კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იყო შეყვარებული სტალინი

„რომ შეიძლებოდეს და არჩევნის წინაშე დავდგე – ან ნადია ან ძალაუფლება – მე ნადიას ავირჩევდი!“

ნოსტალგია – 1944 წლის ნოემბერი

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი რკინისებური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, 1944 წლის შემოდგომაზე ოდნავ დასუსტდა. საამისოდ რამდენიმე სერიოზული მიზეზი არსებობდა. თავისთავად, ამ უზარმაზარ ომს დატვირთვაც შესაბამისი ჰქონდა და სხვა მის ადგილზე არათუ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც ვერ გაუძლებდა. ოქტომბრის ბოლოს დიდი ბელადი ჯერ ბრმა ნაწლავმა შეაწუხა და მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, შემდეგ კი გულმა უმტყუნა და თავისი ცხოვრების განმავლობაში, პირველად, მოუწია კარდიოლოგიურ კლინიკაში მკურნალობა. სტალინის ავადმყოფობა 7 ნოემბერს დაიწყო. ეს თარიღი სტალინის ცხოვრებაში ჩაიწერა როგორც უდიდესი ტრაგედიის დღე, რადგან სწორედ მაშინ მოიკლა თავი მისმა უსაყვარლესმა მეუღლემ, ნადეჟდა ალილუევამ. იგი 7 ნოემბერს, მეუღლის თვითმკვლელობის შემდეგ, არასოდეს ზეიმობდა. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის დღესასწაული იყო და სტალინი პარადს წითელ მოედანზე იღებდა, ის თითქმის მთელ დღეს განმარტოებული ატარებდა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე.

