კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: როგორ შეიძლება, მონაწილეობა მივიღო სამოყვარულო შეჯიბრებებში? მყავს „მიცუბიში ევოლუშენი” და სჭირდება თუ არა ამ ავტომობილს შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის სპეციალური მომზადება?

პასუხი: სამოყვარულო შეჯიბრებებში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მართვის მოწმობა და შეჯიბრამდე რეგისტრაციის გავლა. შეჯიბრებების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება „ფორუმ.გე”-ს მეშვეობით, ვინაიდან მსგავსი ტიპის შეჯიბრებებს ფედერაციის გარდა, ცალკეული კლუბებიც ატარებენ. არსებობს სხვადასხვა ტიპის სამოყვარულო შეჯიბრებები, მაგრამ ყველა ტიპისთვის „მიცუბიში ევოლუშენი” არის საუკეთესო, რაც შეიძლება, ამ შეჯიბრებებისთვის გყავდეს. ის ქარხნულადვე აღჭურვილია ყველა საჭირო სისტემით, რაც მოყვარულ მძღოლს ეხმარება მანევრების უკეთ შესრულებაში. სამოყვარულო შეჯიბრებები არ ავალდებულებს მონაწილეს სპეციალური დამცავი კარკასის, სპორტული სავარძლისა და ღვედების გამოყენებას. სამოყვარულო შეჯიბრებები იმდენად გახსნილი და ინფორმაციულად დატვირთულია, პირველივე შეჯიბრების შემდეგ იოლად გაერკვევით ყველა ნიუანსში და თქვენს კითხვებსაც უპასუხებენ. 

კითხვა: ჩემი ავტომობილის კონდიციონერი საკმაოდ გვიან გრილდება. თითქმის უკვე დანიშნულების ადგილას ვარ მისული, როდესაც საკმარისად ცივი ჰაერის გამოშვებას იწყებს. ეს ნორმაა ასეთი სიცხეების დროს, თუ რამე სჭირს ჩემი ავტომობილის კონდიციონერს?

პასუხი: ეს სტანდარტული შემთხვევაა და სავარაუდოდ, თქვენს კონდიციონერს აკლია ფრეონი – სითხე, რომლის ბრუნვაც ავტომობილის სისტემის გაცივებას იწვევს. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, გჭირდებათ, იპოვოთ ადგილი, სადაც კონდიციონერებს ტუმბავენ და სთხოვოთ, რომ თქვენი კონდიციონერის სისტემა გასინჯონ და ზემოხსენებული სითხე დაამატონ. პრობლემა ამით იოლად გადაიჭრება. 

კითხვა: მყავს „ცე“ კლასის „მერსედესი“, რომელიც საკმაოდ ბევრ საწვავს მოიხმარს. მინდა, იგივე კლასის უფრო ეკონომიური ავტომობილის შეძენა, რომელიც ასეთივე კომფორტული და გამძლე იქნება. იქნებ მირჩიოთ, რა მოდელი შევიძინო?

პასუხი: პირველი, რასაც გირჩევდით, ეს იქნებოდა არა ავტომობილის შეცვლა, არამედ გაზის სისტემაზე მისი გადაყვანა. როგორი ეკონომიური მანქანაც არ უნდა შეიძინოთ, თუნდაც ძალიან მცირელიტრაჟიანი, მაინც ვერ აჯობებს ეკონომიაში გაზზე გადაყვანილ ავტომობილს. მით უმეტეს, კითხვიდან გამომდინარე, თქვენი ავტომობილი ძალიან მოგწონთ და ყველა პარამეტრით გაკმაყოფილებთ. თუ კატეგორიული წინააღმდეგი ხართ გაზზე გადასვლის, თუმცა ეს არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, მიუხედავად უამრავი ჭორისა, რაც მასზე შეიძლება გაიგოთ, მაშინ გირჩევდით, იაპონიის მიმართულებით წასვლას. შეიძინეთ „ტოიოტას” ან „ჰონდას” რომელიმე მოდელი, რომელიც კლასით ახლოსაა თქვენს ავტომობილთან. არჩევანის გაკეთებამდე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თანაბარი კუბატურის ძრავების შემთხვევაში, „ჰონდა” დაახლოებით ერთი 1.5 ლიტრით ნაკლებ საწვავს მოიხმარს „ტოიოტასთან” შედარებით. 

