კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

გუარდიოლა – „ადიდასის” ელჩი

 

მიუნხენის „ბაიერნის” ესპანელი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა სპორტული საქონლის მწარმოებელი გიგანტი კომპანიის – „ადიდასის” ელჩი გახდა: ფეხბურთის სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში კომპანიის სახე იქნება. „მოხარული ვარ, რომ „ადიდასის” ელჩი გავხდი და მთელ მსოფლიოში წარვადგენ ამ კომპანიას, რომელიც მსოფლიო სპორტში ფლაგმანად ითვლება. „ადიდასს” დიდი ისტორია აქვს და აღფრთოვანებული ვარ კომპანიის მენეჯმენტის პროფესიონალიზმით”, – განაცხადა გუარდიოლამ. შეგახსენებთ, რომ „ადიდასი” მიუნხენური გრანდის ტექნიკური სპონსორია და, ასევე, კლუბის აქციების მცირე ზომის პაკეტს ფლობს.

 

ირინა შეიკის ახალი ფოტოსესია

 

ცეცხლოვანი რუსი მოდელი, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე ირინა შეიკი ამიერიდან არა მარტო მოდელია, არამედ დიზაინერიც. კომპანია „ბიჩ ბანიმ” საზოგადოებას ქალის საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია წარუდგინა, რომლის შექმნაშიც ირინა შეიკმა მიიღო მონაწილეობა. ირინა კომპანიის ახალი სახე გახდა და ამ „თანამდებობაზე“ ამერიკელი მოდელი კეიტ აპტონი შეცვალა. გულახდილი საცურაო კოსტიუმები საზოგადოების შეძლებულ ფენაზეა ორიენტირებული. კომპანიამ უკვე დაიწყო აქტიური სარეკლამო კომპანია და ირინა შეიკმა ახალი ფოტოსესიისთვის საკუთარ სხეულზე მოისინჯა საცურაო კოსტიუმები.

 

მარიამ გვარის გამოცვლა გადაიფიქრა

 

ქალთა კლასიფიკაციაში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, მარია შარაპოვამ, გვარის გამოცვლა გადაიფიქრა – ამის შესახებ ინფორმაცია ჩოგბურთელის აგენტმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ შარაპოვა ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე გვარის შეცვლას და კორტებზე „შუგარპოვას” გვარით გასვლას აპირებდა, თუმცა, გადაიფიქრა. „შუგარპოვა” შარაპოვას საკუთარი კომპანიის სახელწოდებაა, რომელიც ტკბილეულსა და კანფეტებს აწარმოებს და გვარის შეცვლა კომპანიის სარეკლამო აქციასთან იყო დაკავშირებული. აგენტის თქმით, გვარის შეცვლა მარტივი პროცედურა რომ ყოფილიყო, მარია ამას აუცილებლად გააკეთებდა.

 

კლიჩკო „ესქუაერის” ყდაზე

 

ვლადიმირ კლიჩკო პირველი უკრაინელია, რომელმაც ცნობილი და გავლენიანი ჟურნალის – „ესქუაერის” ყდა დაამშვენა. მძიმეწონოსანი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი IBF, IBO, WBO და WBA ვერსიებით, ვლადიმირ კლიჩკო მორიგი სპარინგისთვის მზადების პერიოდში გადაიღეს ჟურნალისთვის და ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც მან განაცხადა, რომ არ უყვარს, როდესაც მას მძიმეწონოსანს ან ზეადამიანს უწოდებენ. „მირჩევნია, ასეთი წოდებებით არ მომიხსენიონ. შესაძლოა, ვინმეს ეს სიამოვნებს, მაგრამ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიყო ის, რაც ვარ, ვიდრე დიადი და ზეადამიანი”.

 

სპორტული ჟურნალისტის გულახდილი ფოტოები „ფლეიბოიში”

 

„ფლეიბოის” 2013 წლის „ფლეიმეითმა,” 25 წლის რაკელ პომპლანმა, მორიგ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და საყვარელი ჟურნალისთვის კვლავ გაიხადა. რაკელი ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხზე სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს და „ბრძოლა წესების გარეშე” შეხვედრებს აშუქებს. რაკელი წარმოშობით მექსიკიდან, ტიხუანიდან არის. ის ცნობილი 2012 წელს გახდა, როდესაც საკუთარი ფოტოები გადაგზავნა „ფლეიბოის” რედაქციაში. პასუხმა არ დააყოვნა და მალე ის ჟურნალის „თვის გოგოდ“ გამოაცხადეს, ხოლო 2013 წელს რაკელი პირველი ლათინოამერიკელი მოდელი გახდა, რომელიც „ფლეიბოიმ” წლის „ფლეიმეითად” დაასახელა. 

 

მაიკ ტაისონი თავს იკლავდა

 

კრივის ცოცხალმა ლეგენდამ, მაიკ ტაისონმა, აღაიარა, რომ იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როდესაც იგი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ლეგენდარულმა მოკრივემ განაცხადა, რომ, 2009 წელს, მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევის გამო მისი 4 წლის ქალიშვილი დაიღუპა, ის თავის მოკვლაზე ფიქრობდა – ყოველ ღამით დიდი დოზით იღებდა წამლებს და ოცნებობდა, რომ დილით არ გაეღვიძა, მაგრამ, არ გამოუვიდა. ტაისონი სამჯერ იყო დაქორწინებული და სხვადასხვა ცოლისგან მას რვა შვილი ჰყავს. ამჟამად ექსმოკრივე საკუთარი საპრომოუტერო კომპანიის საქმეებით არის დაკავებული და მომავალში არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა მოკრივეების მწვრთნელადაც დაიწყოს მუშაობა.

 

ტომაშ ბერდიჰის გულახდილი საუბრები

 

ჩეხი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიჰი მამაკაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც ხანგრძლივი და მყარი სასიყვარულო ურთიერთობა იზიდავთ. 2011 წელს ლუსი საფაროვასთან ცხრაწლიანი რომანის დასრულების შემდეგ, ტომაშმა მოდელ ესტერ სატოროვასთან დაიწყო შეხვედრა და მას შემდეგ მათ ყველა საჩოგბურთო ტურნირზე ერთად ხედავენ. 2013 წლის აგვისტოში წყვილმა ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა ჟურნალ „ელისთვის” და ინტერვიუც ჩაწერა. ფოტოსესია საკმაოდ  გულახდილი გამოვიდა. შეყვარებულებმა პროფესიონალი მოდელების დონეზე იპოზიორეს და ფოტოგრაფის მოწონება დაიმსახურეს.

скачать dle 11.3