კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 10 მაისს. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის მისაღები და რომელ ნიშანთან მირჩევთ ოჯახის შექმნას? 

პასუხი: თქვენთვის კარგია ოჯახის შექმნა: მერწყულის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის, თევზების ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან; პროფესიებიდან კი მისაღებია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სოციოლოგია, ავიაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, აუდიო, კომპიუტერული, პროგრამული, მობილური და ვიდეოსისტემები. ასევე, წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ, წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო ინდუსტრია, სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობის ფართო სპექტრი. 

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 16 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები? 

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია: ტურისტული ბიზნესი, რადიო, ტელევიზია, ჟურნალისტიკა, პრესა, საგამომცემლო, სარეკლამო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, მთარგმნელობითი საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 22 თებერვალს, დილის 6 საათზე. მაინტერესებს, რომელი სპეციალობა უნდა აირჩიოს, რომ შემდგომში წარმატებას მიაღწიოს და რომელ სფეროში ურჩევთ დასაქმებას? 

პასუხი: მისი კოსმოსური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, რაც მეტად ექნება კავშირი უცხოეთთან, მით მეტი წარმატების შანსი მიეცემა. პროფესიებიდან მისთვის კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტი. 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 7 თებერვალს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მიაღწევს ის წარმატებებს? 

პასუხი: მის კარმულ-კოსმიურ მისიას წარმოადგენს ის, რომ წარმოაჩინოს სულიერი თვისებები, იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შესძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, სადაც საჭიროა, იყოს უშიშარი და გამოავლინოს მებრძოლის თვისებები. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, პოლიტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სახანძრო, სამაშველო სამსახური, სამართალდამცავი და სადაზღვევო ორგანოები, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერულ-კოსმეტიკური საქმიანობა; სადალაქო, საკონდიტრო საქმე, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა – ზოგადად ხელოვნება. 

скачать dle 11.3