შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 25 ივლისს. არის თუ არა წელს დაოჯახება ჩემთვის სასურველი და კერძოდ, რომელ თვეში?
პასუხი: თქვენი ქორწინებისთვის კარგი პერიოდია 23 სექტემბრის შემდგომ 23 ოქტომბრამდე. ამიტომ, უმჯობესია, ცვლილებები პირად ცხოვრებაში სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიოთ.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 11 მაისს. რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ექნება საუკეთესო ქორწინება?
პასუხი: მისთვის კარგია სასიყვარულო ურთიერთობა კუროს, ქალწულის, თხის რქის, თევზების ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. რაც შეეხება კარმულ მისიას, ის უნდა დაეყრდნოს საუკეთესო თვისებების გამოვლენას. უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. ასევე, უნდა იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შრომისუნარიანი. უნდა დაიცვას იერარქიული სისტემა, ანუ იცოდეს, ვინ არის უფროსი და ვინ – უმცროსი. პატივი სცეს ტრადიციებს და ადათებს. უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი ჰქონდეს სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყოს მიზანსწრაფული, პატიოსანი მუშაკი. ეს მისი კარმული მისიაა და წარმატებებს მოუტანს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო საქმიანობის ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობის სისტემა, სატრანსპორტო სფერო, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, საათების ბიზნესი ან დიზაინი, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, მშენებლობის ფართო სპექტრი და საინჟინრო სფერო. ყველა ამ სამსახურში მას წარმატების დიდი შანსი აქვს.
კითხვა: მამაკაცი დაბადებულია 1975 წლის 23 ნოემბერს, ქალი კი – 1971 წლის 17 აპრილს. მიზანშეწონილია თუ არა მათი ქორწინება ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: დასავლური ზოდიაქოს ნიშნების შეხამებით, ჩვენ ვხვდებით ორ მონათესავე ნიშანს, ანუ, ერთი მშვილდოსანია, მეორე კი – ვერძი. ამიტომ, მათ ბევრი მსგავსი თვისება აქვთ. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მათი ქორწინება მისაღებია და დამოკიდებულებაც ჰარმონიული ექნებათ. რაც შეეხება აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშნების შეხამებას, ისინი ვექტორულ წყვილად ითვლებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ 1975 წელს დაბადებული ადამიანი მბრძანებელია, 1971 წელს დაბადებული კი – მისი მონა, ეს კი ქმნის საკონფლიქტო სიტუაციებს. საერთო ჯამში, მათ შორის ურთიერთობა საშუალოა.