სად და როგორ აღინიშნა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე თბილისში
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს, კლუბ „ფ1-ში“ აღინიშნა. ამ ღონისძიებამ უკვე ტრადიციული სახე მიიღო. მისი სლოგანია – „ჟურნალისტები ჟურნალისტებისთვის.“ საღამოს, ჟურნალისტების გარდა, ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც: მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე, მარიტა როხვაძე, ლაშა რამიშვილი, ბექა ბროლაძე და სხვები. საღამოს უძღვებოდა ლიზა ვადაჭკორია, რომელმაც მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მისცა და სხვადასხვა გათამაშებასა და ვიქტორინაში გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს არც ის დარჩენიათ ყურადღების მიღმა, რომ დარბაზში ორი იუბილარი იჯდა – თემურ ყვითელაშვილი და ამ საღამოს ორგანიზატორი კობა ბრეგვაძე. „ტუსოვკა“ გვიან ღამემდე გაგრძელდა და სტუმრები შესანიშნავად გაერთნენ.