კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„უპრეცედენტოდ“ შეტეულები

ბოიკოტში

მერიის 27 თანამშრომლის ჯერ დაკითხვამ, მოგვიანებით კი იმ 27-დან 4-ის დაკავებამ, სხვათა შორის, არც მეტი, არც ნაკლები, 50 მილიონ ლარამდე მითვისების ბრალდებით, „ნაცმოძრაობაში“ მღელვარება გამოიწვია (მაგალითად, პრეზიდენტმა ბრძანა, როგორც კი „ნატოელებით“ დატვირთული თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა, მერიის თანამშრომლები მაშინვე დააპატიმრესო).

ცხელ გულზე მყოფნი, თავდაპირველად ნოდარ ხადურის გადადგომას ითხოვდნენ, შემდეგ – მის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას, საბოლოოდ კი, საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტირებაზე შეაჩერეს არჩევანი. 

ეს გულისმომკვლელი განცხადება ბ-ნმა ლევან ბეჟაშვილმა გაგვაცნო (მომყავს ციტატა): „ნაციონალური მოძაობის“ მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო შეტევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი კანონპროექტების განხილვაში ასეთ ვითარებაში, როგორიც არის სერიალები და ა.შ.“

თუ გავიხსენებთ, რომ შარშან ამ დროს ბ-ნი ბეჟაშვილის უწყებაში (აუდიტის სამსახურს ვგულისხმობ და ავადსახსენებელ ქ-ნ მოგელაძეს) ლამის ნახევარი საქართველო მიიყვანეს დაკითხვაზე და იმასაც დავამატებთ, რომ დასაკითხებს თითქმის აშიშვლებდნენ, შესაძლოა, ბ-ნი ბეჟაშვილის აღშფოთებაში იმანაც შეასრულა ლომის წილი, რომ ამ ხვატში მერიის თანამშრომლებს ფინანსურმა პოლიციამ ჩაცმულ-დახურულებს ჩაუტარა დაკითხვა?! 

ბუნებრივია, ეს ვერ იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის ბოიკოტის გამოცხადების ერთადერთი მოტივი: თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში თერმომეტრი 60 გრადუსს ურტყამს, ფინანსურ პოლიციას „ნაცმოძრაობისთვის“ სულზე მიუსწრია – ამ სიცხეში ბოიკოტი მისწრებაა!

скачать dle 11.3