კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: აუცილებელია, ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?

პასუხი: ძაღლების აცრა ერთი თვის ასაკიდან კი არა, 45 დღის ასაკიდან იწყება. ეს აუცილებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან, მაღალი ხარისხის ვაქცინა შეიცავს რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს: ენტერიტის, ჰეპატიტის, ძაღლის ჭირის, პარაგრიპის, ლეპტოსპიროზისა და ძაღლსაშენების ხველების სინდრომის. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები მისი გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან, შიდსზე მეტად საშიშია და ცხოველის სიკვდილით მთავრდება. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ენტერიტი, რომელსაც ენტეროვირუსები იწვევს და გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით. ეს იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ, ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ, ცხოვრებაში მეორედ აღარ შეგეშლებათ. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, უჩქარდება გულისცემა, თანდათან აპათიური ხდება.

კითხვა: ძალიან მინდა დეკორატიული ჯიშის ძაღლის შეძენა. მათი ხასიათის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე. მაინტერესებს, რამდენია დეკორატიული ძაღლების მინიმალური და მაქსიმალური წონა?

პასუხი: რაც თბილისში ყველაზე მოდური დეკორატიული ძაღლებია შემოყვანილი, ყველაზე ნაკლებს იწონიან იორკშირ-ტერიერები, ჩიხუახუა და რუსული ტიო-ტერიერები. მათი მინიმალური წონა დაახლოებით 1,600 გრამიდან იწყება. მაქსიმალურს რაც შეეხება, დეკორატიულ ძაღლებში ყველაზე დიდი სენბერნარია, რომელიც, საორიენტაციოდ, 60 კილოგრამზე ნაკლებს არ იწონის.

კითხვა: 8 წლის მეტისი გვყავს, რომელიც  წლებია, ეზოს პირობებში ცხოვრობს. ბოლო დროს პრობლემები შეექმნა, რის გამოც მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და გვირჩიეს ოპერაციის გაკეთება. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა? 

პასუხი: უკეთესი იქნებოდა, კონკრეტულად  დაგესახელებინათ, რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად კი გეტყვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – ასაკოვან ცხოველებს  ქირურგიულ ოპერაციას უკეთებენ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. უფრო მეტიც, რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ოპერაციულ ჩარევას სასიცოცხლო ჩვენება აქვს, თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხი დგინდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ მას მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

скачать dle 11.3