ნინო: როცა დედას ბავშვის გაჩენა არ სურს და ის აბორტზე ფიქრობს, ბავშვში იდება უიღბლობისა და უბედობის კოდი, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში „მუშაობს“. ასეთ ადამიანებს ნაკლებად უმართლებთ და წარმატებების შანსიც ნაკლებად აქვთ. რასაკვირველია, მათ ცხოვრებაშიც არის ბედნიერი დღეები, მაგრამ, ეს დიდხანს არ გრძელდება.
– ახალი სიცოცხლის დაბადება, ჩემი აზრით, ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდება, საინტრესოა, თუ დედა მოინანიებს მისი ორსულობის დროს აბორტზე ფიქრის ცოდვას, ასეთ შემთხვევაშიც უიღბლოა მისი შთამომავალი?
– გეთანხმებით, ახალი სიცოცხლის დაბადება ყოველთვის დღესასწაულია, მაგრამ, ზოგჯერ, გარკვეული მიზეზების გამო, მშობლებს შვილის დაბადება არ სურთ, მაგრამ, ღმერთი მას არ წირავს, მაინც მოდის ამქვეყნად, თუმცა, მშობლის უაზრო და გაუცნობიერებელი ქცევის გამო, სამუდამო დაღი აქვს დასმული.
– რას ნიშნავს მშობლის გაუთვალისწინებელი ქცევა და რა კავშირი აქვს მას ბავშვის ბედთან?
– თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირი კავშირი აქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს. დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს. ბავშვებს, რომელთა დაბადებაც არ სურდათ, კოდად აქვთ ჩადებული უიღბლობა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, მარტოობა და გაჭირვება. ამას ისინი აქტიურად ებრძვიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ, უშედეგოდ.
– ამ კოდის მოხსნა არ არის შესაძლებელი?
– პარაფსიქოლოგიაში არსებობს ამ კოდის მოხსნის საშუალება, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, არადა, ეს მეთოდი აქტიურად ებრძვის ცუდს და იზიდავს კარგს ასეთ ადამიანებში. გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში: უნდა აიღოთ ერთი მუჭა ხორბალი, დაყაროთ მიტკლის თეთრ ქსოვილზე და გადაახვიოთ. შემდეგ ის უნდა დაიდოთ საწოლში, ზეწრის ქვეშ, ისე, რომ ზურგით ეხებოდეთ. ეს ხორბალი ყოველ დილით უნდა გახსნათ, ხელიდან ხელში გადაყარ-გადმოყაროთ, რამდენიმე მარცვალი უნდა აიღოთ, ბინაში შესასვლელში დადოთ თეფშზე, დანარჩენი კი ისევ თეთრ ქსოვილში შეახვიოთ და საწოლში ჩადოთ.
– თეფშზე რატომ უნდა დავალაგოთ რამდენიმე მარცვალი და ბინის შესასვლელში რატომ დავდოთ?
– ის თეფში სახლის შესასვლელში იმიტომ უნდა დადგათ, რომ ზედ ხორბლის მარცვლების დაწყობით ბარაქისა და ბედის კოდი ნელ-ნელა გაააქტიუროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თეფშზე ჯერ სველი ბამბა უნდა დააფინოთ თხელ ფენად და შემდეგ ყოველდღე უმატოთ ხორბლის მარცვლები, რომლებიც ჯეჯილად ამოვა და ნახავთ, რა შედეგს მოგიტანთ. სულ რომ ამოიწურება ქსოვილში ხორბლის მარაგი, ის ქსოვილი თეფშს ქვეშ დაუფინოთ. ასე მოიქეცით წელიწადში ოთხჯერ, ანუ წლის ოთხივე პერიოდში და ბარაქა და წარმატება მალე მოვა თქვენთან. ასე რომ, თუ თქვენს დაბადებას ახლობლები სიხარულით შეხვდნენ და დედის ალერსიც პირველივე წუთს იგრძენით, მაშინ ეს მეთოდი ძალიან მალე მოგიტანთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და კარიერაში; მაგრამ, თუ თქვენმა დაბადებამ ოჯახის წევრებს პრობლემა შეუქმნა, ეს მეთოდი ნელ-ნელა, ეტაპობრივად იმოქმედებს თქვენზე: იგრძნობთ, რომ უფრო თავდაჯერებული გახდით, ახლობლების ყურადღებასაც მეტად იგრძნობთ. მომავალი გიჩვენებთ ყველაფერს, მთავარია, გულით გინდოდეთ და გწამდეთ იმის, რისთვისაც იბრძვით ცხოვრებაში.
– სხვათა შორის, ხორბლის მაგიურ თვისებებზე არაერთ წიგნში წამიკითხავს.
– დიახ, ეზოთერიკულ წიგნებში ამაზე ბევრი წერია. მაგალითად, კარგია, თუ სახლის ფანჯრის რაფაზე თქვენსავე დათესილ ხორბალს გაახარებთ – ეს ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება. ის, ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ სახლში, ხორბლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ ხურდა ფული, ცოტა შაქარი ჩაუმატეთ, ასევე, ჩადეთ ერთი ცალი წითელი ვაშლი და დადგით სასტუმრო ოთახში იმ მხარეს, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის, ოღონდ, ეცადეთ, მას უცხო ადამიანის ხელი არ შეეხოს. პარაფსიქოლოგიაში ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოა, შაქარი – ოჯახური სიამტკბილობის, ხურდა ფული – სიმდიდრის, ხოლო ხორბალი – ამ ყველაფრის ერთად. ასე რომ, ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და, დამიჯერეთ, ცდა მაინც ღირს.
– ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ მუცლად ყოფნის დროს ადამიანი გარკვეულ ვალდებულებებს იღებსო. ანუ, მათი მოსაზრებით, ადამიანი გარკვეული პროგრამით იბადება ამქვეყნად. ეს ასეა?
– დიახ, ნებისმიერი ადამიანი გარკვეული კარმით, ანუ პროგრამით იბადება ამქვეყნად. ამ დროს ყველას აქვს თავისი სულიერი ენერგიის გარკვეული მარაგი, რომელსაც საკუთარი კარმული ამოცანისთვის იყენებს. ასეთი ენერგიის ნაწილი იხარჯება ოჯახის შექმნაზე, სიყვარულზე, პროფესიულ საქმიანობაზე და ასე შემდეგ. ანუ, ის ადამიანის თითქმის ყველა სფეროზე ნაწილდება. ის პროპორციები კი, რომელთა მიხედვითაც ენერგია ნაწილდება სხვადასხვა სფეროზე, ინდივიდუალურია. ის ემორჩილება საერთო კანონებს და იწერება სულის მომავალი ცხოვრების სცენარი, რომელშიც მხოლოდ განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი მომენტებია დაფიქსირებული. როგორც კი სცენარი გამზადდება, სული მშობლების ძებნას იწყებს. გაუგებარი რომ არ იყოს, უფრო კარგად განგიმარტავთ: მოკლედ, შვილები მომავალ მშობლებს თავად ირჩევენ. მაგალითად, სული, რომელიც ხელოვნებისკენაა მიდრეკილი, ამავე მიდრეკილების მშობლებს ირჩევს. ყველა სული ცდილობს, იმ ოჯახში დაიმკვიდროს ადგილი, სადაც მის ინტერესებს გაითვალისწინებენ მომავალში.