კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითიშება მარკეტებში ღამით მაცივრები და რატომ არის გამლღვალი და ისევ გაყინული პროდუქტი უმაცივროდ შენახულზე უფრო საშიში

ბედის მუხანათობით თუ წინა ხელისუფლების ნებით, საქართველოს მოქალაქეები, უფრო ზუსტად, მომხმარებლები, ბატკნებივით დაუცველები ვართ, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. თუმცა, სამომავლო ინფორმაცია დამაიმედებელია: პარლამენტმა უნდა იმსჯელოს მომხმარებელთა უფლებების კოდექსზე და, როგორც გვპირდებიან, რეალობა შეიცვლება, ბუნებრივია, უკეთესობისკენ. მანამდე კი მომხმარებელთა უფლებებზე (რომლებსაც, ჯეროვნად არავინ უწყის, რას აჭმევენ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), უფრო ზუსტად, უუფლებობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე გაგვესაუბრება.

– გაუმჯობესდა მდგომარეობა არჩევნების შემდეგ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით?

– 2011 წლის მაისში ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ეს კანონი ჩაანაცვლა ორმა კოდექსმა:  სურსათის უვნებლობის შესახებ და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსებმა. მაგრამ, ამ ორ კოდექსში მომხმარებელთა უფლებები ნაწილობრივაა გადატანილი და, ის ფართო სფერო, რასაც მომხმარებელთა უფლებები ჰქვია, სახელმწიფოს მხრიდან უკონტროლოდ დარჩა.

– რა უფლებები აქვს მომხმარებელს? ჩვენთან თუ არა, ცივილიზებულ სამყაროს ხომ აქვს ჩამოყალიბებული ეს ნორმები? 

– არსებობს გაეროს რეზოლუცია, რომელშიც ჩამოყალიბებულია სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო პრინციპები მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში და დეტალურადაა გაწერილი, თუ რა უფლებები აქვს მომხმარებელს. მომხმარებელს აქვს შემდეგი ძირითადი უფლებები: საარსებო მინიმუმის უფლება, უსაფრთხოების უფლება, ინფორმაციის ქონის უფლება, გამოთქმის უფლება, რასაც სხვანაირად პრეტენზიის წაყენების უფლება ჰქვია; ჯანსაღი გარემოს უფლება, ეკონომიკური ზარალის ანაზღაურების უფლება,  არჩევნის გაკეთების უფლება.

– ჩამოთვლილთაგან ჩვენთან რა უფლებები აქვთ მომხმარებლებს?

– ჩვენთან სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტო. 

– როგორც წესი, აქამდე ეს იყო პოსტფაქტუმ?

– არა, მონიტორინგი ხორციელდება, უკვე აღდგენილია სახელმწიფო კონტროლი და ხდება საწარმოების ინსპექტირება, ასევე, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული პროდუქციის კონტროლი, მაგრამ ამ სფეროში მაინც არსებობს სერიოზული პრობლემები და ძირითადი პრობლემაა ის, რომ 40 000-ზე მეტი ბიზნესოპერატორია სურსათის სფეროში და ქვეყანაში მხოლოდ 20 ინსპექტორია, რომლებსაც შეუძლიათ, განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი, ანუ ინსპექტირება. რა თქმა უნდა, 20 ინსპექტორი ვერანაირად ვერ შეამოწმებს 40 000-ზე მეტ ობიექტს, ამდენად, საჭიროა სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებელია კონტროლის გამკაცრება საზღვარზე, მაგრამ სავალდებულოა, გამკაცრდეს შიდა საწარმოების კონტროლი. 2013 წელს, ექვსი თვის განმავლობაში, უკვე 3-4-ჯერ იმაზე მეტი საწარმოა შემოწმებული, ვიდრე მთელი 2012 წლის განმავლობაში. ამის პარალელურად, ძალიან დიდი რაოდენობის მავნე სურსათი განადგურდა.

– მურა სიდამპლით დაავადებული კარტოფილის განადგურებას გულისხმობთ და უვარგისი ხორცის პარტიების გამოვლენას?

