კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

მესი რომის პაპს შეხვდა

„შეხვედრა ხანმოკლე იყო, მაგრამ, ძალიან ემოციური,” – განუცხადა ჟურნალისტებს არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონის” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მას შემდეგ, რაც ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს, რომის პაპ ფრანცისკს შეხვდა. „ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს, მაგრამ, ეს ძალიან სწრაფად მოხდა, აუდიენციაზე ბევრი ხალხი იყო მოსული. ამის მიუხედავად ეს დღე ჩემთვის   განსაკუთრებული იქნება. ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი პაპს”. არგენტინის ნაკრები იტალიაში იმყოფებოდა ამხანაგური მატჩის გასამართავად „სკუადრა აძურასთან” და, პაპთან შეხვედრა, რომელიც წარმოშობით არგენტინელია, მატჩის დაწყებამდე შედგა. 

 

„ფურია როხას” სექსუალური ქომაგი

ერიკა ვერნერი ესპანეთის ნაკრების, იგივე „ფურია როხას” ერთგული ქომაგია. ერიკა სამოდელო ბიზნესშია ჩართული და თაყვანისმცემლებს ხშირად ახარებს გულახდილი ფოტოსესიებით. ესპანეთის ნაკრების სექსუალური ქომაგი დარწმუნებულია, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ „ფურია როხა” გაიმარჯვებს, ხოლო ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლს დავიდ ვილია გაიტანს, რომელიც ერიკას ფავორიტი ფეხბურთელია.

 

რონალდინიო ოპერაციას იკეთებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც ამჟამად „ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას იცავს, ოპერაციისთვის ემზადება. ფეხბურთელი თავისი საფირმო ღიმილის შეცვლას აპირებს და კბილებზე ოპერაციის გაკეთებას აპირებს. რონალდინიოს უკვე ჩაუსვეს სპეციალური ფაიფურის სამაგრები და, ახლო მომავალში, მცირე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, საფეხბურთო მოედანზე ახალი იმიჯითა და ახალი ღიმილით გამოჩნდება. სხვათა შორის, რონალდინიოს  არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ღიმილი მისი სავიზიტო ბარათია და ის არაფრის შეცვლას არ აპირებს.

 

ბიზლის მორიგი დაპატიმრება

NBA-ს კალათბურთელი, „ფინიქს სანზის” თავდამსხმელი მაიკლ ბიზლი მორიგ სკანდალში გაეხვია. ცნობილი ფაქტია, რომ ბიზლი მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოყვარულია და სახლში კანაფს ზრდიდა. ამჯერადაც, ბიზლი მარიხუანის შენახვის ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ სპორტსმენის ავტომობილში რამდენიმე გრამი მარიხუანა აღმოაჩინა და ადგილზევე დააპატიმრა. მანამდე მსგავს სიტუაციაში ბიზლი 2009 და 2011 წლებში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ორ წელიწადში ერთხელ პოლიცია მას შემოწმებებს უტარებს.

 

პამელა ანდერსონი – რალის გუნდის ხელმძღვანელი

„ფლეიბოის” და სერიალ „მაშველების” ვარსკვლავი პამელა ანდერსონი FIA GT-ს ეტაპის ბოლო სამ შეჯიბრებაში უხელმძღვანელებს გუნდს, რომლის შემადგენლობაში „ფორმულა 1-ის“ ექსმრბოლელი ვიტანტონიო ლიუცი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარული ნიკი ლაუდას ვაჟი – მატიასი  ირიცხებიან. ანდერსონის მრბოლელები „ფერარის“ მარკის სპორტული ავტომანქანებით იასპარეზებენ. ცნობილია, რომ ახლო მომავალში ანდერსონი „ნასკარის” რბოლებზე გეგმავს საკუთარი გუნდის გამოყვანას. 

 

უსაინ ბოლტი ფეხბურთისკენ იქაჩება

იამაიკელი მორბენალი სპრინტერი უსაინ ბოლტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართულ  მძლეოსნობის ჩემპიონატზე 100 მეტრ სირბილში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა, იმედს იტოვებს, რომ პროფესიულ ფეხბურთში მოუწევს ძალების მოსინჯვა და, მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში” ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს. გარდა ამისა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბოლტმა აღიარა, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც, რომ არა ფეხბურთი, წარმატებული კარიერის აწყობა შეეძლო მძლეოსნობაში.

 

ვიტალი კლიჩკო - უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის ოპოზიციური პარტია „უდარის” ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი კრივში ვიტალი კლიჩკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. არჩევნები 2015 წელს არის დანიშნული და ამ დროისთვის კლიჩკო  სპორტიდან წასვლას აპირებს, რაც მან უკვე განუცხადა კრივის მსოფლიო კომიტეტის თავმჯდომარეს ხოსე სულიმანს. „ჩემი მიზანია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რაც სასიკეთოდ წაადგება უკრაინის მოსახლეობას,” – აცხადებს ვიტალი კლიჩკო, რომელიც უკრაინაში შეუვალი ოპოზიციონერის სახელით არის ცნობილი.

 

ფილმი ლენს არმსტრონგის შესახებ

ჰოლივუდში ლეგენდარული ველომრბოლელის ლენს არმსტრონგის შესახებ ფილმის გადასაღებად ემზადებიან. სკანდალურად ცნობილი სპორტსმენის როლს, რომელსაც დოპინგის მოხმარების გამო „ტურ დე ფრანსის” ჩემპიონის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, ამერიკელი მსახიობი ბენ ფოსტერი შეასრულებს, რეჟსიორი კი სტივენ ფრირზი იქნება. ფილმი დაიწყება არმსტრონგის ცხოვრების იმ პერიოდით, როდესაც მას სათესლე ჯირკვლების კიბო დაუდგინეს და დასრულდება დოპინგის სკანდალით. გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება, ხოლო პრემიერა გაზაფხულზეა დანიშნული.

скачать dle 11.3