როგორ გავთავისუფლდეთ დეპრესიისგან, ცუდი აზრებისა და საშიში ემოციებისგან ცეცხლისა და წყლის დახმარებით
წყალი და ცეცხლი ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს ყველაფერზე, რაც მათ გარშემოა. ასტროლოგიურად ცნობილია, რომ ცეცხლი სივრცეს ასუფთავებს, წყალი კი ყველა ინფორმაციას ინახავს და, რაც მთავარია, ამ ორივე სტიქიას კავშირი აქვს პარალელურ სამყაროსთან. ასევე, ცეცხლისა და წყლის მეშვეობით, შეგვიძლია, უარყოფითი ენერგიისგან საკუთარი ძალებითაც გავიწმინდოთ ორგანიზმი.
ავ სულებს ძალიან ეშინიათ ცეცხლის კვამლის, ამიტომ, სახლში ხშირად უნდა დაანთოთ ფერადი, სურნელოვანი სანთლები, მოატაროთ ისინი საათის ისრის მიმართულებით და კვამლი ხელით მიმოფანტოთ სივრცეში. ბნელი ძალები ამას გრძნობენ და ასეთ გარემოს ერიდებიან. საერთოდ, სახლის გასაწმენდად კარგია ვარდის, ჟასმინისა და პიტნის სურნელის მქონე სანთლების დანთება. ასეთი სანთლები, გარდა იმისა, რომ ბნელ ძალებს აფრთხობს, იქ მცხოვრებ ადამიანებზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ცეცხლის ენერგიას კვამლის საშუალებით გააქვს დაგროვილი უარყოფითი ენერგია საცხოვრებელი ბინიდან, ბინაში მცხოვრებნი კი ცუდი აზრების, ფიქრებისა და ემოციებისგან თავისუფლდებიან. თუ ხვდებით, რომ ცუდი განწყობა გეუფლებათ, მთელი დღის განმავლობაში ხელი გეცარებოდათ, არაფერი გამოგდიოდათ და ყველაფერი გაღიზიანებდათ, კარგად ჩაკეტეთ სახლის კარ-ფანჯარა, აანთეთ წითელი ფერის, ვარდის სურნელიანი სამი სანთელი, დაჯექით, დახუჭეთ თვალები, ღრმად ისუნთქეთ ვარდის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და არ იფიქროთ ცუდზე. თქვენი ემოცია აუცილებლად გაიგზავნება კოსმოსში, იქიდან კი თქვენკენ წამოვა დადებითად დამუხტული ენერგეტიკა. სულ რაღაც ხუთი წუთის შემდეგ მიხვდებით, როგორ მშვიდდებით, როგორ ისვენებს ორგანიზმი, გემატებათ ძალები, გიბრუნდებათ კარგი განწყობა, ანუ, უარყოფითი ემოციები ძალიან მალე მოგშორდებათ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
ცეცხლის მსგავსად, წყალსაც აქვს მაგიური თვისებები. მისი დახმარებით ბევრი შეძლებს, თავი დაიცვას და მოიშოროს კოსმოსიდან წამოსული ცუდი ენერგიებისგან გამოწვეული სტრესი, შიშები, დეპრესია თუ ცუდი გუნება-განწყობა. თუ დიდი სტრესი ან ნერვიულობა გადაიტანეთ და თავს ცუდად გრძნობთ, საკუთარ თავს ასე დაეხმარეთ: ჩაასხით ჯამში სავსე მთვარეზე აღებული, გამდინარე წყალი, ჩაყარეთ მასში ვერცხლისფერი მონეტები, ცოტაოდენი მარილი, ფიჭვის წიწვები. ჩაყავით თითები, თვალები დახუჭეთ და იყავით ასე დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ თითები ამოიღეთ წყლიდან და თავზე გადაისვით, ანუ, თმაზე შეიმშრალეთ. მერე ხელები იატაკისკენ დაიქნიეთ სამჯერ და ასე მოიშორეთ ორგანიზმიდან დარდი და ცუდი განწყობა.
არსებობს დღეები, როცა გამდინარე წყალი იძენს მაგიურ თვისებებს და ეს დღეები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მაგალითად, ახალი მთვარის დღეს აღებული წყალი ადამიანს ბევრი ცუდი და ნეგატიური „ჭუჭყისგან” ათავისუფლებს. ამ დღეს აღებული გამდინარე წყალი შეინახეთ და შემდეგ ის გააზავეთ ხოლმე აბაზანაში, ჩაწექით მასში დაახლოებით ათი წუთით და მეორე დღესვე იგრძნობთ, რომ მსუბუქად დადიხართ და უფრო შრომისუნარიანი და ენერგიულიც ხართ. ასევე, კარგია, თუ ამ წყალს ყოველ დილით, უზმოზე დალევთ – ის მთელი დღის განმავლობაში დაგიცავთ ნეგატიური ზემოქმედებისგან. სახლში დაბრუნებულმა კი, დაახლოებით ორი-სამი წუთით მაინც, ხელები გამდინარე წყალს შეუშვირეთ, რომ გარედან შემოტანილი ენერგეტიკული „ჭუჭყი” კარგად ჩამოირეცხოთ.