რა მოხდა ამ დღეს
2 სექტემბერი
1870 – საფრანგეთის არმიამ და თვით იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ სედანთან განცდილი მარცხის შემდეგ გამოაცხადეს კაპიტულაცია გერმანელთა წინაშე.
1944 – იაპონელებმა წყნარი ოკეანის თავზე ჩამოაგდეს ჯორჯ ბუში უფროსის თვითმფრინავი; ბუში წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა გადაარჩინა.
1945 – დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
3 სექტემბერი
1778 – მილანში გაიხსნა ოპერა „ლა სკალა“.
1795 – დაარსდა პარიზის კონსერვატორია.
1921 – პირველად გამოიყენეს ავიაცია მავნე მწერების მოსასპობად.
1949 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია NBA.
4 სექტემბერი
1842 – განახლდა 1248 წელს დაწყებული და 1558 წელს შეწყვეტილი კიოლნის ტაძრის მშენებლობა (დასრულდა 1880 წელს).
1888 – ჯორჯ ისთმენმა მიიღო პატენტი ფოტოაპარატზე შიგ ჩასადები ფოტოფირით.
1975 – დაარსდა თამაში „რა, სად, როდის?“.
5 სექტემბერი
1905 – ამერიკაში დაიდო პორტსმუტის ხელშეკრულება. რუსეთ-იაპონიის ომის დასასრული.
1970 – ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ძალების წარმომადგენელი სალვადორ ალიენდე.
1972 – პალესტინელმა ტერორისტებმა ოლიმპიურ მიუნხენში მოკლეს 11 ებრაელი სპორტსმენი, დაიღუპა კიდევ 6 ადამიანი.
6 სექტემბერი
1689 – პირველი ოფიციალური ხელშეკრულება – ნარჩენის ხელშეკრულება – ჩინეთსა და რუსეთს შორის.
1991 – ლენინგრადს დაუბრუნდა ძველი სახელი – სანკტ-პეტერბურგი.
1991 – დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა.
7 სექტემბერი
1822 – პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე დონ პედრუმ გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან.
1859 – მთიან აულ გუნიბში ალყაშემორტყმული შამილი ტყვედ ჩაბარდა რუსებს.
8 სექტემბერი
1903 – ბულგარელთა გენოციდი თურქების მიერ. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
1905 – მიწისძვრა სამხრეთ იტალიაში. დაიღუპა 5 ათასი ადამიანი. 20 ათასი – უსახლკაროდ დარჩა.
1914 – მფრინავმა ნესტეროვმა პირველმა გამოიყენა „ტარანი“. უფრო ადრე პირველად მანვე შეასრულა „მკვდარი მარყუჟი“.
1921 – გამოვლინდა პირველი „მის ამერიკა“ – მარგარეტ გორმანი.
1987 – ბარენცის ზღვაში ატომური წყალქვეშა ნავის „კომსომოლეცის“ ავარია. დაიღუპა 39 ადამიანი. ატომური კატასტროფის საშიშროების წინაშე დადგა მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.