კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გეგმები აქვს სალომე ქათამაძეს “იურმალაზე„ და როგორ ემზადება ის

 იურმალას „ახალ ტალღაზე“ მიღწეული ტრიუმფალური წარმატების შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის ბედნიერებას ვიზიარებდით და ვზეიმობდით, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები მიზეზების გამო, ქართველებს 2008 წლის შემდეგ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღიათ. ხუთი წლის შემდეგ, თამამად ვამბობ, რომ კონკურსს ძალიან ღირსეული კონკურსანტით ვუბრუნდებით. უნიჭიერესი მომღერალი, საოცარი ენერგეტიკის მქონე სალომე ქათამაძე „იურმალასთვის“ აქტიურად ემზადება.

 როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარია, რომ სცენაზე ისე იდგეს და ისე იმღეროს, რომ მისი გამოსვლის გამო არავის შერცხვეს, მოგება უკვე მეორე, მაგრამ ასეთივე მთავარი საკითხია. იურმალაზე კონკურსანტები ტრადიციულად სამ სიმღერას ასრულებენ. იმის გამო, რომ კონკურსის წესებში წელს პატარა ცვლილებებია, სალომე ერთ-ერთ საკონკურსო სიმღერას დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად იმღერებს. პირველ ტურში სალომე მსოფლიო ჰიტს შეასრულებს, მეორე ტურში რატისთან და მაკასთან ერთად ქართულ სიმღერას, რომელიც სავარაუდოდ იქნება კინტოურის მოტივებზე. შემდეგ კი იქნება სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. სალომეს კონკურსზე ტელეკომპანია „იმედი“ წარადგენს, კონკურსი 23 ივლისს იწყება, სალომე კი დაახლოებით ათი დღით ადრე ჩავა, ადაპტაციისა და ბევრი რეპეტიციისთვის. დარწმუნებული ვარ, სალომე იმედებს არ გაგვიცრუებს და მისით აუცილებლად ვიამაყებთ.

скачать dle 11.3