კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოსაზრებით მოხდა თამარ მეფის ქორწინება გიორგი რუსზე და როდის ჩნდება თავდაპირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ჩანასახი

1184 წელს, გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა სრულიად ახალგაზრდა თამარი. დასაწყისში მას დიდი ფეოდალები აუჯანყდნენ და მოითხოვეს, თამარს სამეფო კარისთვის ჩამოეშორებინა გიორგი მესამის დრიონდელი ერთგული მსახურები, რომლებიც, თავიანთი სოციალური წარმოშობით წარჩინებულ ფეოდალურ საგვარეულოებს არ ეკუთვნოდნენ. თამარი იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა და ხელისუფლებას ჩამოაშორა ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. 

ამის გაგრძელება იყო ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლა მოთხოვნით, რომ სამეფო სასახლესთან, ისნის ველზე, კარავი შექმნილიყო, რომელიც გადაწყვეტდა ბევრ ისეთ სახელმწიფოებრივ საქმეს, რომელშიც მეფეს პირდაპირი ჩარევის უფლება უკვე აღარ ექნებოდა. ეს იყო  ჩანასახი მომავალი პარლამენტისა. 

აი, ამ სიტუაციაში იყო ქვეყანა, როდესაც სამეფო დარბაზის გარკვეულმა ნაწილმა აქტიურად დაიწყო ფიქრი თამარის გათხოვებაზე. სამწუხაროდ, მონარქი, როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც იზღუდებოდა გარკვეულ საკითხებში, განსაკუთრებით კი – პირად ცხოვრებაში, ვინაიდან, ეს ისეთი მომენტია, როდესაც აუცილებელია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება. იმ დროს არსებული სამეფო ეტიკეტის თანახმად, აუცილებელი იყო, ქართველი მონარქი ან დაქორწინებულიყო, ან გათხოვილიყო უცხო ქვეყნის სამეფო დინასტიის წარმომადგენელზე. სწორედ ამიტომ, სამეფო დარბაზი თამარის გათხოვების საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა. მეფეს მოახსენეს, რომ ქვეყანას სჭირდება მამაკაცი მონარქი, ჯარს – მთავარსარდალი. ამ დარბაზობაზე თბილისის ამირამ, ანუ, დღევანდელი ნომენკლატურით რომ ვთქვათ, თბილისის მერმა, წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო წინადადება. მისი ინფორმაციით, ყივჩაღებთან, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში, იმყოფებოდა დევნილი რუსი უფლისწული, როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი – იური ანდრეის ძე ბოგოლიუბსკი. დარბაზობაზე დაისვა იური ბოგოლიუბსკის საქართველოში ჩამოყვანის საკითხი და დარბაზმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაეგზავნა ელჩობა. ამ მისიის შესასრულებლად საგანგებოდ გაიგზავნა დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. საკმაოდ იშვიათია, რომ ამ პერიოდის წყაროებში მოიხსენიებოდეს დიდვაჭარი. საინტერესოა, რომ ეს საკმაოდ დაწინაურებული, ფინანსურად ძლიერი ადამიანია. მას სამეფო კარი გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებასაც კი ავალებს. სწორედ მან ჩამოიყვანა, იური (გიორგი) საქართველოს სამეფო კარზე.

გიორგი ბოგოლიუბსკი იყო როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის ვაჟი. 1174 წელს ანდრეის აუჯანყდნენ საკუთარი ბოიარები, სასახლეში შეუცვივდნენ და მოკლეს. ამის შემდეგ როსტოვ-სუზდალს სათავეში ჩაუდგა ვსევოლოდი. ის გახლდათ ანდრეი ბოგოლიუბსკის ძმა – ვსევოლოდ დიდი ბუდე („ბოლშოე გნეზდო“). მას ძალიან ბევრი შვილი ჰყავდა და, აქედან გამომდინარე, „დიდი ბუდე“ დაარქვეს. ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე დაიწყო ანდრეის შვილების რთული ცხოვრება. იური (გიორგი) ნოვგოროდიდან გააგდეს. ის ცოტა ხანს იყო როსტოვ-სუზდალში, შემდეგ კი იქიდანაც გააგდეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში დამკვიდრდა. სწორედ ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელიწადში ჩააკითხა მას ზანქან ზორაბაბელმა და ჩამოიყვანა საქართველოში.

 რა თქმა უნდა, თამარს ბევრი ჰყავდა ხელის მთხოვნელი, მაგრამ, არჩევანი გიორგი რუსზე გაკეთდა. ამ არჩევანში დიდი პოლიტიკური გათვლა ჰქონდა გაკეთებული საქართველოს სამეფო კარს. იური აკმაყოფილებდა ყველა ნორმას, ის იყო უფლისწული საკმაოდ დიდი სახელმწიფოსი, წარჩინებული და, იმავდროულად, სამეფოს გარეშე დარჩენილი, ანუ, იგი მთლიანად იქნებოდა დამოკიდებული ქართველ ფეოდალებზე – ეს იყო მთავარი. ერთადერთი ავლადიდება, რაც გიორგი რუსს გააჩნდა, იყო წარმომავლობა, დანარჩენი ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, ასეთი ადამიანი კი გაცილებით ადვილი სამართავია. 

