კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი შვილი მთელ დღეს ეკლესიაში ატარებდეს, ისწავლოს ლოცვები, ფსალმუნები, ახლოს გაეცნოს ეკლესიურ ცხოვრებას. ამჟამად ის 14 წლისაა – შემდეგ კი თვითონ გადაწყვიტოს, გახდება თუ არა სასულიერო პირი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: 14 წლის მოზარდმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა თუ არა ასეთი ცხოვრება – მარტო თქვენი სურვილი არ კმარა. სასულიერო პირს ესაჭიროება სათანადო განათლება, რომელსაც იღებენ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში.

კითხვა: რას ნიშნავს სიტყვა „იეღოვა“?

პასუხი: ბიბლიაში ღმერთის რამდენიმე სახელი გვხვდება. მაგალითად, „ელოჰიმ“, „საბაოთ“, „ადონაი“ და სხვა. ღმერთის ერთ-ერთი სახელია „იეღოვა“, რაც ებრაულად მყოფს, არსებულს ნიშნავს. რატომღაც იეღოველები უარყოფენ ღმერთის დანარჩენ სახელებს. მათ აირჩიეს ღმერთის მხოლოდ ერთი სახელი და ამიტომაც იწოდებიან იეღოველებად.

კითხვა: რამდენიმე თვეში ქორწინებიდან 15 წელი მისრულდება. როდესაც დავქორწინდით მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი დავიწერეთ. შეიძლება თუ არა ამ თარიღთან დაკავშირებით სიმბოლურად კიდევ ერთხელ დავიწეროთ ჯვარი ეკლესიაში?

პასუხი: ჯვრისწერის რიტუალი მეუღლეებს შორის ერთხელ სრულდება, ამიტომ, ხელმეორედ ჯვრისწერა და ამგვარი სიმბოლური აქტის ჩატარება დაუშვებელია.

კითხვა: ჩაითვლება თუ არა გოგონა მონათლულად თუ ამ საიდუმლოს შესრულების დროს მას დედათა წესი ჰქონდა და არ გაამხილა?

პასუხი: ნათლობა შესრულებულად ჩაითვლება, ის მონათლულად ითვლება, მაგრამ ყოველ ქრისტიან მანდილოსანს უნდა ახსოვდეს, რომ დედათა წესის დროს თავი შეიკავოს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობისგან.

скачать dle 11.3