კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურძენი, მწვანე ჩაი და ზღვის პროდუქტები დაბერების პროცესს ანელებს

თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ, ზოგადად ორგანიზმის უჯრედებზე. კვლევების შედეგად, სპეციალისტებმა მავნე რადიკალებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტური ხერხები შეიმუშავეს, კერძოდ, მათ მიაგნეს ეგრეთ წოდებულ ანტიოქსიდანტებს, ანუ, განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და კანს დაბერებისგან იცავენ. ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, იცავენ მათ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებენ ორგანიზმს და აფერხებენ დაბერების პროცესს.

ყურძნის წიპწები, რომლის შემცველი კომპონენტი უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – პოლიფენოლებს, ებრძვის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს, ხელს უშლის კანის ქსოვილის რღვევას და აფერხებს მის ასაკობრივ ცვლილებებს.

ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.

C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავის გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს.

კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი, ასევე, იცავს ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან. 

მწვანე ჩაის ფოთლები, ყურძნის წიპების მსგავსად, მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტური თვისებებით მწვანე ჩაი C ვიტამინის სერიოზული კონკურენტია. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.

კანის დაბერებას ხიზილალაც აფერხებს. მისი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას. ხიზილალა ყველაზე უკეთ ააქტიურებს და აღადგენს უჯრედთა ფუნქციას. ის მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.

E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და ამით ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა, უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.

ყოველდღიურად სვით  ბოსტნეულისა და ხილის გამწმენდი და ანტიმჟანგავი წვენები

გთავაზობთ რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას, რომლებიც სამკურნალო ზემოქმედებით გამოირჩევა: 

მკვებავი წვენები: ბანანი და მანგო; მარწყვი, ანანასი და ყურძენი; ნესვი, ბანანი, მარწყვი, ჟოლო, მანგო და ანანასი; მოცვი და ჟოლო.

გამწმენდი წვენები: სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი; სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.

ანტიმჟანგავი წვენები: ფორთოხალი და გრეიპფრუტი; ფორთოხალი და სტაფილო; შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.

ციტრუსის წვენს ყველანაირი წვენი არ შეესაბამება, რადგან, მასში არსებულმა მჟავამ, შეიძლება, სხვა წვენის „აჭრა“ გამოიწვიოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

კაროტინით მდიდარ სტაფილოსა და პომიდვრის წვენებში შეურიეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი, რადგან, კაროტინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეითვისება.

წვენების მომზადების დროს ნუ გამორიცხავთ კოჭასა და ნიორს, რადგან, მათში ბევრია ფიტონციდი – ნივთიერება, რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენური მოქმედება აქვს.

ციტრუსების, ისპანახისა და პომიდვრის მჟავე წვენი აუცილებლად ჩაანაცვლეთ სტაფილოს, ნიახურისა და კომბოსტოს წვენებით, რათა მჟავატუტოვანი ბალანსი არ დაირღვეს.

თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ბანანისა და მანგოს წვენებს, სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.

ყველანაირი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდი ნაწილი ორგანიზმის მიერ არ შეითვისება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან, საჭმლის ნორმალური მონელებისთვის ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ, წვენები სვით, როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს

ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ზარმაცები. ვარჯიში ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. დღეში ნახევარი საათი ვარჯიშიც კი საკმარისია ამისთვის.

რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება ამცირებს კიბოთი დაავადების რისკსაც. დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით ენერგიის მისაღებად აუცილებელია, მიირთვათ პური, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი და, აგრეთვე, პროტეინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, საქონლისა და ქათმის ხორცი, თხილი, თევზი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ, რაც უნდა სრულფასოვნად და სწორად იკვებოთ, დანამატების სახით ვიტამინებისა და მინერალების მიღება მაინც აუცილებელია.

A, B, C, D, E, P ვიტამინები ადამიანის ორგანიზმს რკინითა და ფოსფორით უზრუნველყოფს, რაც ერთიორად ამაღლებს შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს.

