კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აწ დაუმთხვევლები

ანუ „გულო, ჩადექ საგულესა“

უცხოური მედიაგამოცემის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ, თურმე, ჩვენი პრემიერი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლასა და პროცესების საზოგადოებრივი სექტორიდან დაკვირვებას აპირებს.

შევიტყვეთ და ავნერვიულდით, თუმცა საბოლოოდ, გული საგულეს ჩაგვიყენეს, ვინაიდან დაგვამშვიდეს, რომ, თუკი მოსახლეობის ნება არ იქნება, არავინ არსად წავაო. 

მეორე მხრივ, მართალია, შეშფოთებულებმა გული დაიმშვიდეს, მაგრამ ოპონენტები კვლავაც გულაჩქროლებულნი ბრძანდებიან.

კერძოდ, აწ უმცირესოელი ბ-ნი  დარჩიაშვილი უბნობს, ივანიშვილი მიდის, რადგან ქვეყნის ასეთ დეზინფორმაციულ–კომპრომაციულ სტილში მართვა დიდხანს შეუძლებელიაო (და მერე რა, რომ „ჩემი შენ გითხარიო“?!)!

მაგრამ აი, ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის ელჩი ბ-ნი ნორლანდის პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია. ეს უკანასკნელი დარწმუნებულია, რომ ბ-ნი ივანიშვილის ეს განცხადება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდე აშშ-ის ელჩებისა და იმ პოლიტიკური ძალის შეფასებები, რომელსაც ბ-ნი დარჩიაშვილი ეკუთვნის, როგორც წესი, დამთხვეული იყო, ანუ ერთმანეთს ემთხვეოდა, იბადება კითხვა: ვითომ შავმა კატამ გაირბინა?!

скачать dle 11.3