კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

აჩიკო მეფარიძემ ქართველ მსმენელს რეპერი გურუ წარუდგინა

მომღერალი აჩიკო მეფარიძე თბილისში ნაკლებად ჩანს, ეს კი იმის გამო ხდება, რომ ბოლო პერიოდში ის მოღვაწეობას რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ აჩიკომ ისევ მიიპყრო მსმენელის ყურადღება, ოღონდ, ამჯერად არა საკუთარი შემოქმედებით, არამედ, საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა შემსრულებელი, მაიკლ გური, რომელსაც მუსიკალურ სამყაროში „რეპერ გურუს“ სახელით იცნობენ. აჩიკომ საკუთარ თავზე აიღო გურუს პროდიუსერობა რასაც, გამოგიტყდებით და, ძალიან კარგად ართმევს თავს. გურუს ორი კლიპის პრეზენტაცია თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში გაიმართა, სადაც ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მივიდა. სტუმართა შორის უამრავ ცნობილ სახეს შეამჩნევდით არა მხოლოდ შოუ-ბიზნესიდან. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა და, ყველა კმაყოფილი დარჩა ნანახით, ხოლო აჩიკო და გურუ მეორე დღეს უკვე მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც აჩიკომ საუბრისას აღნიშნა, ამ პროექტის ფარგლებში ისინი ძალიან ბევრ სიურპრიზს უმზადებენ მსმენელს. ასე რომ, იმედია, რეპერი გურუს სახელი კიდევ არაერთხელ გაიჟღერებს როგორც ქართულ, ასე რუსულ შოუ-ბიზნესში.

скачать dle 11.3