კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის გახდა კრისტი ყიფშიძე „ციური სხეული“ და ვისთვის აპირებს ის სულიერად და გონებრივად განწმენდას

„დასამალი არაფერი მაქვს და არც არაფერს ვაკეთებ ისეთს. დავმალო, რომ DALOOD-თან ერთად გავაკეთე მაისურები და ვმუშაობ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში? რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არაფერი ხდება. წელიწად-ნახევარია, მარტო ვარ. მშვენივრად ვგრძნობ თავს და არ მაქვს იმის განცდა, რატომ ვარ მარტო. რაც უფრო დიდხანს ვიქნები მარტო, მით მეტად განვიწმინდები შინაგანად, გულში, ტვინში და მზად ვიქნები ჩემს  ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპისთვის...“ – ეს არის ამონარიდი კრისტი ყიფშიძის ინტერვიუდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გულახდილი რესპონდენტია.

კრისტი ყიფშიძე: 4 ნოემბერს 20 წელი გახდება, რაც პოდიუმზე ვდგავარ და ყველა მეუბნება, ხომ არ აღნიშნავო. 17 წელი სპონტანურად აღვნიშნე და ვფიქრობ, 20 წელიც ხომ არ აღვნიშნო? ეს არის ჩემი საყვარელი დღე და არასდროს დამავიწყდება, რადგან ამ დღეს მოხდა ჩემი მეორედ დაბადება. როცა მოდელობა დავიწყე, ვფიქრობდი: მაქსიმუმ, 5 წელი დავრჩებოდი პოდიუმზე-მეთქი. ანუ ბავშვობიდან მოდელობა არ ყოფილა ჩემი იდეა-ფიქსი. თუ ვფიქრობდი და ვოცნებობდი, ეს იყო კინოში გადაღება – ამაზე ნამდვილად მიფიქრია ბავშვობაში. 16 წლის ვიყავი მაშინ, ახლა 36 წლის ვხდები. არ ვმალავ ასაკს და ვფიქრობ, ბუნება ჩემს მხარეს არის. ვფიქრობ‚ ძლიერი და ჯიშიანი გენეტიკა მაქვს, ამისთვის მადლობელი ვარ მშობლების. 

– შენს მშობლებზე არასდროს გვისაუბრია.

– ჩემთვის ჩემი მშობლები არიან ყველაზე სამაგალითო მშობლები და წყვილი. 12 წლის იყვნენ, ერთმანეთი რომ გაიცნეს. ახლა ისინი 54 წლის არიან. სულ ერთად არიან, უყვართ და ერთმანეთისთვის არასდროს უღალატიათ. სამწუხაროდ‚ მე ასე ჯერ არ გამმართლებია, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად გამიმართლებს.

– ასეთ ოჯახში გაზრდილი შვილები, ხშირად‚ სტაბილურ ოჯახზე ოცნებობენ, მოსიყვარულე მეუღლეზე, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ. 

– როცა ასეთ გარემოში ხარ გაზრდილი, ეჩვევი კიდეც და ასეც ფიქრობ, მაგრამ‚ ჩემი აზრით‚ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის. ავდგები ახლა, მივალ ვიღაცასთან და ხვალვე გავთხოვდები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მეორე დღესვე გავშორდები. ასეთი რაღაცეები შეკვეთით არ ხდება, ამიტომ მგონია, რომ ჯერ ჩემი ბედი არ მოსულა. ზოგადად‚ ცხოვრება მაგალითებს, შანსებს გაძლევს. გააჩნია‚ ამ ყველაფერს შენ როგორ გამოიყენებ. ჩემი საქმე, მოდელობაც ბედის ამბავი იყო. უცებ აღმოვჩნდი სცენაზე, უცებ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო და გავყევი დინებას. ოღონდ, სწორად უნდა გათვალო‚ საით გაცურო. 

– 16 წლის ასაკში ეს არ არის ადვილი.

