კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითვალისწინებს ლელა კაკულიას რჩევებს თეთრ სახლში და წავა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი წინასწარმეტყველის, ქალბატონ ლელა კაკულიას წარსულში ნათქვამი მომავლის წინასწარმეტყველება, სიტყვა-სიტყვით ახდა. მან, არაერთ მოვლენაზე გააკეთა პროგნოზი და არც ერთხელ არ შემცდარა. მისი ფენომენალური ნიჭის შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთაც საუბრობენ – არაერთი ქვეყნიდან ჰქონდა მიწვევა, მაგრამ მან სამშობლო არ დატოვა და მისივე თქმით, ის იქ დარჩა, სადაც მისი ადგილია. რამდენიმე თვეა, რაც ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველება, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს, რადიო „ამერიკის ხმაზე” ისმის და მას, ოკეანის გადაღმა, ამერიკელი პოლიტიკოსები გაფაციცებით ელოდებიან და უსმენენ. 

ლელა კაკულია: როცა მომავლის ხედვა მეწყება, არ აქვს მნიშვნელობა, დღეა თუ ღამე, ვჯდები და მის წერას ვიწყებ. წლების დაგროვილი მასალა დაარქივებული მაქვს და მასში უამრავი გლობალური, მსოფლიოს მომავლის პროგნოზია აღწერილი. ეს მასალები შევიდა ჩემს წიგნში, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა. სხვათა შორის, სწორედ ამ წიგნში მაქვს ნაქვამი, რომ ჩემი აღიარება მსოფლიოში  დაიწყება ამერიკიდან და გული მწყდება, რომ ეს საქართველოდან არ იწყება-მეთქი. მოკლედ, ამ წიგნით დაინტერესდნენ ამერიკელები. მათთვის ეს წიგნი სენსაცია აღმოჩნდა და სწორედ ამერიკაში გამოვიდა ორ ტომად წიგნი, რომელსაც ჰქვია „ახალი სიტყვა”. სწორედ, ეს გახდა ჩემი ამერიკული კარიერის საბაბი, რადიო „ამერიკის ხმაში” შოუ გამეკეთებინა და წამყვანის მიერ დასმულ კითხვებზე პირდაპირ საქართველოდან მეპასუხა. პირველი გადაცემა 2013 წლის 28 მარტს გავიდა, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.  ჩემთვის დისტანციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამაზე ამერიკელები გიჟდებიან (იცინის). წამყვანი, ძირითადად, ამერიკის და ასევე, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ საკითხებზე მისვამს კითხვებს, რაზეც მე ვპასუხობ და როგორც დავაკვირდი, მას არაერთი ამერიკელი, ცნობილი პოლიტიკოსი ითვალისწინებს. ეს მათ ქმედებაში და გამოსვლებში ნათლად ჩანს. გამოვალ რადიოს ეთერში, ვიტყვი და მერე ვაკვირდები, რომ ზუსტად ორ კვირაში ამერიკის მთავრობა ისე იქცევა, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე. თავიდან, ნახევარი საათი იყო რადიო-გადაცემისთვის გამოყოფილი, თუმცა კითხვების სიმრავლის გამო, ახლა ერთსაათიანია. დღეს რაც ხდება შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში, მე ეს 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე. პირდაპირ ხელი დავადე ახლო აღმოსავლეთს და ვთქვი, აქ ომები იქნება-მეთქი, იაპონიაში კი მიწისძვრას და ატომურ აფეთქებას ვხედავ, რომელიც ცუნამს გამოიწვევს და უამრავი ადამიანი ემსხვერპლება-მეთქი. მახსოვს, ამაზე გადაცემა გააკეთეს მაშინ და წამყვანმა გაკვირვებით მითხრა, ქალბატონო ლელა, იაპონიაში მიწისძვრები სულ არისო. ვუთხარი, არა გენაცვალე, ეს ისეთი მასშტაბის მიწისძვრა იქნება, მსოფლიო ალაპარაკდება-მეთქი. ეს წიგნშიც შევიტანე და სამწუხაროდ, ეს წინასწარმეტყველება სიტყვა-სიტყვით ახდა. ვინც კითხულობს ჩემს წიგნს, ყველა ინტრიგდება, უამრავი კითხვა უჩნდებათ და ვერ იჯერებენ, ნუთუ ეს მოხდებაო? ფაქტია, ჯერ არ შევმცდარვარ. 

– ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ახსენეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია. ეს როდის არის მოსალოდნელი და ძირითადად, რომელი ქვეყნები იქნებიან ამ ომში ჩართული?

– ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და ეს გარდაუვალია. ამას ჩემს წიგნშიც ვწინასწარმეტყველებ. მესამე მსოფლიო ომში გაიმარჯვებს ამერიკა და მისი პოლიტიკის მომხრე ქვეყნები, მუსლიმანები კი დამარცხდებიან. უამრავი ქვეყანა დაზარალდება ამით, მაგრამ საქართველო – არა. ისე გამოვძვრებით მესამე მსოფლიო ომიდან, რომ ერთი ბომბიც არ ჩამოვარდება ჩვენს მიწაზე.  

– თქვენი წინასწარმეტყველებით, საქართველოს ნატოში შესვლა რამდენად მალე მოხდება და თუ მოახერხებს ამას ქართულ პოლიტიკაში მოსული ახალი მთავრობა?

– მე ვხედავ, წინასწარ რა მოხდება, თუმცა დროს ვერ დაგიკონკრეტებთ. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი ხვალ ახდეს, შეიძლება, ხუთი ან ათი წლის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ის, რაზეც ვსაუბრობ. დამიჯერეთ, საქართველო ნატოში აუცილებლად შევა, თუმცა მალევე დატოვებს მას და მე ვხედავ როგორ ხდება ნეიტრალური ქვეყანა საქართველო, შვეიცარიის მსგავსად. მთავრობის მოწყობა კი ისრაელის მსგავსი იქნება. ასევე, ვხედავ მესამე ძალას, რომელიც აუცილებლად მოვა საქართველოს მთავრობაში და ის გადაარჩენს ქვეყანას. აი, ეს მესამე ძალა შეძლებს სწორედ იმ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, რომელსაც ასე ელის ყოველი ჩვენგანი. ამ მესამე ძალის ლიდერი დღეს საქართველოში არ ცხოვრობს, ის ევროპაშია და აუცილებლად ჩამოვა, როცა მისი დრო მოვა. სწორედ ის მოახერხებს მომავალში საქართველოს ჩიხიდან გამოყვანას. მესამე ძალას მე „მეცნიერები” დავარქვი და ისინი ნამდვილად მეცნიერები იქნებიან, რომლებსაც უცხოეთში ექნებათ ის ცოდნა და გამოცდილება მიღებული და დაგროვებული, რაც საქართველოს სჭირდება. პარლამენტიც და მთავრობაც ამ მესამე ძალით დაკომპლექტდება და სულ სხვა ცხოვრება გველის. 

– შვეიცარიის მსგავსი ქვეყანა, ტერიტორიების დაბრუნება და ასე შემდეგ... ეს, ცოტა შორეული პერსპექტივა ხომ არ არის საქართველოსთვის?

– ეს შორეული პერსპექტივა ნამდვილად არ არის, ამას აუცილებლად მოვესწრებით და მეც ვზივარ და ველოდები (იცინის). კიდევ ვამბობ, რომ იმ მესამე ძალას, დიდი სკოლა აქვს ევროპაში გავლილი და მას ამერიკელები და ევროპელები ძალიან აფასებენ, ელოდებიან მის მოსვლას საქართველოს მთავრობაში. ის თავიდან ბოლომდე ქართველია, საქართველოში დაბადებული, დღეს ევროპაში ცხოვრობს და აუცილებლად დაბრუნდება თავის ქვეყანაში მხსნელად. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ის დაკარგული ტერიტორიები, საერთოდ ის, რაც საქართველოში ხდება და ძალიან განვიცდი ზოგადად შექმნილ სიტუაციას. კიდევ ვამბობ, ველოდები აფხაზეთის, სამაჩაბლოს, საინგილოს დაბრუნებას და ამას თავად რუსები დაგვიბრუნებენ. რუსეთი ბომბზე ზის, ის დაშლის პირასაა და პუტინს არაფერი გამოუვა. 

