კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა სარგებლობა უნდა მომიტანოს ისეთმა ლოცვამ, რომელსაც მხოლოდ ბაგეებით წარმოვთქვამ და არც მისი მნიშვნელობა მესმის და გონებაც გაფანტული მაქვს.

პასუხი: როგორც ოპტელი ბერი მაკარი ამბობდა: შენ არ გესმის, მაგრამ, სამაგიეროდ, ეშმაკებს ესმით და ძრწიან. დამშვიდდი და მთელ ძალისხმევით განაგრძე ლოცვა.

კითხვა: შეიძლება თუ არა სხვებთან ერთად ლოცვის დროს სულის შინაგანი მოძრაობები გარეგნულადაც გამოვხატო?

პასუხი: სხვებთან ერთად ლოცვის დროს საკმარისია, გულითა და გონებით გამოხატოთ უფლის წინაშე სულის შინაგანი მოძრაობა და არ მიიღოთ სევდიანი გამომეტყველება, რათა არ გამოიწვიოთ უხერხულობა ან დაცინვა. მაგრამ, როდესაც მარტონი ლოცულობთ, მაშინ შეგიძლიათ, ხმაც დაგისევდიანდეთ, ცრემლებიც წამოგივიდეთ და ხელებიც აღაპყროთ და ისე ილოცოთ.

კითხვა: როგორც გავიგე, ჩემს წინაპარს ძალიან მძიმე ცოდვა ჩაუდენია – ეკლესიის დანგრევაში მიუღია მონაწილეობა. მითხარით, როგორ გავთავისუფლე ამ ცოდვისგან?

პასუხი: წინაპრის ცოდვა შთამომავალზე არ გადმოდის, თუმცა თქვენ აუცილებლად უნდა შეუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას – მოძღვრის წინაშე აღიარეთ თქვენი პირადი ცოდვები, მიიღეთ შენდობა და ილოცეთ თქვენი წინაპრის სულისთვის.

კითხვა: ვარ ხანშიშესული მამაკაცი. დედა სომეხი მყავდა და მისი გავლენით ბავშვობაში მომნათლეს სომხური წესით. ჩემს ასაკში გვიანი ხომ არ არის მართლმადიდებლობაზე გადანათვლა?

პასუხი: მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან ზიარება გვიანი არასდროს არის. ცნობილია, რომ ქრისტიანობის დიდი ბურჯი, ეკლესიის მიერ წმიდანად აღიარებული ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი სიკვდილის წინ მოინათლა.

скачать dle 11.3