– ალბათ‚ ესეც ბედის, მშობლების, მერე უკვე ქმრის დამსახურება იყო. ჩემი დედამთილის, რომელიც ჯერ არ იყო დედამთილი, როდესაც მასთან რეპეტიციებზე დავდიოდი და მახსოვს: ძალიან მოვწონდი. მოკლედ‚ ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მაგრამ მე რომ არ მქონოდა ნიჭი, არაფერი გამომივიდოდა. მოდელებს მასტერ-კლასებს ხშირად ვუტარებ და ვფიქრობ, რომ როგორც მსახიობს, მხატვარს, მწერალს სჭირდება ნიჭი, ასევე სჭირდება ნიჭი მოდელს. ამას ვერ ასწავლი... მერე ნელ-ნელა ხდება ადამიანის ტრანსფორმირება. უნდა გადახვიდე სხვადასხვა ეტაპზე, შენი ნიშა დაიკავო. ადამიანები ამბობენ, რომ თამამი მოდელი ვარ. ნატალიას ზოგჯერ ნერვები ეშლება ხოლმე: გიყურებენო. მე სულ ვამბობ, როდესაც მოდელი ხარ და დაიწყე ეს საქმე, უკვე საზოგადოებას ეკუთვნი, რომელსაც შენ შესახებ რაღაცეები აინტერესებს. პატარა ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის სამაგალითო უნდა იყო, არ უნდა მოიქცე ცუდად, მოკლედ, ბევრი რამ არის, რაც უნდა გაითვალისწინო. ეს რთულიც არის, მაგრამ‚ იმავდროულად‚ საინტერესო. თუმცა ვიცი, სად უნდა გამოვაჩინო სხეულის რაღაც ნაწილი და სად – არა, სად შემიძლია დავიბეჭდო და სად – არა. ანუ, ჩემი წესები მაქვს, რომელსაც არ ვარღვევ. მე მხოლოდ მოდელი არ ვარ, თუმცა ამან მოიტანა ის, რომ დღეს საავტორო უფლებათა ასოციაციის ფიარ-მენეჯერი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. თან მოწოდებით ვარ აღმომჩენი და მიხარია, რომ ჩვენს ჟურნალში, „ქოფი რაით“‚ მაქვს ჩემი რუბრიკა და ვცდილობ, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას, მერე მათ დახმარებას. ბევრი ფული რომ მქონდეს, ალბათ‚ ყველაზე ცნობილი მეცენატი ვიქნებოდი.

– საზოგადოებას უკვე დიზაინერის ამპლუაშიც მოევლინე. უკვე იყიდება მაისურები, რომელზეც შენი ფოტოებია დაპრინტული.

– პროექტს ჰქვია „კრისტი ფორ დალოოდ“. როგორიც იცი, მოდის სახლი „დალოოდის“ მთავარი ბაზა არის თბილისში, ხოლო მოსკოვში არის „დალოოდ მოსკოვ“, ანუ ქართველი დიზაინერების მულტიბრენდული ბუტიკი, სადაც გაიყიდება ჩემი მაისურები, ისევე, როგორც თბილისში. ფოტოები, რომელზეც ძირითადად ჩემი ხელებია აღბეჭდილი, ეკუთვნის ირა კუდრაშოვას. მან სპეციალურად ამ მაისურებისთვის გადაიღო ეს ფოტოები. ბევრს აქვს ნათქვამი, რომ ძალიან მეტყველი ხელები მაქვს. ირას ეს განსაკუთრებულად მოსწონს. პროექტს ჰქვია „ციური სხეული“ და ხუმრობით „ვარსკვლავს“ მეძახდა. ამ პროექტზე კლიპიც გადავიღეთ. სცენარი ჩემია და გადაიღო შოთიკო ბოჭორიშვილმა. ეს იქნება სარეკლამო რგოლი ჩემი მაისურებისთვის, რომელიც უკვე იყიდება და ვფიქრობ, ბევრს ეცმევა, რადგან ლამაზი და სუპერთანამედროვეა. დიზაინის მხრივ‚ რამდენიმეში დამეხმარა ირაკლი რუსაძე, რისთვისაც მადლობას ვუხდი. დანარჩენი ყველაფერი „დალოოდის“ ბაზაზე მოხდა – მათია მკერავი, ქსოვილი, პრინტი; ჩემი არის: იდეა, სახელი და ყველაფერზე სირბილი. 

– კიდევ რას შემოგვთავაზებს კრისტი?

