კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამზადა გოჩა ლაღიძემ ირაკლი მეგრელიშვილთან ერთად მსოფლიოში ერთადერთი მომინანქრებული ხანჯალი და რისთვის მიიღო ევროპაში რამდენიმე გრანპრი ქართველმა რკინის კაცმა

გოჩა ლაღიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის დიდი ხანია, ჰოლანდიაში ცხოვრობს და იარაღისა თუ სხვა სიძველეების რესტავრაციაზე მუშაობს. ასევე, აქვს არაჩვეულებრივი საავტორო ნამუშევრებიც. გოჩა ლაღიძე პერსონალურ გამოფენას გეგმავდა თბილისში, თუმცა სამწუხაროდ, ჩანაფიქრი ჯერ ვერ განახორციელა და გეგმა გეგმად რჩება. ქართველმა ხელოვანმა რამდენჯერმე აიღო ევროპაში გრანპრი და ახლა ბელგიის გამოფენა-კონკურსისთვის ემზადება.

გოჩა ლაღიძე: 20 წელია, ჰოლანდიაში ვმუშაობ და პირველი ათი წელი და უფრო მეტიც, აქაურ კულტურულ ღირებულებებზე ვიყავი ორიენტირებული, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ევროპულ გამოყენებით ხელოვნებაზე. თვითდამკვიდრების მიზნით, უფრო საერთაშორისო პროექტებზე ვმუშაობდი, თუმცა ქართული იარაღი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ცენტრალური ადგილი ეკავა. ბოლო 7 წელია, ქართულ, კავკასიურ იარაღს დავუბრუნდი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. მთელ ჩემს დროს ამ იარაღის რესტავრაციას ვუთმობ. ძირითადად, საერთაშორისო სტატუსით – ბელგია, გერმანია, ამერიკა, საფრანგეთი, ინგლისი... ამ ქვეყნებიდან მომდის შეკვეთები და გარდა ამისა, მაქვს ჩემი საკუთარი პროექტებიც, ძირითიდად, ეს არის ცივი იარაღი და ასევე, რეგულარულად ვმონაწილეობ ყოველწლიურად მხატვარ-მეიარაღეთა გამოფენებში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში. იქ არის დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც დადის სტენდებს შორის და აფასებს ნამუშევრებს, ძირითადად დანები და ხანჯლებია წარმოდგენილი. უკვე მესამე წელია, ჰოლანდიაში ტრადიციულად ჩემი ნამუშევრები იმარჯვებს და ისე შევეჩვიე, უკვე აღარც მიხარია (იცინის). შარშანწინ პარიზში გავიმარჯვე, შარშან ოქროს თასი ავიღე ბელგიაში. მომცეს დიპლომი, რომელიც ჩარჩოში მაქვს ჩასმული. ეს პრიზები ჩემს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან არ მაინტერესებდა და მერე აზარტში შევედი. თან,  ფულადი ჯილდოც მივიღე დიპლომთან ერთად – 5 000 ფრანკი. ახლა ბელგიაში ვგეგმავ შოუზე ჩემი ნამუშევრების გატანას. 

– ამ გამოფენებში სხვა ქართველი ოსტატები თუ მონაწილეობენ, ბატონო გოჩა?

– არა, სამწუხაროდ, ქართველები არ არიან, ძალიან ბევრი იაპონელია, არიან ფრანგები... მიხარია, რომ კავკასიური იარაღი იმარჯვებს. კავკასიური იარაღი აბსოულუტურად ცალკე სამყაროა, ვიდრე იაპონური, ირანული. კავკასიურში საუკეთესო ნიმუშები მსოფლიო შედევრებია. ერეკლეს ხმალზე ორწელიწად-ნახევარს ვიმუშავე და საკმაოდ ღირსეული საავტორო ასლი გამოვიდა. საერთოდ, ბევრ ნამუშევარს ასლს ვერ დავარქმევდი, რადგან ზუსტად არ იმეორებს ორიგინალს. ამჟამად ვმუშაობ ბაგრატიონების ხმლების საავტორო ასლებზე. ეროვნულ მუზეუმში მომეწონა ერთი ხმალი, 90-იან წლებში ვმუშაობდი მის გაწმენდა-აღდგენაზე და იმდენად მომეწონა, ფოტოების მიხედვით შევქმენი ახალი ხმალი. თუმცა, ვცდილობ, ტრადიციული ხასიათი არ დავუკარგო – ამას არ ჰქვია ასლი. გეგმაში მაქვს უნიკალური, სხივებიანი სვანური ფარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ნოემბერში მექნება მზად. აგრეთვე, მინდა, უნიკალურ სვანურ მშვილდებს, რომლებიც თამარ მეფის დროინდელია, რეკონსტრუქცია გავუკეთო ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით და ფუნქციური დატვირთვა აღვუდგინო. 

– ბატონო გოჩა, თქვენ რომ გამოფენის მოწყობას გეგმავდით თბილისში?

– ქართული მხრიდან უნდა იყოს სურვილი, თორემ მე ყოველთვის მზად ვარ. ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან მქონდა საუბარი და მანაც გამოთქვა სურვილი, მაგრამ სპონსორის მოძიებაა საჭირო, ტრანსოპორტირება და ნამუშევრების დაზღვევა ხარჯებთან არის დაკავშირებული – მე კი ამის საშუალება არა მაქვს, სამწუხაროდ. თან, ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია. 

– ქართველი დამკვეთები თუ გყავთ?

