კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

იორამიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი იორამი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად ნიშნავს „ღმერთი მაღალი“.

„იორამიშვილი, გვარით ბერძენი იორის შვილი, მოსული ძველადვე საბერძნეთით და მუნითგან იწოდებიან იორამიშვილებად, აზნაურად იყვნენ მიღებულნი“.

1721 წელს გოლთეთში მოიხსენიება ელიზბარა იორამაშვილი.

1721 წლის აღწერაში, ქაიხოსრო ბარათაშვილის მიერ სიონის ეკლესიისადმი გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იორამ იორამაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი იორამიშვილი.

საქართველოში 159 იორამიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 35, თელავში – 21, რუსთავში – 3. არიან სხვაგანაც.

745 იორამაშვილი.

გამრეკელაშვილი 

გამრეკელი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა მესხეთში. გამრეკელ-თორელები მეთორმეტე საუკუნეში ფლობდნენ თმოგვის ციხეს. მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო.

გამრეკელი საკუთარ სახელადაც გვხვდება. სავარაუდოდ, ის სამხედრო თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვისგან უნდა იყოს წარმომდგარი.

ამავე ძირისაა გვარები – გამრეკელიძე, გამრეკლიძე.

„ბორბალოში მცხოვრებ სვიმონ გამრეკლიშვილს 1829 წელს ეყოლა ვაჟი. განათლა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ. სახელი უწოდა შიო. ნათლია იყო თანასოფლელი ნიკოლოზი“.

საქართველოში 350 გამრეკელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 89, ქარელში – 87, თხილნარში – 51. არიან სხვაგანაც.

ჯიმშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშერი. მისი კნინობითი ფორმებია – ჯიმი, ჯიმითა, ჯიმოთე, ჯიმუა, ჯიმშარი, ჯიმშელი, ჯიმშიერი, ჯიმშია.

ეს სახელი სპარსული წარმოშობისაა და „ახალგაზრდა ლომს“ ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი ჯიმშელეიშვილი.

1721 წელს ბოცვეთში მოიხსენიება დათუნა ჯიმშიაშვილი.

საქართველოში 129 ჯიმშიაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 36, თბილისში – 19, ქუთაისში – 16. არიან სხვაგანაც.

ცუცუნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცუცუნი.  

ცუცუნაშვილი გიორგი მოიხსენიება 1738 წელს თავდახსნილობის წიგნში მოწმედ, რომელიც მებატონე ზაზა სოლოღაშვილმა მისცა ბადღუა და ბერელა ზურაბიშვილებს.

საქართველოში 175 ცუცუნაშვილი ცხოვრობს: კასპში – 88, თბილისში – 60, თელავში – 19. არიან სხვაგანაც.

ლარაძე

გვარის ფუძეა სიტყვა ლარი, რომელიც ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება. 

„ლარაძე – ციციშვილთა აზნაურიშვილი. შაჰნავაზმა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს დაბრუნების პირობა მისცა“. 

აზნაურიშვილი ლარაძე მოიხსენიება საციციანოს ყმების ნუსხაში; ხვედურეთში მას 2 კომლი ყმა ჰყავდა; ლუოვისხევში – 7, ბისში – 3, თხილნარში – ოთხი, იფუნევში კი – 1. 

1721 წლის აღწერით, პაატა ლარაძე იყო მებატონე. მას ყმები ჰყავდა ყარაბულაღში. 

სწორედ პაატა ლარაძისგან მომდინარეობს გვარი პაატაშვილი, ზურაბ ლარაძისგან – ზურაბიშვილი, ბიძინა ლარაძისგან – ბიძინაშვილი. 

ამავე ძირისაა გვარი ლარაშვილი.

საქართვველოში 46 ლარაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, ყვარელში – 5.

გრიგორაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი. აქედანაა ნაწარმოები გვარები: გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა. 

1823 წელს პატარა ენაგეთში მოიხსენიებიან სოლომონ გრიგორაშვილი, მისი მეუღლე და შვილები.

საქართველოში 96 გრიგორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 61, ქუთაისში – 12, ბორჯომში – 4. არიან  სხვაგანაც.

ქეთელაური

ქეთელაურები ბისოში ცხოვრობენ. მათი წინაპარი ქეთელა ჭავჭავაძე ყოფილა, რომელიც ბისოში თიანეთის მხრიდან ასულა. 

დოკუმენტში წერია: „ქეთელაურები ჭავჭავაძეების განაყარები ვართ. ერთი გუჯარი გვაქვს, თიანეთიდან ვართ. ჭავჭავაძეები და ქეთელაურები ძმების შთამომავლები არიან. თონეთში სახლებულან, ცხრაკარში ცხოვრობდნენ. ერთი ძმა კოჭლი ყოფილა და იქ დარჩენილა, მეორე კი ხევსურეთში გადასახლებულა და გამრავლებულა. განაყარი ძმა პირდაპირ ბისოში მისულა და იქ დასახლებულა. რუსები რომ ჩამოსულან, კოშკში გუჯარი დაუწვავთ“.

საქართველოში 227 ქეთელაური ცხოვრობს: თელავში – 66, ახმეტაში – 55, დუშეთში – 42. არიან  სხვაგანაც.

ტუფუნია-ტუფურია

ტუფუნია და ტუფურია ერთი და იგივე გვარია. გვარის ფუძედ გამოყენებულია მეგრული სიტყვა ტოფური, რომელიც ერთგვარი სამყურა ბალახის სახელია.

საქართველოში 261 ტუფუნია ცხოვრობს: ზუგდიდში – 230, თბილისში – 12, ქუთაისში – 5. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

скачать dle 11.3