რა იწვევს ყურის ხშირ ტკივილს 

ყურის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება და გადაეცემა საფეთქლებს, კეფასა და ყბას, ოტიტის დამახასიათებელი და თანმდევი ნიშანია. ამ დროს, ასევე, შეიგრძნობა ტკივილი ღეჭვის, ყლაპვის, ცემინების დროს, ყური კი დაგუბებულია და იმატებს სხეულის ტემპერატურა. თუ ოტიტს დროულად არ უმკურნალეთ, ის შემდგომ საშიშ სტადიაში გადავა და დაჩირქებას დაიწყებს. ანთებითი პროცესის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ყურიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნოს; თან, ჩირქი ყოველთვის გარეთ კი არ გამოდის, არამედ, ყურში გუბდება. ამის გამო, შესაძლოა, მასტოიდიტიც განვითარდეს, რომელიც სერიოზულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

ოტიტი სმენის დაქვეითებასაც იწვევს. ის, როგორც სხვა დანარჩენი ნებისმიერი ანთებითი დაავადება, დაახლოებით ერთ თვემდე გრძელდება. ასე რომ, თუ ყურის ტკივილი ერთ ან ორ დღეში შეგიჩერდათ, ეს სრულ გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს.

ზოგს მიაჩნია, რომ უბრალო გაციება და სურდო საშიში არ არის და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. არადა, ხშირად, სწორედ ცხვირ-ხახის დაავადებებია შუაყურში ინფექციების გავრცელებისა და ოტიტის განვითარების მაპროვოცირებელი.

ოტიტის წარმოშობის მიზეზი ხშირად გაციებაა. ის, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და თან ავიტამინოზიც აწუხებს, ხშირად ავადმყოფობს. მისი ორგანიზმი ვერ ებრძვის სეზონურ დაავადებებსა და ინფექციებს და, ნებისმიერმა ვირუსმა, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.

მწვავე და ჩირქოვანი ოტიტი სწრაფად ვითარდება ბავშვებში: ეწყებათ ყურის ტკივილი და ჩირქის გამოყოფა დაავადების პირველსავე დღეებში.

ასევე, ოტიტის გამომწვევი მიზეზი, შეიძლება, შემთხვევითი ტრავმა გახდეს. ამ დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები, მაგალითად, მენინგიტი, მასტოიდიტი და სმენის დაქვეითება. 

ყურის ძლიერი ტკივილისა და ჩირქოვანი გამონადენის დროს ანტიბიოტიკებს ნიშნავენ. ასევე, აუცილებელია სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები ცხვირში ჩასაწვეთებლად, რათა ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპება არ მოხდეს. სასურველია, ყურიდან ჩირქისა და ლორწოს გამოსადევნად გამოიყენოთ 0,9-პროცენტიანი ნატრიუმის ქლორიდში დასველებული ბამბადახვეული ჩხირები.

ყურის ტკივილის დროს ბევრი ანიჭებს უპირატესობას თბილ საფენებს. ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან, მათი გამოყენება მხოლოდ დაავადების პირველ საათებშია რეკომენდებული, ანუ, მანამ, სანამ ჩირქდენა განვითარდება. არ შეიძლება სპირტზე დამზადებული წვეთების ყურში ჩაწვეთება – ამან, შესაძლოა, ლორწოვანის დაწვა გამოიწვიოს.

ოტიტის პროფილაქტიკისთვის მთავარია, მოერიდოთ გაციებასა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ცხვირი და ყელი ყოველდღე გამოირეცხეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, ბანაობის შემდეგ კი ყურები კარგად გამოიმშრალეთ ბამბით.

დამწვრობის ტკივილს გულყვითელას ნაყენი დაგიამებთ

გულყვითელას ყვავილს უნიკალური სამედიცინო და სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ჭრილობების შემახორცებელი, სპაზმოლიზური, სედატური და ნაღველმდენი თვისებები. ეს მცენარე უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. ნაყენს გამოხატული ბაქტერიოლოგიური თვისებები აქვს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მის მიმართ სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. ის სწრაფად აქრობს ანთებით პროცესს, აჩქარებს ქსოვილის გრანულაციასა და ეპითელიზაციას, ააქტიურებს ადგილობრივ დამცავ მექანიზმს. გულყვითელას ნაყენი და ახალგამოწურული წვენი ეფექტურია დღეში ორჯერ საფენებისა და აბაზანების სახით, ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის, ფურუნკულების, პიოდერმიების დროს. გულყვითელა ასევე, ანალოგიურად მოქმედებს ლორწოვან გარსზეც. პირის ღრუში მისი გამოვლება დღეში სამჯერ ეფექტურია სტომატიტის, პარადონტოზისა და გაინგივიტის დროს. ის ამცირებს ანთებას, შეშუპებას, ტკივილს, ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, აღადგენს კაპილარების რეზისტენტობას და აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.

скачать dle 11.3