რაც შეეხება თამარის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, ის დასაწყისშივე ეუბნებოდა ფეოდალებს, არ არის საჭირო აჩქარება, ჯერ გამოვცადოთ ეს ადამიანიო, – თავს იკავებდა, რომ ამ მიმართულებით ნაჩქარევად არ გადაედგა ნაბიჯი. მაგრამ, სამეფო კარმა იჩქარა – მათ უცებ გადაწყვიტეს, ქორწილიც გადაიხადეს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე დიდი ტრაგედია თამარის პირად ცხოვრებაში. ეს არის გაუთავებელი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის. თამარ მეფისა და მისი მეუღლის კონფლიქტების მთავარი მიზეზი იყო გიორგი რუსის ხასიათი. სამწუხაროდ, ქართულ წყაროებში ბევრი სხვადასხვა მიდგომაც არის ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩრდილოელი, იური ძალიან ეტანებოდა სასმელს – ეს ახალი სენი არ არის რუსებისთვის. ძალიან ხშირად თვრებოდა გიორგი რუსი, მაგრამ, გაყრის მთავარი მიზეზი სმა არ გამხდარა. გაყრის მიზეზი გახდა ავადმყოფობა, რომელიც მას სჭირდა – გიორგი რუსი იყო ჰომოსექსუალი. წყაროში პირდაპირ წერია, მას სოდომური ცოდვა სჭირდაო. როგორც ჩანს, ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი და, ქორწინებიდან ძალიან მალე, დაახლოებით ორ წელიწადსა და რამდენიმე თვეში, თამარი გასცილდა ქმარს. გიორგი რუსს დიდძალი სიმდიდრე მისცეს და გაისტუმრეს კონსტანტინოპოლში. 

ამის შემდეგ გიორგი რუსი ორჯერ შეეცადა საქართველოს ტახტის დაუფლებას. 1187-88 წლებში განქორწინდნენ თამარი და გიორგი რუსი, 1191 წელს კი თამარის მეფობის ხანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აჯანყება იწყება, რომლის მთავარი მოქმედი ფიგურა არის მისი ყოფილი ქმარი.

გიორგი რუსი ფარულად ჩამოვიდა კარნუქალაქში, ანუ, დღევანდელ არზრუმში, თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც მან დაიწყო ფარული მოლაპარაკება თავის მომხრეებთან. ეს მომხრეები აღმოჩნდნენ: დადიანები, ვარდანისძეეები, სამხრეთ საქართველოში – გუზან ტაოელი; ასევე, ქვემო ქართლის რამდენიმე ფეოდალი – ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი დასი შეიკრიბა, რომელსაც ჰყავდა მხარდამჭერები სამეფო კარზეც. მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი ფარულად ჩადის კარნუქალაქში და აწარმოებს მოლაპარაკებას იური (გიორგი) ბოგოლიუბსკისთან. ამის შემდეგ იწყება მთავარი მოქმედება: გიორგი გადაჰყავთ დასავლეთ საქართველოში, გეგუთის სასახლეში, სადაც ის მეფედ აღიარეს.

თამარი მეფეთ-მეფე იყო და, როგორც კი გიორგი რუსი თამარზე დაქორწინდა, პარალელურად მოხდა მისი მეფის სტატუსით აყვანა, კურთხევა. ასე რომ, როდესაც ის გეგუთში დაბრუნდა, მისი, როგორც მეფის უფლებები, კიდევ ერთხელ ცნეს. 

ალბათ, საინტერესოა, თუ რატომ უჭერდნენ ქარველი ფეოდალები მხარს ასეთი საეჭვო ზნის ადამიანს. არის ისტორიკოსთა ნაწილი, რომელნიც ეჭვქვეშ აყენებს „ქართლის ცხოვრების“ მონაცემებს გიორგი რუსის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით. ეჭვის შეტანა ცოტა რთულია, როცა წყაროში პირდაპირ წერია, მაგრამ, ერთ მომენტში გარკვეული ეჭვები მაინც ჩნდება, რადგან, ამხელა ფეოდალური საზოგადოება უცებ აღმოჩნდა მის მხარეზე, თან, ისეთი ავადმყოფობა სჭირდა, რომელსაც ქრისტიანული რელიგია მკაცრად ებრძოდა. ამავე დროს, არ შეიძლება, მათ არ სცოდნოდათ გიორგი რუსის სექსუალური ორიენტაციის შესახებ და, სარწმუნოა, რომ, ამის მიუხედავად, ისინი ასეთ ადამიანს მიუდგნენ?! გიორგი რუსის მომხრეები თბილისის ალყაში მოქცევას აპირებდნენ, მაგრამ, ცენტრალური ხელისუფლების მომხრეებმა უფრო ჭკვიანურად იმოქმედეს. საბოლოოდ, თვითონ აჯანყებულები ეახლნენ თამარს შენდობისთვის; უფრო მეტიც, თამარს თვითონ გიორგი რუსიც ჩააბარეს, რომელიც ისევ და ისევ დიდი პატივით, სიმდიდრით გაისტუმრეს ბიზანტიაში.

გიორგის საქციელით სამეფო კარზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ, გიორგი რუსი ამით არ გაჩერებულა – რამდენიმე წლის შემდეგ ის აბუბექრის მომხრეთა დასშია და არანიდან ცდილობს საქართველოში შემოჭრას, თუმცა, ამჯერადაც კვლავ უკუაქციეს და გააძევეს. 

გიორგი რუსი იქცა ქართული სახელმწიფოს დასუსტების ერთ-ერთ ობიექტად: მას ჯერ საქართველოს სამხრეთით არსებული მუსლიმანური საამიროები იყენებდნენ, შემდეგ – აბუბექრი, ადარბადაგანის მმართველი – ისევ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად. ამაში ჩანს გიორგი რუსის ანტიგმირობა. მიუხედავად ამისა, თამარის მმართველობის ხანაში საქართველომ არნახულ დიდებას მიაღწია.

скачать dle 11.3