კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოხვდა უშიშროების ექსმინისტრის, ვალერი ხაბურძანიას შვილის ქორწილში სიძე-პატარძალი „მაკდონალდსში“

22 ივნისს რესტორან „ბერმუხაში” უშიშროების ექსმინისტრის, ვალერი ხაბურძანიას უფროსი შვილის, მარიამ ხაბურძანიას ქორწილი გაიმართა. 23 წლის მარიამი ცოლად გაჰყვა მოსკოვში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენის შვილს გიორგი გორდელაძეს. მარიამის და გიორგის სიყვარულის ისტორია სამი თვის წინ დაიწყო. ქორწინებამდე ერთი თვით ადრე შეყვარებულებმა ჯვარი მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს, სადაც ჯვრისწერის პროცესში ეკლესიის წინამძღვარს სტიქაროსნის სამოსელში გამოწყობილი პატარძლის ტყუპი ძმებიც  ეხმარებოდნენ.   

უშიშროების ექსმინისტრმა ქალიშვილს საოცნებო ქორწილი გადაუხადა და ყველა ის ნატვრა შეუსრულა, რაზეც ნებისმიერი გოგონა  ოცნებობს. ულამაზესი საქორწინო კაბა, რომელიც „მარი გოლდის“ სალონში შეიკერა, პატარძალს ქორწილის დასრულებამდე არ სცმია – ცეკვის მოყვარულმა მარიამმა,  მას შემდეგ, რაც ქართული ცეკვა პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად შეასრულა,  გრძელი კაბა ულამაზეს მოკლე კაბად აქცია და სტუმრებთან ერთად სცენა ქორწილის ბოლომდე არ მიუტოვებია.  

საქორწინო ცერემონიალის  ორგანიზებაში   ექსმინისტრის მეუღლემ ნინო გოგბერაშვილმა პროფესიონალი   დიზაინერი ჩართო, რომელსაც დარბაზის  გაფორმება და სხვადასხვა დეტალებით გალამაზება   მიანდო.  ქორწილს ხუთასი სტუმარი ესწრებოდა და შეიძლება ითქვას, ინტერნაციონალური საზოგადოებით იყო გამორჩეული – ქართველ სტუმრებთან ერთად, ქორწილში მოწვეული იყვნენ სიძის და პატარძლის მშობლების მეგობრები და საქმიანი პარტნიორები რუსეთიდან, საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, კანადიდან.  მათ შორის იყვნენ, რამდენიმე ოფიციალური თუ არაოფიციალური მილიონერი ბიზნესმენებიც. 

ქორწილს  ესწრებოდა ქართული ბომონდიც – წამყვანის როლში  „ფორტეს”  წევრი  ზურაბ მანჯავიძე იყო. ტრადიციულ ქართულ სუფრას მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი კობა ბუჩუკური უძღვებოდა.  ქორწილში მღეროდნენ ნატო გელაშვილი, დათო გომართელი და ნოდიკო ტატიშვილი. გარდა მუსიკალური ბომონდისა, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ექს და მოქმედი პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები. მათ შორის იყო თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი, რომელიც ვალერი ხაბურძანიას მეგობარია. ოჯახის ახლობლისა და ნათლიის რანგში სტუმრობდა ქორწილს გუბაზ სანიკიძე,  ასევე ქრისტიან-დემოკრატი – გიორგი თარგამაძე მეუღლესთან ერთად.  

უცხოელი სტუმრებისთვის ქართული ქორწილი ნამდვილ საოცრებად იქცა. ამისთვის მასპინძლებს ცდა არ დაუკლიათ – ქორწილი  ტრადიციული ქართული ელემენტებით იყო გაფორმებული, მათ შორის ყველაზე „ეგზოტიკური” აღმოჩნდა სუფრასთან სამი  „გაწეწილი”, თხის „ვოიაჟი”. ამან ყველაზე მეტად კანადელი სტუმრები გააოცა. ასევე, დიდი ოვაციები მოჰყვა შვიდსართულიან ტორტს, რომლის სიმბოლური გაჭრის პატივი ტრადიციისამებრ  სიძე-პატარძალს ერგო. თუმცა მათ ერთი სიურპრიზი უკვე მოეწყოთ დამსწრე საზოგადოებისთვის –  მაშინ, როდესაც „ბერმუხაში” შეკრებილი  სტუმრები სიძე-პატარძალს ელოდნენ, ისინი მეგობრებთან ერთად „მაკდონალდსში“ ჩიზბურგერებს  მიირთმევდნენ, რის გახმაურების შემდეგაც  სტუმრებმაც და მასპინძლებმაც საკმაოდ   ბევრი იხალისეს.    

მხიარული და  ხალისიანი  საქორწინო ცერემონიალი „ბერმუხაში” გვიანობამდე გაგრძელდა. ქორწილის მეორე დღეს სტუმრები ქართული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად კახეთს ეწვივნენ. ექსკურსიას ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი უძღვებოდა, რომელიც ქორწილის სტუმართა შორისაც იყო. ქართული ქორწილით, ცეკვით და სიმღერით, ღვინით და მრავალფეროვანი სუფრით აღფრთოვანებული  უცხოელებისთვის ლოპოტას და სიღნაღის  ხედები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო,  რაზედაც ისინი მასპინძლებთან მადლიერებას დიდხანს არ მალავდნენ.  

ჟურნალი „თბილისელების“ სახელით მარიამ ხაბურძანიასა და გიორგი გორდელაძეს ვულოცავთ დაქორწინებას, ბედნიერებას და სიკეთით სავსე მომავალს ვუსურვებთ.       

скачать dle 11.3