თევზის პიცა
საჭირო ინგრედიენტები: ცომისთვის: 2 ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 4 კოვზი ზეთი, 1/4 ჩაის კოვზი მარილი, 2 სადილის კოვზი მშრალი საფუარი, 1 კილოგრამი ფქვილი; გულსართისთვის: 100 გრამი გაყინული ზღვის კოქტეილი (სუპერმარკეტებში იყიდება), 200 გრამი თევზის ფილე, 100 გრამი უკურკო შავი ზეთისხილი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 0,5 ჭიქა გახეხილი ყველი, 2 სადილის კოვზი ხმელი რეჰანი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: 2 ჭიქა ფქვილში აურიეთ საფუარი, მარილი, შაქარი, კვერცხი და თბილი წყალი. გათქვეფილი მასა ჩაასხით ფქვილში, თან ფქვილი უმატეთ და ზეთიანი ხელებით მოზილეთ ნაზი ცომი, შემდეგ გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. ზღვის კოქტეილი და თევზის ნაჭრები 2-3 წუთი ხარშეთ მარილწყალში, შემდეგ თევზი დაჭერით პატარა ნაჭრებად. ცომი მოათავსეთ ფორმაში, ზემოდან წაუსვით ჯერ ზეითუნის ზეთი, შემდეგ – ტომატ-პასტა, ზედ დააწყვეთ თევზეული, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შემდეგ დაამატეთ ზეთისხილი, გახეხილი ყველი და მოაყარეთ გამშრალი რეჰანი. პიცა გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.