მხოლოდ ფაქტები
* ინდოეთის მოსახლეობა მილიონ ორასი ათასს შეადგენს, მათ შორის ნახევარი – 25 წლამდე ახალგაზრდაა. ქვეყანაში ერთი მილიონი მილიონერი და მთელი მსოფლიოს ღარიბების 40 პროცენტი ცხოვრობს.
* ამერიკის სპეცმაცივრებში 140 გაყინული ადამიანია. ერთი ადამიანის გაყინვა 150 000 დოლარი ღირს, მხოლოდ თავის – 80 000 დოლარი. მათ შეინახავენ მანამდე, ვიდრე მეცნიერები არ შეიმუშავებენ ტექნოლოგიას, რომლითაც გაყინული ქსოვილით ახალი ადამიანის კლონირებას შეძლებენ.
* მსოფლიოში ყველაზე დიდი, 1 700 მეტრზე გაშლილი „კედელი“ აფრიკაში, მდინარე ზამბეზზე მდებარე ჩანჩქერ ვიქტორიას აქვს. აქ წამში 8 მილიონ ტონაზე მეტი წყალი ეშვება. ის 1853 წელს დევიდ ლევინსტონმა აღმოაჩინა და დიდი ბრიტანეთის დედოფლის სახელიც თავად უწოდა.
* 1974 წელს ატომურ ფიზიკაში დიდი მოვლენა მოხდა – აღმოაჩინეს ჯეი-პსი, რომელიც შეიცავდა მანამდე უცნობ ნაწილაკს – კვარკს. ამ აღმოჩენამ გადატრიალება მოახდინა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მას ახლაც კი, ხანდახან, „ნოემბრის რევოლუციას“ ეძახიან.
* საქართველოს არაქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელი არის სადახლო, მარნეულის რაიონში. ბოლო აღწერის მონაცემებით, იქ 8 486 ადამიანი ცხოვრობს. ძირითადი მოსახლეობა – აზერბაიჯანელები. ქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელი დიღომია, მცხეთის რაიონში – 8 746 მოსახლით.
* კვანძის შეკვრის 4 000 ნაირსახეობა არსებობს, მათ შორის ყველაზე ძველი 50 საუკუნეს ითვლის. ჩვეულებრივ ყოფაცხოვრებაში მხოლოდ 3-4 ხერხს იყენებენ. კვანძის შეკვრის სისწრაფით „გინესის რეკორდების წიგნში“ ორიგონელი კლინტონ ბეილი შევიდა – 1977 წელს მან 8,1 წამში 6 სხვადასხვა კვანძი შეკრა.