– ქალბატონო ლელა, თქვენს შთამომავალს თუ აქვს წინასწარგანჭვრეტის ნიჭი?

– ჩემი ქალიშვილი თამარი ძალიან ჭკვიანი, განათლებული და ძლიერი გოგოა. სწორი მიმართულებები და ანალიზის უნარი გააჩნია. ის ახლა კემბრიჯში სამართალს სწავლობს, სამართალი კი მართავს პოლიტიკას. ცხრა წელი მოუწევს იქ ყოფნა და მასში ვხედავ დიდ პოტენციალს. ასევე, მას ქართულ პოლიტიკაში ვხედავ მომავალში, იმ მესამე ძალასთან ერთად. 

– თავად თუ გეგმავთ ამერიკაში ჩასვლას? როგორც ვიცი, მათი დიდი სურვილია, რომ ლელა კაკულია იქ ჩავიდეს.

– ამერიკელებს ძალიან უნდათ ჩემი იქ ჩასვლა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ. შეიძლება, ცოტა ხნით წავიდე, მაგრამ არა – სამუდამოდ. მე საქართველოს ვჭირდები და არაერთი ქართველი პოლიტიკოსი მოდის და მეკითხება რჩევას. რასაკვირველია, მე მათ სახელებსა  და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ფაქტია და ვერც თავად უარყოფენ. წარმოიდგინეთ, ამერიკამ თუ მომაგნო, ქართველი პოლიტიკოსი ვერ მოვიდოდა ჩემამდე (იცინის) თითქმის ყველაა ჩემთან ნამყოფი. ამას წინათ დაუწერიათ სოციალურ ქსელში და ბევრი ვიცინე: ლელა კაკულიას იცით როგორ ესალმებიან? ქალბატონო ლელა, გამარჯობა, როგორ ხარ (იცინის). მოსკოვიდანაც, თავად დუმას დეპუტატებისგანაც მაქვს შემოთავაზება. უნდათ, იქ ჩავიდე, მაგრამ არ მივდივარ. ვიცი, უცხოეთში ისეთ პირობებს შემიქმნიან, აქ დაბრუნება აღარ მომინდება. ამიტომაც ვიკავებ თავს. მე მინდა, ჩემი ენერგია და ნიჭი ჩემს ქართველ ერს და ქვეყანას მოვახმარო. რუსი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი ძალიან ხშირად მეკითხება რჩევას და სხვათა შორის, ითვალისწინებს კიდეც. მე მას არ დავასახელებ, მაგრამ ეს, სულ მალე გამოაშკარავდება. თუმცა გაგიმხელთ და გეტყვით, რომ აუცილებლად შევხვდები ამერიკის პრეზიდენტს პირისპირ და ეს ბარაკ ობამა ნამდვილად არ იქნება (იცინის).

– თქვენ და პაატა ბურჭულაძე ნათესავები ხართ. მას თუ უწინასწარმეტყველებდით ბავშვობაში იმ წარმატებებს, რომელსაც მომავალში მიაღწია?

– მე და პაატა ბურჭულაძე დეიდაშვილები ვართ, ერთად გავიზარდეთ. ძალიან ახლოს ვიყავით ადრე, ახლა კი მას თავისი საქმე აქვს, მე – ჩემი, თუმცა ყოველთვის ვკითხულობთ და ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. ყოველთვის ვიცოდი, რომ თავისი ნიჭით ბევრს მიაღწევდა. 

– ცნობილია, რომ ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან წლებია, მეგობრობთ. ხშირად გეკითხებოდათ რჩევებს?

– ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ. მე ედუარდი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. სულ მეხუმრება, რასაც შენ ზიხარ და ფიქრობ, ერთი დიდი მედალი გეკუთვნის, ჰოდა, ყველას ჰკიდია და შენც დაიკიდეო (იცინის). 

– ავთო იოსელიანთანაც მეგობრობა გაკავშირებდათ? და, ის თუ არის მართალი, რომ ქართული „კაგებე” თქვენი ნათქვამით ხელმძღვანელობდა წლების წინ?