– სამწუხაროდ, არა. არიან რუსები, ჩეჩნები, ევროპელები. არ ვიცი, ფასის ბრალია თუ ინტერესის ნაკლებობის. მართალია, იარაღს საქართველოში განსაკუთრებით აფასებენ, მაგრამ მე არ ვმუშაობ იმ განხრით, რომ საქართველოში ბაზარი შევიქმნა. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ქართული იარაღი ნაკლებად არის შემორჩენილი, ნაწილი განადგურდა, ნაწილი გაზიდულია ევროპის ქვეყნებში. კავკასიური მუზეუმის დირექტორი იყო – გუსტავ რადე, რომელმაც გაზიდა და გაზიდა კავკასიური იარაღი ევროპაში. თან, გვაყვედრიდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ვეწევი ევროპაშიო. ამ თემაზე წერილი აქვს ივანე ჯავახიშვილსაც და კონსტანტინე გამსახურდიასაც. XVI საუკუნის ქართველი რაინდის აბჯარი გერმანიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმშია დაცული. 

– სამწუხაროა. ქალი დამკვეთები თუ გყავთ?

– ქალებისთვის შემისრულებია საიუველირო ნაკეთობები, მაგრამ მე მაინც ლითონის რესტავრტატორი ვარ ძირითადად. იარაღის რესტავრაცია ძალიან მოცულობითი საქმეა, მოიცავს ლითონს, ტექსტილს, ტყავს, ქსოვილებს, ხეს... რამდენიმე წელია, ვაკეთებ სამკაულებს დაკვეთით, თუმცა, მაინცდამაინც დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს. რესტავრაცია უფრო შემოსავლიანია, საავტორო ნამუშევრები ძნელი სარეალიზაციოა. თუმცა, მოულოდნელად 2 უძვირფასესი ხმალი ისე გავყიდე, არც ველოდი. ბელგიელი მეგობარი მყავს, ადვოკატი, რომელიც 2 წელი მიკირკიტებდა, მთხოვდა, მისთვის დამეთმო ირანული ტიპის ძალიან ძვირფასი ხმალი, 2 ხმალი მქონდა, ერთი დაღესტნური, მეორე ირანული. იყოყმანა და ბოლოს ირანული აიღო (იცინის). სხვებმა რომ გაიგეს, დაიწყეს წუწუნი, რომ არ გაგეყიდა და ჩვენთვის გვეთქვა, უპირობოდ ვიყიდიდითო. საბედნიეროდ, ბელგიელმა შეცვლა მოინდომა დავურეკე მეორე კლიენტს და ორივე გავყიდე. მიჭირს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა, მაგრამ საკმაოდ ძვირი მიჯდება მათი შექმნა და ამიტომ გაყიდვა აუცილებელია. ბაგრატიონების ხმლისთვის, რომელზეც ახლა ვმუშაობ, 12 დიდი ლალის თვალი უნდა გამოვიყენო!

საიუველირო ნაწარმს რაც შეეხება, აქაური სამხედრო მაღალჩინოსნის მეუღლისთვის დავამზადე ყელსაბამი. გამიკეთებია საკმაოდ ლამაზი გულქანდები, ძვირფასი თვლებით, ოქროს, ვერცხლისა და ფოლადისგან. სხვათა შორის, ჩემი პედაგოგი ამბობდა, რომელიც იარაღის ოსტატია, იარაღი ისეთი უნდა გამოვიდეს, ქალსაც კი უნდა მოეწონოსო (იცინის). პირველად სამკაული ჰოლანდიაში დავამზადე, ეს იყო ჭიამაია – მივიტანე საიუველირო სალონში და მაშინვე საკმაოდ ძვირად იყიდეს. მთხოვეს, კიდევ დაამზადე და შევიძენთო. გავაკეთე სამკაულების სერია და ისეთი ბუმი იყო, რომ დადებდნენ, 3-4 დღეში ქრებოდა ვიტრინებიდან. მაგრამ, მერე მსხვილი დაკვეთა მივიღე და აღარ მეცალა მაგისთვის. ჭიამაია დავამზადე ფოლადისა და ვერცხლისგან, ჰქონდა ოქროს თვალები. ერთ-ერთი ჩემი ნახელავი, დიდი ობობა – „შავი ქვრივი”  კიოლნის უნივერსიტეტის რექტორმა შეიძინა. ინტერნეტში ნახა და აღფრთოვანდა, 5 000 ევრო გადაიხადა იმ ნამუშევარში. წერილი გამომიგზავნა, ძალიან მომეწონაო და მაშინვე იყიდა. პროფესორმა ჰამერმანმა ჯაჭვის პერანგის რგოლებისაგან ჯაჭვის დამზადება დამიკვეთა,  შემისრულებია ვერცხლის ჯვრები...

– ოქროს არ იყენებთ ნამუშევრებში?

– ოქროზე ბოლო დროს გადავედი და უფრო ხშირად ახლა ვიყენებ. ბაგრატიონების ხმალი ოქროთი და 12 ნამდვილი ლალის თვალით იქნება მოოჭვილი ტარზე. თვითონ ორიგინალი გაძარცვულია, თვლები აკლია. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს თვლები ლალის უნდა ყოფილიყო. შემდეგში ალბათ უკვე ზურმუხტზე გადავალ. ქართული იარაღი საკმაოდ სადა იყო, იარაღს უხდება სისადავე. თუმცა, გვაქვს ერთი ნამუშევარი, ჰქვია „თავადი” – საოცარი რამაა, უნიკალური და მსოფლიოში ერთადერთი. მინანქრით შესრულებული ხანჯალია, უძვირფასესი მინანქარია, ფაბერჟეს დონის – მე და ირაკლი მეგრელიშვილმა შევასრულეთ ერთად. ეს ნივთი ძალიან მაგარ ადგილას უნდა იდოს მუზეუმში. ვერცხლია თავიდან ბოლომდე და ზედაა დატანილი მინანქარი. ამ ხანჯალმა ბელგიაში შარშანწინ სერიოზული პრიზი მიიღო.  

скачать dle 11.3