კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

არც გმირი და არც მეფე...

 

ის, უბრალოდ, მამაკაცია – არც გმირია, არც მეფე და არც ბატონი...  ყოველთვის ჩვეულებრივი იქნება, თუკი თქვენ თავად არ მიანიჭებთ სტატუსსა და უფლებებს. ნებისმიერი ადამიანის ხასიათშია ისეთი თვისებები, რომელთა ზედაპირზე ამოტანა და გააქტიურება მასში მბრძანებელს აღვიძებს.

არსებობენ ქალები, რომლებსაც მოსწონთ და უნდათ ქმარი-მბრძანებელი, თუმცა, მხოლოდ მანამდე, სანამ ასეთი ქმრის ხუშტურებს საკუთარ თავზე გამოსცდიან. რატომ უნდა იყოს მამაკაცი მბრძანებელი? რა არის ეს – სტერეოტიპი თუ საბედისწერო შეცდომა?! ცუდი ის არის, რომ მამაკაცებიც სიხარულით იჯერებენ ამას და იფერებენ კიდეც. გაინტერესებთ, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე ქალი, რომელმაც ქმარი უნებლიეთ დაარწმუნა, რომ ის ერთპიროვნული ლიდერია ოჯახში?! – ზუსტად ისეთში, როგორშიც არის უუფლებო ყმა. შეიძლება, ქმარმა ზოგჯერ ინანოს, რომ მეტისმეტად მკაცრი იყო, მაგრამ „ყმას“ იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ხვალ მას თანაბარ უფლებებს მიანიჭებენ. არადა, ურთიერთობის დასაწყისში ყველაფერი სხვანაირად იყო. თავადვე იფიქრეთ – შეუძლია კი შეცვლა ადამიანს, რომელიც მბრძანებლობით საკუთარ „ეგოს“ ანიჭებს სიამოვნებას?! ილუზიების აყოლას არასდროს მოაქვს სასურველი შედეგი. „ყმას“ მალე აღარ მოუნდება დაემორჩილოს „მეფეს“, მაგრამ „მეფე“ პოზიციებს არ დათმობს. 

ასე რომ, იფიქრეთ, სანამ ვინმეს, თუნდაც ძალიან საყვარელ ადამიანს, განუსაზღვრელ უფლებებსა და ისეთ სტატუსს მიანიჭებდეთ, რომელიც არ ეკუთვნის. ნუ გააღვიძებთ მასში ჯერ ეგოისტს და მერე – მოძალადეს. – ეს ძვირად დაგიჯდებათ.

 

დარჩი ჩემთან!

 

სიყვარული ისევ არ გაძლევს საშუალებას, გაუშვა ის... არადა, წასვლა უნდა და ამას არც მალავს. შენ კი ეძებ მიზეზს, საშუალებას, როგორმე გააჩერო, თუმცა, შინაგანად ხვდები, რომ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. უნდა დანებდე? ღირს კი ბრძოლა სიყვარულისთვის?!

ცრემლები, ხვეწნა – ეს ხომ თავის დამცირებაა, საკუთარ „მეზე“ გადაბიჯება და ხშირად – პრინციპებზე უარის თქმაც. ნუთუ, სიყვარული მართლა აკარგვინებს ღირსებას ადამიანებს, მით უმეტეს – ქალს, რომლისთვისაც სიამაყე მთავარი უნდა იყოს?! სამწუხაროდ, სიყვარული ხშირად აჩლუნგებს დანარჩენ გრძნობებს, მით უფრო,  თუ ძლიერია... მისი გავლენით ვიტყუებთ თავს, ვხუჭავთ თვალს და... შედეგად ვიღებთ გულისტკენასა და იმედგაცრუებას. მამაკაცს წასვლისთვის სტანდარტული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ჰყავს სხვა და იმასთან უნდა; ფიქრობს, რომ ბედნიერი არ არის, რადგან, ეზღუდება თავისუფლება; ცოტა ხნით აუცილებლად მარტო უნდა იყოს; რაღაცით ძალიან შეურაცხყავით და ამის დავიწყება არ შეუძლია; რაღაც იძულებით გააკეთებინეთ – ამას ვერ გაპატიებთ; ან, უბრალოდ, აღარ უყვარხართ... რა უნდა ქნას ამ დროს ქალმა? – ერთადერთი სწორი საქციელია, მოიქცეს ღირსეულად. იმიტომ კი არა, რომ კაცი ამას დაინახავს, დააფასებს და აღარ წავა, არა, უპირველესად, ღირსების შენარჩუნება თავად ქალს სჭირდება. კაცი დაბრუნდება და აუცილებლად მოინდომებს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, თუკი ისეთ დროს გაუშვებთ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება... ანუ, „დარჩი ჩემთან“ კი არა, არამედ – „წადი!“ – ზოგჯერ ამის თქმა გაცილებით მომგებიანია.

 

მასაც დაუტოვე...

 

თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ მარტო ხართ გადაწყვეტილებების მიღებაში და ეს აღმოჩენა შეგაწუხებთ, ნურავის გაუბრაზდებით – დამნაშავე თავად ხართ. მამაკაცი ბუნებით ზარმაცია და თუკი გაზარმაცების საშუალებას მისცემთ, უარს არაფრის დიდებით არ იტყვის.

ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, ისე, რომ, შესაძლოა, თავადაც არ გინდოდეთ, გადაწყვეტილებების მიღებასთან ერთად, მბრძანებლობსაც დაიწყებთ. პრეტენზიული და მომთხოვნი ტონი ისე შემოგეპარებათ, ვერც კი მიხვდებით, ეს როგორ მოხდა. მამაკაცს კი, თუნდაც ძალიან სუსტს, საშინლად არ უყვარს, როცა მასზე მბრძანებლობენ. შეიძლება, არაფერი თქვას და რაღაც პერიოდის განმავლობაში „გაატაროს“, მაგრამ, წყენას დაიგროვებს, ერთ დღეს კი „ვულკანიც“ ამოიფრქვევა და განხეთქილება გარდაუვალია. გეშინოდეთ იმის, ვინც ჩუმად არის. ასეთებმა გაბრაზება ერთხელ იციან და ურთიერთობას მაშინვე ამთავრებენ. ნუ მიიყვანთ სიტუაციას კრიტიკულ ზღვრამდე. მასაც დაუტოვეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, გადაუნაწილეთ პასუხისმგებლობა. ნუ გააკეთებთ ისე, რომ მისი არგუმენტი იყოს: „შენ მე არ გჭირდები, უჩემოდაც მშვენივრად იქნები!“

არ გადაიქცეთ „დედიკოდ“. იზრუნეთ იმაზე, რომ იყოთ ნაზი და დაუცველი – ყოველ შემთხვევაში, მის თვალში მაინც...

 

ყველაფრის მიუხედავად

 

მამაკაცების ბუნებაა, ნებისმიერ ფასად მიაღწიონ თავისას. თუმცა, როცა ასე ქალი იქცევა, ძალიან არ მოსწონთ. დაგიმტკიცებენ იმას, რომ ეს არის აკრძალული მეთოდებით ბრძოლა და რომ ამას ცუდი შედეგები მოაქვს. სინამდვილეში, მამაკაცები უფრო ხშირად და დაუფიქრებლად აბიჯებენ ყველას და ყველაფერს საკუთარი მიზნებისთვის, ვიდრე ქალები. ავანტიურაზეც მიდიან, ინტრიგებსაც ხლართავენ და სისულელეებსაც სჩადიან.

მამაკაცებს უყვართ თქმა: თოკით დაბმული ძაღლიც კი არ არის ბედნიერიო, მაგრამ, ეს ქალის პროვოკაციაზე წამოგების მცდელობაა. ყველაფრის მიუხედავად, მამაკაცები მაინც არ მიდიან და მაინც ვერ ძლებენ ქალების გარეშე. თავადაც იციან, სად არ არიან მართლები, მაგრამ, გამოტეხა უჭირთ. თვითკრიტიკა მათთვის ღირსების შემლახველია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობის გადარჩენა არ უნდა სცადოთ. მოუსმინეთ პარტნიორს და აგრძნობინეთ, რომ მას მისცემთ არჩევნის თავისუფლებას ყველა საკითხში და გადაწყვეტილებებსაც მასთან ერთად მიიღებთ.

არავითარი პრინციპები – საშიშია, სისულელეა და, ამასთან, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეც. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ხომ მაინც ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი!

 

მშვიდი და ბედნიერი

 

ამჩნევთ, როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები და როგორი მწვანე ბალახია გაზონებზე?! თუ არა, მაშინ ნერვული სისტემა წესრიგში არ გქონიათ. თუკი არ იცით, როგორ უნდა მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან, მაშინ ბედნიერება თქვენგან ძალიან შორს არის; უფრო მეტიც – წვრილმანი პრობლემები პანიკაში გაგდებთ. მაგალითად, მუდმივად ნერვიულობთ, რომ ვერ მოასწრებთ, დაგაგვიანდებათ, დაგავიწყდებათ... ეს ყველაფერი თითქოს წვრილმანებია, თუმცა, ბოლოს სერიოზულ და სავალალო შედეგებამდე მიგიყვანთ. შესაძლოა, ახლა ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ ეს ყოველდღიური „კარუსელი“ აუცილებლად გაგანერვიულებთ. ამას ქრონიკული სტრესი ჰქვია და ლამის ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს. თუმცა, რადგანაც არ აქვს მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი, არავის ჰგონია, რომ ავად არის. სიმშვიდეს მოაქვს სტაბილურობა და ბედნიერება. რთულია, მაგრამ, უნდა დაინახოთ თქვენი შფოთვის რეალური მიზეზი – ის მხოლოდ თქვენშია. თუ გარშემო მყოფებზე გადაიტანთ აგრესიას, ამით ვერაფერს მიაღწევთ. შედეგი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე, შესაძლოა, ელოდოთ. გამოიძინეთ და დილით ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეთ: დაირწმუნეთ თავი, რომ ყველაფერი კარგად არის; დაინტერესდით მოდით, კულტურის სიახლეებით; ისეირნეთ მეტი და გაერთეთ მეგობრებთან ერთად. თუ ფიზიკურად ჯანმრთელი ხართ – ეს უკვე კარგია, დანარჩენს კი ყველაფერს ეშველება... და, რაც მთავარია, ხშირად გაიღიმეთ. გახსოვდეთ, მშვიდი ადამიანები უფრო ადვილად პოულობენ ბედნიერებას!

скачать dle 11.3