კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაკარგულმა ნათესავებმა ერთმანეთი 21 წლის შემდეგ იპოვეს

52 წლის ალა გრიგორის ასული აგაფონოვა (მეუღლის გვარზეა) ეძებდა: 86 წლის ლუბოვ ივანეს ასულ ხვინგიას (მეუღლის გვარზეა).

ისტორია: ვეძებ მამიდაჩემს – 86 წლის ლუბოვ ხვინგიას და მის ნათესავებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბოლოს მამიდაჩემი თავის ოჯახთან ერთად საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ჩიტოწყარში (სოფლის სახელწოდებაში დარწმუნებული არ ვარ) ცხოვრობდა. 20 წელია, მასთან კავშირი არ გვქონია. უშედეგოდ ვგზავნიდით წერილებს – არც ერთ წერილზე პასუხიც კი არ მიგვიღია. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის პოვნაში. გვაქვს მამიდას ერთი ფოტო, რომელზეც ის თავის შვილთან ერთად არის გადაღებული.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველმა „თბილისელების“ 5 აგვისტოს ნომრიდან იცის. საბედნიეროდ, ალას ნათესაობა ნაპოვნია და ამაში დიდი როლი ლუბა ხვინგიას ყოფილმა მეზობელმა, საქართველოში მცხოვრებმა ქალბატონმა ნონა შამუგიამ ითამაშა. მან წაიკითხა ჩემი სტატია ლუბას ძებნის შესახებ და მაშინვე დამიკავშირდა. არც ისე იშვიათად, ადამიანების პოვნაში ჩვენი რუბრიკის მკითხველი გვეხმარება. 

– ალა, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ მამიდათქვენი ნაპოვნია?

– ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა. მართლაც არ მოველოდი, რომ 1992 წლის შემდეგ უნახავ და დაკარგულ ნათესავებს ასე მოკლე დროში ვიპოვიდი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს მკითხველებს; ასევე, ქალბატონ ნონას, რომელიც ჩემს სტატიას გამოეხმაურა და  ლუბას პოვნაში დამეხმარა. დიდი ხანია, მამიდას ვეძებდი, ამიტომ, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. როგორც გავიგე, ის ისევ ზუგდიდში ცხოვრობს და სულ ცოტა ხანში ჩვენ მას დავუკავშირდებით.

– რა გახდა იმის მიზეზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ იყო თქვენ შორის კავშირი? 

– საქმე ისაა, რომ ჩემმა ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი. ჩვენი ახალი მისამართი ლუბამ არ იცოდა და, ბუნებრივია, ვერ გვიკავშირდებოდა. ჩვენი მხრიდანაც ლუბასთან დაკავშირების ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. ამის გამო გადავწყვიტე, ჩემი განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განმეთავსებინა და მის შემდეგ ბედს მივენდე. თქვენ შესახებ საიტიდან გავიგე და იმედი მომეცა. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ეძებს თავის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს და ასე შემდეგ, მაგრამ, მაინც ვცადე, ჩემი ისტორია თქვენამდე მოსულიყო. დამოუკიდებლად ლუბას ვერ ვპოულობდით. მისი ასაკიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში მოძებნა უაზრობა იყო, საქართველოში კი მე არავის ვიცნობდი, ვინც ამ საქმეში დამეხმარებოდა. მართლაც რომ გაგვიმართლა, განაცხადის გაკეთებიდან ასე მოკლე დროში რომ ვიპოვე მამიდაჩემი და მისი ოჯახი. ამჟამად ერთი სული გვაქვს, მალე დავუკავშირდეთ.

– როგორც გავიგე, მამიდათქვენიც გახარებულია თქვენი გამოჩენით.

– ისიც ძალიან გახარებულია, რადგან, თავისთავად ცხადია, თვითონაც განიცდიდა ჩვენთან კავშირის არქონას. ახლო ნათესავები ვართ და ასეთი დაკარგვა ნებისმიერს შეაწუხებდა. ახლა მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ჩვეულებრივი კავშირი გვექნება ერთმანეთთან. ახლო მომავალში კი შეხვედრასაც ვგეგმავთ. ლუბას, ალბათ, გაუკვირდა, როდესაც მისი ძებნის შესახებ შეიტყო. ყოჩაღი მეზობელი და მეგობარი ჰყოლია. იმ ქალს (საუბარია ნონა შამუგიაზე) რომ არ ეაქტიურა, მამიდა დღემდე დაკარგული მეყოლებოდა.

– როგორი იყო მამათქვენის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი და ნაპოვნია?

– მამაჩემი ამჟამად 84 წლის არის და ეს მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. მას ბავშვივით უხაროდა, როცა ლუბას პოვნის ამბავი გაიგო. მთელი დღე ერთსა და იმავეს მაყოლებდა, ანუ, როგორ ვიპოვეთ და რანაირად. თვალები სიხარულის ცრემლით ჰქონდა სავსე. მოგეხსენებათ, სიბერეში ადამიანი ბავშვივით ემოციური ხდება და თქვენ მამაჩემს მეორე სიცოცხლე აჩუქეთ. მას მუდამ ჰქონდა დის დარდი. სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ იყო ლუბა, მისი ოჯახი და რატომ არ გვიკავშირდებოდა. ძალიან განიცდიდა დასთან კავშირის არქონას, სულ ნაღვლიანი დადიოდა, ახლა კი ის ბედნიერია.

 

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3