კითხვა: შეიძლება თუ არა ეგრეთ წოდებულ „ლისიჩკა ბეემვეში“, რომელიც აღჭურვილია 2-ლიტრიანი ძრავით, ჩავაყენო 2.5-ლიტრიანი ძრავა?

პასუხი: „ბეემვეს” უდიდესი უპირატესობა სხვა მწარმოებლებთან შედარებით ის არის, რომ ბევრი რამის შეცვლა შეიძლება სხვა, უფრო მძლავრი, ან უფრო სუსტი მოდელებიდან. აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს 2.0-იანი სიმძლავრის ნაცვლად, 2.5-იანი ძრავა დაუყენოთ, რომელსაც: რა თქმა უნდა, 2.5-ლიტრიანი ძრავის მაკომპლექტირებლებიც გადაჰყვება. ყოფილა შემთხვევა, ამ ტიპის ავტომობილში არა 2.5-ლიტრიანი, გაცილებით მძლავრი ძრავებიც კი ჩაუმონტაჟებიათ, როგორიცაა: „ემ3” და „ბეემვე 540,” როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში. 

კითხვა: მინდა: შევიძინო ავტომობილი 30 000 დოლარის ფარგლებში და „მერსედესის” რომელი მოდელი ვიყიდო – მართვის ავტომატური თუ მექანიკური კოლოფით? მირჩევნია, ავტომობილი იყოს კომფორტული, გამძლე და სწრაფი. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: ამ ფასში ბევრი საინტერესო ავტომობილის შეძენა შეიძლება, თუ „მერსედესზე” უარს იტყოდით. მაგრამ, რადგან პრიორიტეტს „მერსედესს” ანიჭებთ, მაშინ გირჩევთ არა „ჯიპს“, როგორიც ვთქვათ, ახალი „ემელია“, არამედ მსუბუქი, სპორტული სტილის „ცეელესი” ან „ესელი” აირჩიოთ, რომელიც ძალიან კომფორტული, სწრაფი და ამავდროულად, მდიდრულია.

კითხვა: ჩემს ავტომობილში ცუდი ბენზინი ჩავასხი და „კლაპნების” ხმაა. რით შეიძლება, ეს გამოსწორდეს?

პასუხი: სინამდვილეში ეს სარქველების ანუ „კლაპნების” ხმა არ არის. „კლაპნები,” მოწყობილობაა, საიდანაც ჰაერი შედის და რომლის გაღება-დაკეტვის შემთხვევაში, გამონაბოლქვის გამოდევნა ხდება. ეს მოწყობილობა წკრიალის დროსაც იდეალურად მუშაობს და ეს ადრე, ჩვენი რუბრიკის საშუალებით დეტალურად ავხსენი. რეალურად, ეს არის დეტონაციის ხმა. ანუ – ძრავაში მოხვედრილი დაბალი ხარისხის ბენზინი სრულად დაწვას ვერ ახერხებს. როდესაც სანთლიდან მიიღებს ნაპერწკალს, ის ერთი აფეთქებით სრულად დაწვას ვერ ახერხებს და ზედ დარჩენილი საწვავის პატარ-პატარა დაჯგუფებები ერთმანეთის მიმდევრობით ფეთქდება. ეს პატარა დაჯგუფებები ისე ფეთქდება, რომ სალონში წკრიალის ხმა ისმის. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, შედარებისთვის გეტყვით, ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, რა მოხდება?! ჯერ იქნება ერთი დიდი აფეთქება და მერე ტყვიები სულ სათითაოდ გასკდება, აფეთქდება. ზუსტად იგივე ხდება ავტომობილში. ერთმა დიდმა აფეთქებამ მოქმედებაში მოიყვანა დგუში, ხოლო დაუწვავი საწვავი შემდეგ თანდათან ფეთქდება.

скачать dle 11.3