– ქვეყანაში შემოტანისთვის განკუთვნილი პროდუქტი შეჩერდა საზღვარზე და მწარმოებელ ქვეყანაში დაბრუნდა. იყო პროდუქტის განადგურების ფაქტებიც, მაგრამ, ამის მიუხედავად, აუცილებელია როგორც სახელმწიფოს, ისე არასამთავრობო სექტორის გააქტიურება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კარგი ცვლილებები განხორციელდა თვითონ კანონმდებლობაში, რაშიც ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთ აგრარულ კომიტეტს, ვგულისხმობ კვერცხის მარკირებას. უშუალოდ თვითონ გიგლა აგულაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაჩქარდა ეს პროცესი, რამაც მომხმარებელს მისცა საშუალება, რომ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და შეწყდეს ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია. იცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობით განადგურდა შემოტანილი კვერცხი, რადგან, ვადაგასული იყო. დღეს მომხმარებელს შეუძლია, თითოეულ კვერცხზე ნახოს ვადა და მწარმოებელი ქვეყანა: ანუ, იმპორტირებულია თუ ადგილობრივი ნაწარმია. საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის გარე ვაჭრობა.

– გულისხმობთ იმას, რომ გარე ვაჭრობისას არ არის დაცული პროდუქციის შენახვის პირობები?

–  დიახ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ვინაიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაში არ შედის გარე ვაჭრობის გაკონტროლება. არადა, ამ ტერიტორიებზე, ძირითადად, მალფუჭებადი პროდუქტი იყიდება: ხორცი, თევზი, მათი გაყიდვა კი სამაცივრო დანადგარის გარეშე ყოვლად დაუშვებელია. შესაბამისად,  არსებობს დიდი რისკი, რადგან, ასეთ პირობებში ნაყიდმა პროდუქციამ, შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს მომხმარებლის ჯანმრთელობა.

– თუმცა, ჩვენ ისიც არ ვიცით, მარკეტებში აქვთ თუ არა ღამით ჩართული მაცივრები. ეს კონტროლდება?

–  მე არ მინდა, მომხმარებელს დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მარკეტებში ყველაფერი მოწესრიგებულია და მხოლოდ გარე ვაჭრობაა საქართველოში პრობლემა. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებიც, რომლებიც არ უფრთხილდებიან მწარმოებლის იმიჯს, მომხმარებლის ჯანმრთელობას და, ამიტომ, შესაძლოა, სამაცივრო დახლი, ელექტროენერგიის ეკონომიის გამო, ღამით გათიშოს და დილით ისევ ჩართოს. არადა, ტემპერატურის ცვალებადობა უფრო სწრაფად აფუჭებს პროდუქტს, ვიდრე სამაცივრო დახლის გარეშე მისი შენახვა.  ესეც სერიოზულ პრობლემას ქმნის, მით უმეტეს, შესაძლოა, მომხმარებელმა წაიკითხოს პროდუქტზე ვადა და შენახვის პირობებსაც გაეცნოს, მაგრამ, მაინც მოტყუვდეს, რადგან, არ იცის, რომ ღამით ითიშება მაცივარი. თუმცა, ძირითადად, რძის მწარმოებლებმა მოიფიქრეს ასეთი რამ: ისეთი თერმომეტრებია მოთავსებული სამაცივრო დახლებში, რომლებიც არა მხოლოდ აფიქსირებენ ტემპერატურას, არამედ, ამ ინფორმაციას ერთი კვირის განმავლობაში ინახავენ და, თუკი ვადიანი პროდუქტი გაფუჭებულია, გადამოწმდება ეს თერმომეტრი და დადგინდება, ვისი ბრალია პროდუქციის გაფუჭება. ოღონდ, ამას მომხმარებელი ვერ იგებს და მას რჩება ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის პროდუქცია იყო უვარგისი. თუკი რეალიზატორმა ზუსტად არ დაიცვა შენახვის პირობები, ეს აზიანებს  ბიზნესოპერატორის იმიჯს.

– როდესაც პროდუქციის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ვინ უფრო სცოდავს: მწარმოებელი თუ რეალიზატორი?

