კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნუ წახვალ, ნუ, ჩემო ხელმწიფეო“

„ზებრა – ლიფტში და ვარდი – სილაში“

შესაძლოა, იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელის ქცევის სტანდარტი არ არსებობს (ან კი როგორ იარსებებს, როდესაც ამ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფალს, ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა – ქალამნად?!), სულ უფრო და უფრო მეტი მარგალიტი იფრქვევა, განსაკუთრებით, ამ ჩვენი პირველი პირის ბაგეთაგან. 

მარგალიტთა ფრქვევის ადგილი ამჯერად ბათუმია, სადაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი ოჯახთან ერთად და დედის სახლში ისვენებს (სავარაუდოდ, საპრეზიდენტო დაისის ბრალია, ბ-ნი სააკაშვილი ოჯახურ გარემოში რომ ატარებს შვებულებას ოჯახთან ერთად, ვინაიდან, აქამომდე მსგავსი რამ ჩვენს მრავლისმნახველ თვალებს არ უხილავს).

ჩვეულებისამებრ, პრეზიდენტი მასებში გავიდა და, დადგმულია თუ გულწრფელი, მისთვის ხელის შეხების მსურველნიც ეხვივნენ გარშემო და ფოტოს გადაღების მსურველნიც, ისეთებიც, რომლებიც შესტიროდნენ: „ნუ წახვალ, ნუ, ჩემი ხელმწიფეო“…

კეთილისმსურველთა გარემოცვაში პრეზიდენტმა მომენტით ისარგებლა: ქვეყანაში არსებულ კრიზისსაც შეეხო (კერძოდ, ყოფითი პრობლემების სიუხვე შემოგვჩივლა: სახლში, სადაც ვცხოვრობ, შუქიც რამდენჯერმე ჩაქრა და ლიფტიც ჩამოწყდაო) და პრემიერ-მინისტრსაც მიმართა: ზებრა არ ვარ, ზოოპარკის დირექტორმა თავის გალიაში გამომკეტოსო.  

ხოლო, რაკი, როგორც მოგახსენეთ, არც უმაღლესი თანამდებობის პირის ქცევის სტანდარტი გვაქვს, მეტყველების – მით უმეტეს (იმას, რაც ჩვენს ყურებს გადაუტანია, თვით ყველაზე ენამჭევრი მემატიანეც კი ვერ აღწერს), შექმნილ ვითარებას ზუსტად ასახავს ფრთიანი ფრაზა (რომელიც ჩემს ვირტუალურ მეგობარს ეკუთვნის): „ზებრა – ლიფტში და ვარდი – სილაში“! 

скачать dle 11.3