კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ავანთოთ სახარებისეული სანთელი და მივიტანოთ ყველა ბნელ კუნჭულში

ერთ-ერთ რუსულ გემზე, რომელიც შავ ზღვაში დაცურავდა, მოხუცი ვაჭარი იმყოფებოდა. ეს მისი პირველი საზღვაო მოგზაურობა გახლდათ. საღამო ხანს ვაჭარს ზღვის ავადმყოფობამ შეუტია. მსახურებმა ღონემიხდილი მოხუცი გემბანზე დააწვინეს. უეცრად ბერიკაცმა გაიგონა, რომ გემბანიდან ვიღაც გადავარდა. ვაჭარი წამოდგა და, რაკი სხვა არაფერი შეეძლო, ანთებული სანთლით ხელში ბორტთან მივიდა.

წყალში გადავარდნილი გადაარჩინეს. როცა მოხუცი მომჯობინდა, გადარჩენილი ინახულა და მოიკითხა, მანაც თავისი საკვირველი გადარჩენის ამბავი უამბო. თურმე იგი ორჯენ ჩაითრია წყალმა, მაგრამ, ორჯერვე ამოცურა; მასამედ რომ იძირებოდა, სასომიხდილმა უკანასკნელ იმედად ხელი მაღლა აიშვირა. ამ დროს ვიღაცამ სანთელი აანთო და შუქმა მისი ხელი გაანათა; ის მეზღვაურმა შეამჩნია, ხელი ჩაავლო და გემბანზე აათრია.

თუ დიდი საქმეების კეთება არ ძალგიძთ, ის ხომ მაინც შეგიძლიათ, წყალწაღებულს გაუნათოო... ავიღოთ სახარებისეული სანთელი, მივიტანოთ იგი ყველა ბნელ კუნჭულში და ვუქადაგოთ ხალხს ქრისტიანობა, როგორც გზა ხსნისა.

ღარიბი

ძონძებში გახვეული მოხუცი გლახაკი გზის პირას იჯდა მზით გამთბარ ქვაზე და ტიროდა.

რამდენიმე წლის წინ ის მდიდარი იყო, მაგრამ, მთელი ქონება გლახაკთათვის დაერიგებინა და, ახლა, მარტოსულსა და ყველასაგან მივიწყებულს, თვითონ გახდომოდა სამათხოვროდ საქმე.

ერთხელაც, მოხუცს მიეძინა და სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელიც ეკითხებოდა:

– ნანობ, რომ ადამიანებს სიკეთე უყავი?

– არა, არ ვნანობ, – მიუგო მათხოვარმა.

– მაშინ, ადექი და მწუხარების გარეშე ითხოვე მოწყალება, რამეთუ ამით სხვებს სიკეთის კეთებაში დაეხმარები.

მარადჟამს ჰყავ სიკეთე

ერთმა კაცმა ასეთი რამ იხილა: თითქოს მისთვის სახლი შენდებოდა, მაგრამ, მშენებლები მხოლოდ შაბათობით მუშაობდნენ. შემდგომში მას ხილვის მნიშვნელობაც ეუწყა: სახლს მხოლოდ შაბათობით იმიტომ უშენებდნენ, რომ ამ დღეს მას წმინდა პეტრეს ტაძარში საზრდო და ტანსაცმელი მიჰქონდა და ღატაკებს ურიგებდა.

скачать dle 11.3