– ასეთი კვლევა არ მიწარმოებია,  მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, უფრო ხშირად რეალიზატორი არღვევს ხოლმე შენახვის პირობებს და უფრო ხშირად მათ უფუჭდებათ პროდუქცია. ჩვენთან ბევრია სურსათის მწარმოებელი კომპანია, რომლებსაც აქვთ „აისო სტანდარტი“; ისინი ცდილობენ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას, სერიოზულ ბრენდებს და ადგილობრივ მწარმოებლებს ბევრად უფრო მეტს ვთხოვთ, კონტროლის თვალსაზრისით; ამიტომ, ისინი უფრო მობილიზებულები არიან და ცდილობენ, გაუძლონ ბაზრის მოთხოვნებს, კონკურენციას და უფრთხილდებიან საკუთარ იმიჯს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ეხება ყველა მწარმოებელს.

– ამ კითხვას ხშირად ვიმეორებთ: რეალიზატორი იქნება თუ მწარმოებელი, როდესაც არ იცავს სტანდარტებს, ვერ აცნობიერებს, რომ ამას, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ემსხვერპლოს?

– როგორც იცით, 2005 წლიდან შეჩერდა ზედამხედველობა, სამომხმარებლო ბაზარზე აღარ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი, შესაბამისად, ბიზნესოპერატორები მიეჩვივნენ უკონტროლობას და ამის გამო ხშირია კურიოზული შემთხვევები. ჩვენს ორგანიზაციას აქვს ცხელი ხაზი და ხშირად ვეშლებით მაკონტროლებელ სამსახურში. ბიზნესოპერატორები გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან: ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთან არ შემოსულა შემოწმება და ახლა რატომ შემოხვედითო.

– პროტესტს იწვევს შემოწმება?

– დიახ, არის ბიზნესები, რომლებშიც პროტესტს იწვევს სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გაძლიერება.

– რა საინტერესო ლოგიკა ჰქონია ჩვენებური ბიზნესმენების ნაწილს. ცნობილია, რომ საქართველოში არ შემოდის იმ რაოდენობის რუხი ფქვილი, რამდენი პურიც ცხვება. ასე აშკარად რატომ გვატყუებენ?

– არც უარყოფენ მსხვილი ქარხნების მფლობელები, რომ ისინი თეთრ ფქვილს  საკვებად განკუთვნილ საღებავებს უმატებენ, ამასთანავე, საკვებ დანამატებს, რომ პური ორგანოლეპტიკურად მიმსგავსებული იყოს რუხ პურთან, რისი მიზანიც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.

– არ აქვთ ვალდებულება, დააწერონ ეს პურს? თან, იქნებ, მე მინდა, მივირთვა თეთრი პური, მაგრამ რუხი ფერის?

– ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა პური, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თეთრ და რუხ პურს ჰქონდეს თეთრი და რუხი პურის თვისებები. თუკი მე, როგორც მომხმარებელს, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაწუხებს დიაბეტი ან სხვა დაავადება და დანიშნული მაქვს დიეტა, მე უნდა მოვიხმარო რუხი პური თეთრის ნაცვლად. ბუნებრივია, ჩემი უფლებები ირღვევა, რადგან, საღებავით შეღებილი რუხი პურის გამოყენებამ, შესაძლოა, შემიქმნას პრობლემები –  არ ჰქონდეს ეფექტი იმ დიეტას, რაც დამინიშნეს და, შესაბამისად, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღოს.

– კანონი არ ავალდებულებს მეპურეებს, დააწერონ, შეღებილია რუხი პური თუ ნამდვილი?

– ავალდებულებს, მაგრამ, არ აწერენ, თუმცა, უკვე შემუშავდა სურსათის უვნებლობის პროექტი და მალე ჩვენ გვექნება სურსათის უვნებლობის კოდექსი, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი პროდუქტის ეტიკეტზე, რათა მომხმარებელმა გააკეთოს სწორი არჩევანი. კანონპროექტის მომზადებაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, მათ შორის –  ჩვენც, ასევე, მაღალი დონის ექსპერტები. რეკომენდაციები გადავგზავნეთ პარლამენტში, ახლა საქმე ისაა, რამდენად იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული. დაველოდოთ შედეგებს, თუმცა, ჩვენ თითოეულ პუნქტსა და სიტყვას მივადევნებთ თვალს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის უფლებები.

– ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემების გამო გიკავშირდებათ მომხმარებელი?