– მინდა, ყველაფერი ვცადო. სულ ძიებაში ვარ, რადგან ეს საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენაში გეხმარება. რაც უფრო მეტ რაღაცას აღმოაჩენ, გეცოდინება, მით უფრო კარგია შენთვის. რომ ამბობენ‚ მინდა 16 წლის ვიყოო, მე არ მინდა. მომწონს ჩემი ასაკი, სხვანაირად ვაფასებ, სხვანაირად ვუყურებ, თან ამხელა შვილი მყავს. ბევრი საინტერესო ეტაპი გავიარე და კიდევ უფრო ბევრს გავივლი. როცა რაღაცას ვაკეთებ, ვფიქრობ, მე ეს შემიძლია, ჩემს ძალებში ჯდება-მეთქი და თან‚ ბევრს ვფიქრობ. უცებ, ქარაფშუტულად არაფერი მომიფიქრებია.

– პირად ცხოვრებაზეც ბევრს ფიქრობ? ზოგი ქალი, როდესაც საქმე პირად ცხოვრებას, მამაკაცთან ურთიერთობას ეხება, ძალიან სუსტი ხდება.

– არანაირად არ ვარ სუსტი, პირიქით‚ მანიპულატორი ვარ. ჯერჯერობით ნამდვილი სიყვარული არ მეწვია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ის რომ ყოფილიყო სიყვარული, დღეს ხომ გეტყოდი, რომ ისევ შეყვარებული ვარ, მიყვარს-მეთქი. ვფიქრობ, სიყვარული არ მთავრდება, ტრანსფორმაციას განიცდის, სხვა გრადაციაში გადადის. მაგრამ ინტუიცია მაქვს, რომ მეწვევა... ყველაფერი ზემოდან ხდება: ვიღაც ვიღაცისთვის არის შექმნილი, იმას რაღაც სწყურია, შენც გწყურია – მჯერა ასეთი რაღაცეების.

– რომანტიკოსიც ყოფილხარ.

– კი. თუ მეყოლება ქმარი, სულ მომინდება, რომ ყველაფერი ზღაპრულად წარიმართოს. ამიტომ ისიც ჩემნაირი უნდა იყოს, რომ ყველაფერი ყოველდღიურ, უღიმღამო ცხოვრებაში არ გადაიზარდოს. სულ სიახლეები და უსასრულობა უნდა იყოს. ეს გრძნობა ბოლომდე უნდა გაგყვეს. მერე ამას ემატება შვილები, შვილიშვილები და ყველაფერი ჰარმონიაში მოდის. საქმე, პოდიუმზე გამოსვლა სულ სხვა რამ არის, მაგრამ შვილი სულ სხვაა. არასდროს მითქვამს: ვნანობ, რატომ გავთხოვდი-მეთქი... 7 წლის განმავლობაში ვიყავი გათხოვილი, 7 კი ჩემთვის მნიშვნელოვანი რიცხვია. 1977 წელს ვარ დაბადებული, შვიდი თვის დაიბადა ნატალია და ასე შემდეგ. ხშირად მეკითხებიან: რას ფიქრობთ, ვინ არის თქვენი კონკურენტიო. მე ვპასუხობ: მე კონკურენტი არ მყავს-მეთქი. იმიტომ კი არა, რომ ყველაზე მაგარი ვარ, უბრალოდ‚ მე მაქვს ჩემი ადგილი, რომელსაც მხოლოდ ჩემს შვილს დავუთმობ. 

– როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი 20 წლის შემდეგ?

– კი არის სასაცილო, მაგრამ კიდევ გამოვალ პოდიუმზე. შეიძლება‚ ზურგს უკან ჩემზეც ამბობენ: რა არის, ჩამოვიდეს პოდიუმიდანო, მაგრამ მაყურებელს უნდა ჩემი დანახვა, დიზაინერს უნდა, ჩემთვის შექმნას, მე მინდა, მაყურებლის წინაშე წარვდგე. დათუნა სულიკაშვილი ამბობს: კრისტი 80 წლის რომ იყოს, ჯოხით დადიოდეს, მაინც გამოვიყვან პოდიუმზეო. 

скачать dle 11.3