კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” ყველაზე გულუხვი მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი კოლექციები მუზეუმს გადასცეს საჩუქრად

ხელოვნების მოყვარულებს კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ, რომ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტან მუზეუმს” ეწვიონ. 2013 წლის 10 აპრილს მილიარდერმა ლეონარდ ლაუდერმა, კორპორაცია „ესტე ლაუდერის” მფლობელმა მუზეუმს თავისი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გადასცა, საერთო ღირებულებით 1,1 მილიარდი დოლარი. მილიარდერის  ამ ქმედებამ  „ფორბსს” იმ მილიარდერების ჩამონათვალი გაახსენა, რომელთაც უკანასკნელ წლებში ხელოვნების ნიმუშთა საკუთარი კოლექციები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.

ელი ბროდი

ამერიკელი მაგნატი ელი ბროდი, რომლის კაპიტალი 2013 წლის „ფორბსის” მონაცემებით 6,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, სამშენებლო ბიზნესშია ჩართული. ბროდის „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგში 191-ე ადგილი უკავია და რამდენიმე ათეული წელია, ის ხელოვნების სამსახურში დგას. 1980-იანი წლების დასაწყისში ბროდი ლოს-ანჯელესის „ქონთემფორარი არტის” მუზეუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1984 წელს, მეუღლესთან ერთად, ბროდიმ დააფუძნა ფონდი „ბროდი არტ-ფაუნდეიშენი”, რომლის აქტივები 2,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ფონდის საქმიანობაში შედის თანხების გაცემა მუზუემებისა და არტ-საზოგადოებებისთვის. ფილანტროპის დიდ ინტერესს იწვევს თანამედროვე ხელოვნება, ის ნიმუშები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. ელი ბროდის პირად კოლექციაში 50-მდე ფერწერული ტილოა, ხოლო ფონდის კოლექციაში – სამასამდე ხელოვნების ნიმუში. ელი ბროდი ფლობს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ტილოს – ჯეფ კუნსის „ბოცვერი”. 2005 წელს ბროდიმ ის 12 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო 2009 წელს იგივე ავტორის მსგავსი ტილო 80 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2007 წელს ელი ბროდიმ მიჩიგანის უნივერსიტეტის მუზეუმს, სადაც თავად სწავლობდა, 27 მილიონი დოლარი გადასცა. 2012 წელს მან პირადი კოლექციიდან იგივე მუზეუმს 19 ფერწერული ტილო აჩუქა – როქსი პეინის, პიტერ ჰელის, ტერი უინტერსის, რობერტ ლონგოს და სხვათა ნამუშევრები, რომელთა საერთო ფასი 2 მილიონი დოლარია.

ლეონარდ ლაუდერი

კოსმეტიკური კორპორაციის „ესტე ლაუდერის” მფლობელის, ლეონარდ ლაუდერის ქონება, „ფორბსის” 2013 წლის ცნობით, 8,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და მილიარდერების რეიტინგში 81-ე პოზიციაზეა. ამ ქონების მერვედს ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია შეადგენს. ლაუდერის კოლექციაში პაბლო პიკასოს 33, ჟორჟ ბრაკას 17, ხუან გრისას 14 და ამდენივე ფერნან ლეჟეს ტილოა, რომელთა საერთო ღირებულება 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარია. მილიარდერის ბოლო გადაწყვეტილებით, ყველა ეს ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტან მუზეუმს” და ამიერიდან ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს „კუბიზმის” ეპოქის ხელოვანთა ნამუშევრები.

ჯულიან რობერტსონი

2009 წელს ახალი ზელანდიის „ოკლენდ არტ-გალერიმ” საჩუქრად მიიღო 15 ფერწერული ტილო – რამდენიმე პორტრეტი, რომელთა ავტორია პაბლო პიკასო, ასევე, ფერნან ლეჟეს და სალვადორ დალის ნამუშევრები და ანრი მატისის გრაფიკა. საჩუქრად გადაცემისას კოლექცია 120-150 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ეს საჩუქარი გალერეას ამერიკელმა მილიარდერმა, საინვესტიციო კომპანია „ტაიგერ მენეჯმენტ კორპის” მფლობელმა ჯულიან რობერტსონმა  გაუკეთა, რომლის ქონება „ფორბსის” ვერსიით, 2,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და 508-ე ადგილი უკავია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2013 წლის რეიტინგში. ახალზელანდიური გალერეის არჩევა კი რობერტსონისგან არავის გაჰკვირვებია, რადგან მრავალი წელია, ის ინვესტიციებს ამ ქვეყანაში ახორციელებს. უძრავი ქონების გარდა, რომელსაც რობერტსონი ზელანდიაში აკონტროლებს, ის მართავს ფონდს, რომელიც ოკეანიაში სამეცნიერო კვლევებს ემსახურება. ფონდის აქტივები 850 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ხორხე პერესი

2011 წელს ამერიკელმა მილიარდერმა ხორხე პერესმა (2013 წლის მონაცემებით კაპიტალი შეადგენს 1,2 მილიარდ დოლარს, ¹1 175-ე „ფორბსის” რეიტინგში) განაცხადა, რომ მაიამის არტ-მუზეუმისთვის 35-40 მილიონი დოლარის თანხის გადაცემას აპირებდა. ეს თანხა, მილიარდერის თქმით, მუზეუმის მოდერნიზაციას და განვითარებას უნდა მოხმარდეს. პერესის თქმით, ის დიდი ხანია, ოცნებობს მშობლიურ ქალაქში მაღალი დონის არტ-სივრცეზე. პერესმა შეასრულა დანაპირები და მუზეუმს გადასცა საჩუქრად პირადი კოლექციიდან ლათინოამერიკელი ხელოვანის 43 ნამუშევარი, მათ შორის დიეგო რივერას, ვიფრედო ლამას და სხვათა ნამუშევრები. ხორხე პერესი ბუენოს-აირესშია დაბადებული და გატაცებულია ლათინოამერიკული ხელოვნებით. კოლექცია, რომელიც მან მუზეუმს გადასცა საჩუქრად 15 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ცნობისთვის, მაიამის არტ-მუზეუმი ხორხე პერესის სახელს ატარებს.

დონალდ ფიშერი

დონალდ ფიშერმა - კომპანია „გეპის” თანადამფუძნებელმა, რომლის ქონება 2007 წელს 1,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა განაცხადა, რომ სან-ფრანცისკოში, ერთ-ერთ პარკში ხელოვნების მუზეუმის შენებას აპირებდა. მუზეუმში მილიარდერი საკუთარი კოლექციის გამოფენას გეგმავდა. 2009 წლის ზაფხულში ფიშერის გეგმები შეიცვალა. საქალაქო საბჭომ მას პარკებში მშენებლობის წარმოება აუკრძალა და მილიარდერი იძულებული გახდა, თავისი კოლექცია „სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების” მუზეუმისთვის გადაეცა. ფიშერმა 1 100 ხელოვნების ნიმუში გადასცა საჩუქრად მუზეუმს, მათ შორის, პოპ-არტის ვარსკვლავის, როი ლიხტენშტეინის, ენდი უორჰოლის, პროგრესული ამერიკელი მოქანდაკის ალექსანდრ კოლდერისა და სხვათა ნამუშევრები. მიახლოებითი დათვლებით, ფიშერის კოლექცია მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. მილიარდერი მას 40 წელი აგროვებდა. სამწუხაროდ, თავისი კოლექციის პირველ გამოფენას რობერტ ფიშერი ვერ მოესწრო. 2009 წლის სექტემბერში რობერტ ფიშერი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

скачать dle 11.3