1944 წლის 7 ნოემბერს, ტრადიციული პარადის შემდეგ, სტალინი ჯერ კრემლში თავის ბინაში დაბრუნდა, შემდეგ კი სასაფლაოსკენ გაემართა ჩემი და ვლასიკის თანხლებით. ნადეჟდა სერგეევნას საფლავის შორიახლო შევჩერდით მე და ვლასიკი, სტალინი კი, ცოცხალი ვარდების თაიგულით მივიდა საფლავზე და იქ რამდენიმე საათი დაჰყო. დიდი ბელადი ჩვენგან ზურგით, ცალ მუხლზე ჩაჩოქილი, თითქმის უმოძრაოდ იდგა და ვერც ერთი ვერ ვხედავდით, რას აკეთებდა. ტრადიციულად, სასაფლაოს ყოველი ასეთი მონახულებისას, იგი სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო საფლავზე ჩაჩოქილი, შემდეგ კი იქვე, სპეციალურად გაკეთებულ სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე უსიტყვოდ. ასე რომ, ამდენ ხანს ჩაჩოქილი სტალინი ჩვენ არ გვახსოვდა და ვლასიკმა მანიშნა, – მიდი, მიუახლოვდი და შეხედეო. როცა სტალინთან მივედი და ფრთხილად, საკმაოდ შიშნარევმა შევავლე თვალი, დავინახე, რომ თვალები მოეჭუტა, არ ინძრეოდა, ვარდების თაიგული კი კვლავ ხელში ეჭირა. დავეჭვდი. უფრო მივუახლოვდი და მივხვდი, რომ დიდი ბელადი ცუდად იყო. მას სახეზე მიწის ფერი ედო. უკვე ძალიან ახლოს ვიყავი, როცა უნდა დაცემულიყო და ვარდნა დაიწყო. მე ხელი შევაშველე. მოვარდა ვლასიკიც. დიდი ბელადი ხელში ფრთხილად ავიყვანეთ და მანქანაში ჩავაწვინეთ. სტალინს ისე მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული ვარდების თაიგული ხელში, რომ ვერ გავაშვებინეთ. დიდი ბელადი თითქმის უგონოდ იყო, თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა და საფეთქლის პულსიც სუსტად ფეთქავდა. თვალების უპეები სველი ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ნამტირალევი იყო. კლინიკაში მისვლისთანავე, დიდი ბელადი ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილებაში შეიყვანეს, მაგრამ უკვე სრულიად იყო გონზე მოსული და კრემლში დაბრუნებას აპირებდა. თუმცა, ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, ფეხის მოცვლის საშუალება არ მივეცით. უმალვე დაცვა გავაძლიერეთ და კლინიკას ალყა შემოვარტყით. პალატაში კი, სადაც სტალინი იწვა, მხოლოდ უმკაცრესი კონტროლის შემდეგ ვუშვებდით სამედიცინო პერსონალს. კარდიოლოგიურ კლინიკაში ის ოთხი დღის განმავლობაში დარჩა და ამ პერიოდში, მე ის სულ სხვა კუთხით გავიცანი. მთელი ეს დღეები, ვლასიკისგან განსხვავებით, რომელიც დროგამოშვებით საავადმყოფოდან გადიოდა ხოლმე, მე დიდ ბელადს წამითაც არ მოვცილებივარ და თითქმის უძინარს, თვალი არ მომიშორებია მისთვის. სტალინს, ამ მცირეხნიანი, იძულებითი მკურნალობის განმავლობაში, წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა და იქაც საკმაოდ ინტენსიურად იყო დატვირთული. მხოლოდ ექიმების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, იგი აღარ მუშაობდა ღამით, თუმცა მაინც ძალიან ცოტა ეძინა და უმეტეს დროს საუბარში ატარებდა. სტალინთან ჩემი 33-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში მასთან, ერთად აღებული, 1 საათიც არ მისაუბრია, მაგრამ იმ ოთხი დღის – უფრო სწორად, ღამის – განმავლობაში ჩვენ დაუსრულებლად ვსაუბრობდით. უფრო სწორად, ლაპარაკობდა სტალინი, მე კი მის კითხვებს ვპასუხობდი. დიდი ბელადი მიყვებოდა თავის რევოლუციურ მოღვაწეობაზე, ბავშვობაზე; მეკითხებოდა ჩემი ოჯახის, წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ყველაზე მეტად უბრალო ადამიანების აზრის გაგება აინტერესებდა საბჭოთა მთავრობის შესახებ. მეც ყოველგვარი მორიდების გარეშე ვაწვდიდი მას ინფორმაციებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბელადის მმართველობის პერიოდში – განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის დროს – საკმაოდ გამკაცრებული ცენზურა იყო დაწესებული ადამიანების თითოეულ სიტყვაზე, სტალინს სხვისი, თუნდაც განსხვავებული, ოპოზიციური აზრის მოსმენა შეეძლო და არცთუ იშვიათად, ითვალისწინებდა კიდეც სხვის მოსაზრებებს. იმ ოთხი დღის – უფრო სწორად, ღამის – განმავლობაში, სტალინზე უფრო მეტი შევიტყვე, ვიდრე მთელი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის დროს. საქვეყნოდ ცნობილი მრისხანე სტალინი მე ძალიან რბილ, უბრალო და სენტიმენტალურ ადამიანად მომეჩვენა. უეცრად (რატომ, არ ვიცი), სტალინმა თავისი სიყვარულის ისტორიის მოყოლა დაიწყო – ნადეჟდა სერგეევნა ალილუევას გაცნობისა და სიყვარულის ამბავი მომიყვა: „ნადია“, – მომითხრობდა დიდი ბელადი, – „სულ ბავშვი იყო, როცა შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი და ცოლად მოვიყვანე. მისმა ბავშვობამ ჩემ თვალწინ ჩაიარა. მამამისი – სერგო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი იყო. ნადეჟდა მე, ერთხელ, ბაქოში ზღვიდანაც კი ამოვიყვანე, როცა იხრჩობოდაო“. ჩემდა გასაოცრად, როდესაც დიდი ბელადი ამ ისტორიებს მიყვებოდა, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, მაგრამ მე ვითომ, ვერ ვამჩნევდი, ის კი არც კი ცდილობდა თავის შეკავებას. ჩემი აზრით, სტალინის ასეთი სისუსტე ერთგვარი განმუხტვა იყო იმ მძიმე, მრავალათეული წლის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობის შემდეგ. ჩემი აზრით, სტალინი, თავისი სიცოცხლის ბოლომდე, უზომოდ ერთგული დარჩა თავისი გარდაცვლილი მეუღლისა  და მისი არყოფნით გამოწვეული უზომო ნოსტალგიით იყო შეპყრობილი. „ნადია“, – ასე დაასრულა თავისი ოთხდღიანი თხრობა სტალინმა, – „ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იყო და მისი დაღუპვა ერთ-ერთი უდიდესი დანაკლისია ჩემთვის. რას წარმოვიდგენდი, თუ ის სიკვდილს აპირებდა, თორემ გვერდიდან არ მოვიცილებდი. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს და არჩევნის წინაშე დავდგე – ნადია ან ძალაუფლება, მე ნადიას ავირჩევდი“. სტალინის ეს სიტყვები ჩვემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გაოცებისგან ენა ჩამივარდა. მან შეამჩნია ჩემი გაოცება და მეტი აღარაფერი მოუყოლია. თვალები მილულა და დაიძინა. მეორე დღეს, ექიმების ნებართვით, დიდი ბელადი საავადმყოფოდან გაეწერა. გასვლის წინ, სტალინმა მიხმო და მოკლედ მომიჭრა: „ნოსტალგია წარსულს ჩაბარდა, კვლავ სახელმწიფო გვიხმობს და ჩვენი გრძნობები უკანა პლანზე უნდა გადავიტანოთ“. ამით სტალინმა მაგრძნობინა, ენას კბილი დააჭირეო, თუმცა ჩემთვის ამის თქმა ზედმეტი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, იმ დღის შემდეგ, მე სტალინისადმი უფრო მეტი პატივისცემა, სიყვარული და თავდადება გამიჩნდა, რადგან მასში პირველად დავინახე ჩვეულებრივი ადამიანი, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური უცხო არ იყო.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით 

скачать dle 11.3