– ყველაზე ხშირად მალფუჭებადი პროდუქციის გამო: ძეხვეული, თევზი, რძის პროდუქტები. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სურსათის სფეროზე ვისაუბრეთ. გავიმეორებ –  ძირითადად, პრეტენზიები შემდეგნაირია: პროდუქტი იყო ვადაგასული, მიიტანა სახლში და გაფუჭებული აღმოჩნდა, ობიექტმა კი, სადაც შეიძინა, თანხა არ დაუბრუნა. არის უვარგისი პროდუქტით მოწამვლის შემთხვევებიც.

– როგორც ვიცი, ჯერჯერობით მოქმედი კანონი ასეთია: უვარგისი პროდუქტით მოწამვლის შემთხვევაში, მომხმარებელმა საკუთარი მოწამვლის დამადასტურებელი ცნობაც უნდა წარადგინოს და პროდუქტის კვლევის შედეგიც. ეს ხომ აბსურდია?

– ასეთი მოთხოვნა არის კანონში და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მომხმარებლის პრეტენზიაზე რეაგირება შეეძლო მოეხდინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ დაფიქსირდებოდა კვებითი მოშხამვის ფაქტი; თუკი მომხმარებელი დაამტკიცებდა, რომ კანონის დაცვით შეიძინა პროდუქტი, რომლის ლაბორატორიულ კვლევას გააკეთებდა და მიიტანდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევას 5-6 დღე სჭირდება და მომხმარებელი არ არის ვალდებული, იცოდეს შესყიდვის წესი, აბსურდამდე მივდიოდით. თუმცა, დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩვენ მიერ მიწოდებული არც ერთი ფაქტი არ დაუტოვებია რეაგირების გარეშე.

– მაცივრები რომ არ გამორთონ მარკეტებში, ამას კანონი როგორ დაარეგულირებს? 

– ძალიან ბევრი რეკომენდაციაა და ამას ვერ ჩავატევთ ერთ ინტერვიუში, მთავარია, კანონპროექტი ისეთი ენით დაიწერა, რომ ის ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება გასაგები. ასევე, მინდა დავამშვიდო მომხმარებელი და ვუთხრა, რომ მალე დასრულდება მუშაობა კანონზე მომხმარებლების უფლებების შესახებ და ძალიან მალე გვექნება საკმაოდ კარგი კანონი, რომელშიც, ასევე, გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულებების საკითხიც, რამდენად დაცულია ორივე მხარის ინტერესები.  იცით, რომ საკმაოდ კაბალური ხელშეკრულებები აქვს ბანკებს, ტექნიკის რეალიზატორებს. ესეც შეიცვლება.

– არასურსათთან მიმართებაში, ძირითადად, რა სფეროში ირღვევა მომხმარებლის უფლებები?

– ძირითადი პრობლემა, რაც ტექნიკასთან მიმართებაში არსებობს, არის საგარანტიო ვადები და საგარანტიო პირობების შეუსრულებლობა. როგორც წესი, საგარანტიო მომსახურების თანხას შესაბამის დაწესებულებას უხდის ტექნიკის რეალიზატორი კომპანია და, ამიტომ, ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ ოპერატორის ინტერესს, უგულებელყოფენ მომხმარებლის ინტერესს და არარეალურ დასკვნებს დებენ.

– რას ურჩევთ მომხმარებლებს, სანამ ახალი კანონი შემუშავდება? ისევ ნაცნობ რეალიზატორებს ვენდოთ პროდუქციის შეძენისას?

– უპირველესად, უნდა ვენდოთ საკუთარ თავს, საკუთარ შეგრძნებებსა და განათლებას: წავიკითხოთ ეტიკეტი, ვნახოთ, რამდენად სწორად არის შენახული პროდუქტი და, თუკი პროდუქტი დაზიანებული ან ვადაგასულია,  არ უნდა მოგვერიდოს მისი დაბრუნება, ოღონდ, დახლზე კი არ უნდა დავდოთ, არამედ, უნდა ვაცნობოთ მენეჯერს და მოვითხოვოთ უვარგისი პროდუქტის ამოღება სამომხმარებლო დახლიდან.

скачать dle 11.3