კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცენატ გოჩა ირემაძის საჩუქარი სრულიად საქართველოს ბავშვებს

სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007-ის” ეგიდით და ასოციაცია „ჯადოსნური ხმების” თანადგომით, ჩატარდა თბილისელი ბავშვებისთვის სიხარულით აღსავსე ულამაზესი ფესტივალი. სტუდია „გვირილას” ბავშვებმა მოამზადეს ახალი პროგრამა ხალხისთვის საყვარელ მომღერლებთან ერთად – საიუბილეო დუეტები.

  ნუციკო გოგუაძემ, სტუდია „გვირილას” შემსრულებელმა, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა ნუგზარ კვაშალთან ერთად იმღერა და ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. საბავშვო ჰიტი, ანი ჩაგუნავასთან და გიორგი ღოღობერიძესთან ერთად, შეასრულა ბორის ბედიამ და ასევე, 115-ე ბაგა ბაღის ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა. 

ბორის ბედია: სტუდია „გვირილას” ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან და დიდი სიამოვნებაა მათთან ერთად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა. 

ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი: სტუდია „გვირილას“ ბავშვებთან მუშაობა შრომატევადია, მაგრამ საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. 

– ძალიან კარგი საქველმოქმედო საღამო გამოვიდა. ჩვენ გვერდით უამრავი ნიჭიერი, ცნობილი ადამიანი დადგა, – განაცხადა პროექტის ავტორმა ნინო ჩიხლაძემ და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.

გია ჯაჯანიძე: ჩვენ ახალ თაობას გვერდში ვუდგავართ.

საიუბილეოდ სტუდია „გვირილა” ნუგზარ კვაშალმა ახალი სიმღერით დაასაჩუქრა, რომელსაც ასრულებდნენ ტელესახე გია ჯაჯანიძე, 160-ე ბაგა-ბაღის ქორეოგრაფიული ჯგუფი და ანსამბლ „გვირილას” სოლისტი ნიკუშა ჩიხლაძე.

ღონისძიება იყო საქველმოქმედო და მიეძღვნა ბავშვს, რომელსაც ესაჭიროება, ოპერაცია უცხოეთში გაუკეთდეს. ეს გახლავთ ანი სირანაშვილი. 

თემურ წიკლაური: კარგია, რომ ასეთი კონცერტები ტარდება. დახმარება უნდა გავუწიოთ ერთმანეთს. მით უმეტეს, როცა ბავშვი ასეთ გასაჭირშია. ერნა წიფურია დიდ საქვეყნო საქმეს აკეთებს. არაერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩაუტარებია და არაერთხელ მივუწვევივარ. უფალმა ჯანმრთელი გვიმყოფოს ჩვენი შვილები და შვილიშვილები, სრულიად საქართველოს ბავშვები. დიდი მადლობა ბატონ გოჩა ირემაძეს ჩვენი ბავშვების მხარდაჭერისთვის.

მეცენატი გოჩა ირემაძე არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერია, თავისი ქმედებით სიკეთეს ემსახურება – სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007” 2012 წლის გამარჯვებულია არქიტექტურაში და ის გახლდათ ამ საქველმოქმედო ღონისძიების ოქროს სპონსორი. სულ მალე ბათუმის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ბატონ გოჩას დაგეგმილი აქვს პირველი საქველმოქმედო საბავშვო ფესტივალის  ორგანიზება. სტუდია „გვირილას” 20 წლის იუბილე მიულოცა თემურ წიკლაურმა, გივი სიხარულიძემ, თენგიზ უთმელიძემ და 45-ე ბაგა-ბაღის ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა. საღამოს უძღვებოდნენ ნუგზარ კვაშალი და ნინო ჩიხლაძე. საიუბილეოდ სტუდია „გვირილას” „ყავა პელესგან” გადაეცა არაჩვეულებრივი საჩუქრები.

скачать dle 11.3