კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო მაგნოლიას ქოთნის პირობებში?

პასუხი: მაგნოლია სუბტროპიკული მცენარეა, ამიტომ მცენარე საერთოდ არ არის პრეტენზიული.  მას როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში ესაჭიროება ერთი და იგივე კლიმატი.  არ ეშინია არც სიცხის, არც ყინვების. მცენარე იოლი შესანახია და არ არის პრეტენზიული. მას ახასიათებს კარგი ყვავილობა და მარადმწვანეა ჩვენს პირობებში. მცენარე გვხვდება ზღვისპირა რაიონებში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც კარგად გრძნობს თავს. საერთოდ, მაგნოლია ქოთნის პირობებში არც ისე კარგად იზრდება. ამიტომ მას ესაჭიროება ძალიან დიდი ზომის, განიერი ქოთანი და ნიადაგის გამდიდრება ტორფით, ნაკელითა და ქვიშით. ასევე, გახსოვდეთ, რომ ყოველ ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა მიაწოდოთ დამატებითი საკვები ნივთიერებები, რაც მცენარეს ხელს შეუწყობს ზრდასა და ფესვის კვებაში. მაგნოლია ზაფხულში ირწყვება ყოველ სამ დღეში ერთხელ, ხოლო თუ ზამთარში აივანზეა, ყოველ ათ დღეში ერთხელ, ოთახის პირობებში – აუცილებლად სამ-ოთხ დღეში ერთხელ. მაგნოლია დადგით მზიან ადგილას. ზამთრის ტემპერატურა უნდა იყოს +14-18 გრადუსი. მცენარე ყვავის 3-5 წლის ასაკში და ყვავილობა გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. მრავლდება კალმით და ასევე, კარგი აღმოცენება აქვს თესლს, რომელიც ადრე გაზაფხულზე ითესება.

კითხვა:  როგორი პირობები უყვარს ოთახის კამელიას? 

პასუხი: კამელია სუბტროპიკული მცენარეა და ესაჭიროება ჩვეულებრივი კლიმატი. ის კარგად გრძნობს თავს, როგორც ქოთანში, ასევე ღია გრუნტში. მცენარეს მკვებავი ნივთიერებები სჭირდება ქოთნის პირობებში. შეგიძლიათ კამელია დარგოთ ღია გრუნტშიც. მას არ ეშინია სიცივის და არც სიცხეების. ამიტომ, არ არის პრეტენზიული. შეგიძლიათ გაახაროთ, როგორც თესლით, ასევე კალმით, რადგან მალევე ფესვიანდება. რაც მთავარია, კამელია მარადმწვანე მცენარეა და ფოთლებს არ ყრის.  მისი ყვავილობა დიდხანს გრძელდება, რადგან მორიგეობით ხსნის საყვავილე კოკრებს. სახლის პირობებში მცენარე დადგით აღმოსავლეთის მხარეს. ეს ადგილი მისთვის უნიკალურია. მას ახასიათებს ამონაყარიც, რომელიც უფესვოდ ამოდის ნიადაგიდან. ამონაყარი არასდროს მოაცილოთ. შეგიძლიათ, ადრე გაზაფხულზე გახევებული ტოტები მოაჭრათ და დააფესვიანოთ. 

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ ოთახის ია არ ყვავილობს?

პასუხი: ოთახის ია ტროპიკული მცენარეა და ტროპიკული გარემო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ მცენარე უნდა ამყოფოთ ხელოვნურ განათებასა და 40-პროცენტიან ნესტიანობაში. მას ახასიათებს უხვი ყვავილობა და კარგი ბოჭკოვანი ზრდა. იას აქვს სუსტი ფუნჯოვანი ფესვის სისტემა, ამიტომ ეცადეთ, მცენარე მოჭრილ ქოთანში დარგოთ, რათა ფესვებმა კარგად იმუშაოს. თუ დიდ ქოთანში დარგავთ, მისი ფესვები ზრდას დაიწყებს და შესაძლოა, მცენარე სავავლალო მდგომარეობამდე მივიდეს. ასეთ დროს ია გადაიტანეთ მომცრო ზომის ქოთანში, რათა ნორმალურ პირობებს დაუბრუნდეს. ოთახის ია მალევე  ბერდება, ამიტომ საჭიროა, ძველი ფოთლები მოაცალოთ  ან გამოხშიროთ, რომ ისევ ახალი ფოთლები წამოიზარდოს და გაახალგაზრდავდეს. ის ფესვიანდება თავისივე ფოთლებით. 

скачать dle 11.3