლესიაც კი შუაზე გაიხლიჩა და ერთი ნაწილი ერეტიკოსებს მიემხრო. მაგალითად, 754 წელს 300 ეპისკოპოსი ამხილეს ხატთთაყვანისცემაში. სიტუაცია მხოლოდ დედოფალ ირინეს და მისი შვილის, კონსტანტინეს დროს გამოსწორდა, თუმცა, ცოტა ხნით. ლევ მეხუთე არმიანეს დროს ისევ გამოჩნდნენ ხატების მოწინააღმდეგენი. 843 წელს კონსტანტინოპოლის მონასტრების ლამის 30 პროცენტი დარჩა ხატების გარეშე. ხატთმოძულეები აპელირებდნენ იმაზე, რომ ქრისტემ თავად აკრძალა საკუთარი სახის ხატად შექმნა და მასზე თაყვანისცემა. იშველიებდნენ ახალ აღთქმას, სადაც მითითებულია აკრძალვა უფლის სახის გამოსახვაზე. სინამდვილეში, საქმის არსი პოლიტიკური იყო. ზოგიერთი იმპერატორი ამით ცდილობდა, ძლიერი არაბული სახელმწიფოებისთვის „კოჭის გაგორებას“. ანუ, იქცეოდა ისე, როგორც იუდა.