– დიახ, მე და ავთო იოსელიანი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. უჭკვიანესი ადამიანი იყო და სულ მეკითხებოდა რჩევებს, ისე ნაბიჯს არ გადადგამდა. რაც შეეხება „კაგებეს“, ახლობელი მყავს, რომელიც წლების წინ მუშაობდა იქ და მან მითხრა, ყოველთვის შენი ჟურნალი უდევს მაგიდაზე უფროსობას და იმით ხელმძღვანელობენო. დიდი დრო გავიდა და მე ეს ახლა გავიგე. 

– მიხეილ სააკაშვილს იცნობთ პირადად?

– არა, მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ბევრი მასზე ნაწინასწარმეტყველები წინ დახვდა. უდიდესი შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამაში გარემოცვამაც დიდი როლი ითამაშა და მხოლოდ ერთ ადამიანს ვერ მივაწერთ. ისეთი წრე შეიკრა „ნაციონალებისა,” რომ მისი მართვა გაძნელდა. 

– ბიძინა ივანიშვილს თუ შეხვედრიხართ პირისპირ? რამდენად გამართლებულია მისი პოლიტიკა და რეალურად, თუ აპირებს ის ქართული პოლიტიკიდან წასვლას?

– ოპერაში გავიცანი ბატონი ბიძინა. მივედი, ხელი ჩამოვართვი და მოვიკითხეთ ერთმანეთი. მითხრა, მე თქვენ გიცნობთო. მეც ვუთხარი, ჩემს გაზეთში თქვენზე სტატია დავწერე და აუცილებლად წაიკითხეთ-მეთქი. ეს იყო ჩვენი პირველი გაცნობა. თავის საქმეში ძლიერი ადამიანია, პოლიტიკაშიც თავის ძალებს ცდის. პოლიტიკიდან კი ისე არ წავა, სანამ ყველაფერს არ დაალაგებს. ქართულ პოლიტიკაში ისეთი მოულოდნელი გეგმები აქვს, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს და ამას ის ჯერ ვერ ხვდება. ეს ჩემი წინასწარმეტყველებაა, რომელსაც პირველად ვამბობ. ის ისე არ წავა პოლიტიკიდან, რომ კითხვის ნიშნები  დაუტოვოს ქართველ ხალხს. ურთულეს ჩიხში მოექცა, როცა პოლიტიკაში მოვიდა, მაგრამ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან მოახერხებს. 

– თავად ბიძინა ივანიშვილი ხომ არ მოიყვანს იმ მესამე ძალას საქართველოს მთავრობაში, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ?

– ამას მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილს მოჰყავს მესამე ძალა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს გარდაუვალია. ამ მესამე ძალას ყველა არ მიესალმება, მაგრამ თავად პრემიერი მიიღებს მათ პოლიტიკას. 

– ქალბატონო ლელა, უახლოეს მომავალში რა გლობალურ ცვლილებებს ხედავთ?

– უახლოეს მომავალში მსოფლიოში ვხედავ ეკონომიკურ კრიზისს. ბევრ სახელმწიფოში გამოვა ხალხი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ვხედავ არეულობებს, მთავრობების შეცვლას, ახალ პოლიტიკას, დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში, კანონების შეცვლის მოთხოვნით ხალხის აბუნტებას. ასევე, ვხედავ ორად გახლეჩილ ჩინეთს და დიდ სიკვდილიანობას, იაპონიაში რადიაციის გაჟონვას, რუსეთის მხრიდან კოლონიზაციის მცდელობას და უკრაინასთან ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტის გამწვავებას. ასე რომ, თუ რუსეთში ახალი ძალები არ მოვიდა, ძალიან ცუდად ექნებათ საქმე. ფაქტობრივად, რუსეთი იშლება. საქართველოში რაიმე გლობალური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა წყალდიდობებს და მიწისძვრებს, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვძვრებით და სულ მალე გავხდებით ნომერი პირველი ქვეყანა – პატარა შვეიცარია! 

скачать dle 11.3