კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში

2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო.

ეს არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელ საუდის არაბეთში ბევრ ექიმს მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რადგან მამაკაცს მათი კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევდა. არაბმა, ძალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს „ლიმუზინი“. მძღოლი გიდობდა კიდეც. მას სთხოვეს, რომ სირიის ღირსშესანიშნაობები ეჩვენებინა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი და დარდიანი სახეები შენიშნა და ჰკითხა, მისი მომსახურებით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის – უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებისას მუსლიმანმა მძღოლმა უთხრა, რომ, აქ, სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ „სეინდანაღიას“ (არაბულად ნიშნავს „ქალწულ დედოფალს“) სახელობის მონასტერი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები შვილის გაჩენას ევედრებიან. მონასტერში მათ აძლევენ ფითილს ამ სასწაულმოქმედი ხატის კანდელიდან და, მაშინ, ქრისტიანების „მარია“, მათივე რწმენისა და მისწრაფების შესახებ პასუხობს. არაბმა და მისმა ცოლმა მძღოლს „ქრისტიანების ქალწულთან“ წაყვანა სთხოვეს და თან აღუთქვეს, რომ, თუკი ნატვრა აუხდებოდათ, მძღოლს 20 000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო მონასტერს 80 000 დოლარს შესწირავდნენ.

მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. სახლში დაბრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი და ჯანსაღი ბიჭი გააჩინა. მაშინვე, როგორც კი მეუღლემ იმშობიარა, არაბმა აღთქმის შესრულება გადაწყვიტა და სირიელ მძღოლს დაურეკა, რათა მას დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა. მძღოლმა შეტყობინებისთანავე ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და თავის ორ თანამზრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა გადაწყვიტა, რადგანაც, იცოდა, რომ მას მონასტრისთვის განკუთვნილი 80 000 დოლარიც თან ექნებოდა. მართლაც ასე მოხდა: არაბს აეროპორტში დახვდნენ, მონასტრის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს: მოჰკვეთეს თავი, ხელები, ფეხები და მანქანის საბარგულში ჩააწყვეს, სხვა უკაცრიელ ადგილზე რომ დაემარხათ. გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე, მაგრამ, უეცრად „ლიმუზინის“ ძრავა ჩაქრა და ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთმა გამვლელმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, რომ მათთვის დახმარება გაეწია, მაგრამ, ბოროტმოქმედებმა, იმის შიშით, რომ დანაშაული არ გამჟღავნებულიყო, ანიშნეს, დახმარება არ გვჭირდებაო. მაგრამ, მძღოლმა საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთები შეამჩნია და პოლიციას აუწყა. პოლიციაც თითქმის ხუთ წუთში ადგილზე გაჩნდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოსთხოვა. აკანკალებულმა მძღოლმა ახადა საბარგულს და იქიდან სრულიად საღსალამათი არაბი გადმოვიდა. მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე, ხოლო არაბს კისერსადა კიდურებზე ნაკერების კვალი ემჩნეოდა. გადმოსვლისთანავე, არაბმა ყველას აჩვენა ნაჭრილობევის კვალი კისერზე და უთხრა: „ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია, სხეულის ნაწილები მიმიკერა“. „ლიმუზინის“ მძღოლს და მის თანამზრახველებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, თვალებს არ უჯერებდნენ და ჭკუიდან შეიშალენ. პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანა, თავად არაბი კი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს ეს ბრწყინვალე სასწაული. თვალნათლივ ჩანდა ძაფისა და გაკერვის კვალი. არაბი საქვეყნოდ, საინფორმაციო საშუალებებში აღიარებდა, რომ მართლმადიდებლურად მონათვლის დიდი სურვილი აქვს.

ამ სასწაულის სირიის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას ხალხში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

მკვდრეთით აღდგენილმა არაბმა ტელეფონით შეატყობინა თავის მეგობრებსა და ნათესავებს, რომ სირიაში ჩასულიყვნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოეხატათ. მართლაც, ყველანი ჩავიდნენ და მადლიერების ნიშნად არაბმა მონასტერს არა 80 000, არამედ, 800 000 დოლარი შესწირა. 

მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე

скачать dle 11.3