კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

სექსუალური ცხოვრების აქტივობა გამომუშავების პირდაპირპროპორციულია

აქტიური სექსუალური ცხოვრების მქონე ადამიანი არა მარტო ჯანმრთელი და ბედნიერია, არამედ უფრო მდიდარიცაა, – ამტკიცებენ მკვლევრები. მათი გამოთვლებით, ადამიანები, რომლებიც სექსით კვირაში ოთხჯერ და მეტჯერ არიან დაკავებულნი, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი ნაკლებაქტიური კოლეგები.

საბერძნეთში ჩატარებულ გამოკითხვაში 26-დან 50-მდე ასაკის 7,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათ სთხოვდნენ, მოეთხროთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სექსუალურ აქტივობაზე, ასევე, სამსახურის შესახებ და გამომუშავებული თანხის რაოდენობაზე.

შედეგებმა აჩვენა: ვინც სექსით კვირაში ოთხჯერ და მეტჯერ იყო დაკავებული, 5 პროცენტით უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებდა, ვიდრე ის, ვისი ცხოვრებაც სექსუალურად ნაკლებდატვირთული იყო. ვინც საერთოდ არ იყო სექსით დაკავებული, 3,2 პროცენტით ნაკლებ თანხას იღებდა, ვიდრე მათი ნაკლებსექსუალური კოლეგები.

რითაა გამოწვეული ასეთი ურთიერთკავშირი სექსუალურ აქტივობასა და გამომუშავებულ თანხას შორის, სწავლულებმა ზუსტად ვერ დაადგინეს. თუმცა, გამოთქვეს აზრი, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ უფრო წარმატებული ადამიანები ირგვლივ მყოფებს უფრო მიმზიდველად ეჩვენებათ. მეორე ვერსიით, ფულის არსებობა საშუალებას აძლევს ადამიანს, თავის შეყვარებულს უფრო მეტი საჩუქრები უძღვნას. ამგვარად, მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სექსით დატვირთული ცხოვრება, არ ნიშნავს ხელფასის მომატებას.  ანუ „უკუღმა, ასინეთა...“

სამყარო სულაც არ ფართოვდება – „საჰაერო ბურთის“ თეორიას „კოსმოსური პიანინოს“ თეორია ცვლის

საყოველთაოდ ცნობილი სამყაროს გაფართოების თეორია, რომელსაც თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობა ეყრდნობა, შესაძლოა, უარყოფილ იქნას. თეორიული ფიზიკის გერმანელმა სპეციალისტმა კრისტოფ ვეტერიხმა გადახედა ისეთ მოვლენას, რომელიც ცნობილია, როგორც წითელი წანაცვლება. თითქმის ასი წლის წინ, სახელდობრ, ამ თეორიამ უკარნახა ასტრონომებს, რომ გალაქტიკები დროის განმავლობაში სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს.

რა არის წითელი წანაცვლება? ყოველი ქიმიური ელემენტი შთანთქავს ან გამოასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს მკაცრად განსაზღვრულ სიხშირეებზე და, ამგვარად, ყოველი მათგანი წარმოქმნის სპექტრში განუმეორებელ სურათს ხაზებისგან. ის გამოიყენება დაშორებული ობიექტებიდან გამოსხივების სპექტრულ ანალიზში, მაგალითად, ვარსკვლავებიდან. თუ ობიექტი გვშორდება, მაშინ ხაზები ინაცვლებს სპექტრის წითელ (გრძელი ტალღების) ნაწილში. ამას უწოდებენ წითელ წანაცვლებას.

სახელდობრ, ასეთ მოვლენას აკვირდებოდა ჯერ კიდევ 1920 წელს ასტრონომი ედვინ ჰაბლი იმ დროისთვის მსოფლიოში უმძლავრეს ტელესკოპ Hooker-იდან. წითელი წანაცვლების ეფექტი გალაქტიკების უმრავლესობიდან მიიღეს, ამავე დროს ის თანდათან ძლიერდებოდა. აქედან ერთადერთი დასკვნა ასეთი იყო – გალაქტიკები ერთმანეთს იმის გამო შორდებოდნენ, რომ სამყარო „იბერებოდა“, როგორც საჰაერო ბუშტი.

ახლა კი პროფესორმა ვეტერიხმა მიუთითა: სინათლე, რომელსაც ატომები ასხივებენ, მათ მასაზეცაა დამოკიდებული. თუ ატომები კარგავენ მასას, მხოლოდ მაშინ ჩანს წითელი წანაცვლება, ხოლო თუ ატომების მასა იზრდება, მაშინ სპექტრული ხაზები წაინაცვლებენ ნარინჯისფერი (მოკლეტალღოვანი) ნაწილისაკენ. აქედან გამომდინარე, გერმანელმა ფიზიკოსმა ივარაუდა, რომ წარსულში ატომების მასები, ალბათ, უფრო დიდი იყო, მაგრამ თანდათან მცირდებოდა, რამაც მოგვცა წითელი წანაცვლება. მისი ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა დაშორებული დედამიწიდან ესა თუ ის გალაქტიკა. თუმცა, პროფესორ ვეტერიხის თეორიამ არ მოგვცა განსაზღვრული პასუხი. პირიქით, ახალი თავსატეხი წარმოიშვა.

შოტლანდიის სენტ-ედრიუსის უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც გრავიტაციის ალტერნატიულ თეორიას ამუშავებს, გერმანელი კოლეგის თეორიას სრული სერიოზულობით უყურებს. მისი პოეტური გამონათქვამია: „სამყარო პიანინოს კლავიშებივითაა, რომლებზედაც უკრავენ დაბალიდან მაღალ რეგისტრამდე. ვეტერიხის თეორიიდან გამოდის, რომ „კოსმოსური პიანინოს“ პირველი ნოტი იყო გრძელი და დაბალი.

скачать dle 11.3