კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აოკებს ლიკა ლაბაძეს და რა აუვარდა თავში სამორი ბალდეს

სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგ, კვლავ აღმოჩნდნენ ტანდემში – ამჯერად, „იმედის“ განახლებულ „დილაში” გრძელდება მათი მეგობრობა. სამორისა და ლიკას ურთიერთობაზე პროექტში ყოფნისას ხშირად ჭორაობდნენ, ბევრს სურდა თბილისში, ისინი ერთად ენახა. 

 

– სამორი, ლიკა, დიდი ხანია, აღარ ყოფილხართ ჩვენი ჟურნალის სტუმრები. მოკლედ, ისე მოხდა, რომ იმედის „დილაშიც” ერთად ხართ. დილას ცოტა სპეციფიკური რეჟიმი აქვს და როგორ შეეგუეთ, არ გიჭირთ?

ლიკა ლაბაძე: განსხვავება, უპირველესად, ის არის, რომ „პირველ არხზე” დღეგამოშვებით ვიყავი. ძალიან იშვიათად მიწევდა ჩანაცვლება და მიჭირდა, სიმართლე გითხრა, ვერც წარმომედგინა, მთელი კვირა გადაბმულად, ასეთ რეჟიმში მუშაობა. ამ ეტაპზე მხოლოდ „იმედის დილაა” ჩემი ცხოვრება და მთელი გრაფიკიც მასზე მაქვს აწყობილი. არ მახსოვს, დამეგვიანოს ან ჩამძინებოდეს. ეთერის მერე კი ვარ გამოფიტული ძალიან, მაგრამ ერთი სული ნამდვილად არ მაქვს, როდის მოვა შვებულება, რომ დავისვენო (იცინის). 

სამორი ბალდე: მე მაინცდამაინც ადრე ვერ ვწვები, ღამის ცხოვრებას ვარ მიჩვეული, გვიან ვწვები და მიჭირს ადრე ადგომა. ქასთინგი არ გამივლია, უცებ მოხდა ეს ყველაფერი... თუ გამოძინებული ვარ, არა უშავს, ზოგჯერ ეთერამდე მხოლოდ ორი საათი მძინავს. კარგია, რომ თავისუფალი ფორმატია და იმპროვიზების საშუალებას გაძლევს. 

ლიკა: ერთი-ორჯერ იყო სამორი ჩვენთან სტუმრად, ჰოდა, იმდენად მოუხდა ამ გარემოს, რომ ყველას მოეწონა. ვიფიქრეთ, რაღა სტუმრად ვატაროთ, ბარემ წამყვანი გახდესო (იცინიან).  

– კამერის შიში უკვე აღარც ერთს არ გაქვთ?

სამორი: პრინციპში, მე არც მქონია არასდროს.

ლიკა: მე ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სცენა და კამერა. პატარაობისას, მახსოვს, ბავშვების კონცერტებს ვუკეთებდი ორგანიზებას. ლიფტში ჩავჯდებოდი და გარეთ დედაჩემი მელოდებოდა (იცინიან). რომ გამოვიდოდი, მუსიკას რთავდა და მოკლედ, წამყვანი ვიყავი ხოლმე. სხვათა შორის, სპექტაკლზე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვიდრე რეპეტიციაზე. მიყვარს აუდიტორია – ხალხი რომ მიყურებს, უფრო მეტი ადრენალინია. ბევრ ჟურნალისტს აქვს კამერის დისკომფორტი, მე – არა. მით უმეტეს, არ ვღელავ ვიზუალის გამო. უკვე იმდენად ვიცი ჩემი სხეული – როგორ უნდა დავჯდე, არ მაქვს ამის პრობლემა. მთელი ცხოვრება სარკეში ჩემს თავს ვძერწავ და ოპერატორებთან ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია – ამ ხედით გადამიღე, ისე არ გამომაჩინო... 

– ვაიმე, რაღაც ვამჩნევ, რომ ლიკა უფრო მოლაპარაკეა. შენ ამით ხომ არ იჩაგრები, სამორი?

– არა, არა (იცინიან) ბუნებრივი ბალანსია...

– ეგ როგორ, ქალსა და მამაკაცს შორის?

– რატომ ქალსა და მამაკაცს – მეტად მოლაპარაკესა და ნაკლებად მოლაპარაკეს შორის.

ლიკა: ამ შემთხვევაში რაღაც უზრდელივით გამოვდივარ. საერთოდ, ჩაჩრა არ მიყვარს, მაგრამ რაღაც თუ მომივა აზრად, აუცილებლად „ვეტენები”, მინდა უცებ ვთქვა. სამორიც ასე, დიპლომატიურად მითმობს – ხელის აწევით. ერთმანეთს კარგად ვუგებთ ძალიან, თითქმის არ ვკამათობთ, ერთი-ორჯერ იყო მარტო ცეკვების დროს და ისიც სტრესის გამო. ეთერის მერე ბევრს ვმაიმუნობთ ხოლმე. 

სამორი: ჩვენ ფრონტის მეგობრები ვართ, იქიდან მოვდივართ ერთად (იცინიან). 

– შენს მუსიკალურ კარიერაში რა ხდება?

– დეკემბერში გამოვუშვი ალბომი, ორ თვეში ჩავწერეთ – უცებ-უცებ, მაგრამ ხარისხს ეს არ დატყობია. პრინციპში, ისეთი ჟანრია, პოპულარობას ეგ არ მომიტანს, არ არის კომერციული მუსიკა. კიდევ ვსწავლობ მუსიკალური განხრით, კლუბში ვმუშაობ, რა ვიცი...

– პოპულარობაზე გამახსენდა, ამ პროექტის მერე, ალბათ, ბევრად უფრო პოპულარულები გახდით და ცოტა ხომ არ გაწუხებთ ეგ ამბავი?

ლიკა: პრინციპში, ალბათ, სამორი უფრო, ვიდრე მე. კი, მსიამოვნებს, როცა ადამიანებისგან სითბოს ვგრძნობ, მე თვითონაც ძალიან თბილი ვარ მართლა. შემაწუხებელი ნამდვილად არ არის. თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, არ მახსოვს, ლოყებს იხოკავდეს ვინმე, გაგიჟებული მომდევდეს ან ეთერის მერე მხვდებოდეს ტელევიზიასთან (იცინის). სამაგიეროდ, სამორი ისე უყვართ ბავშვებს, თმის თითო ღერზე თითო ბავშვი ჰკიდია.

სამორი: საერთოდ არ მიყვარს ყურადღება დიდად...

ლიკა: ჰო, ჩვენ შორის ეგ განსხვავებაა.

– გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, სამორი. 

სამორი: ეგრეა, მე ინტროვერტი ვარ. არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება – უბრალოდ მიწევს და პრინციპში, შევეჩვიე უკვე. ნარცისიზმი ნამდვილად არ დამმართნია პროექტის მერე. კი ამბობენ ვიღაცეები, სამორი ბალდეს თავში აუვარდაო, მაგრამ რაში გამოიხატება თავში ავარდნა, ვერ გავიგე. რაღაც მომენტში, თუ ტელეფონს არ ვპასუხობ, არ ნიშნავს, რომ თავში ამივარდა. მე ისედაც არასდროს მიყვარდა ჟურნალისტები, ვერიდებოდი ზედმეტ ყურადღებას. ტელევიზიიდან უამრავი შემოთავაზება მქონდა ბავშვობიდანვე. წარმოიდგინე, 10 წლამდე ასაკში, უამრავ ტელეპროექტზე, კლიპზე, ფილმზეა საუბარი. ლამის ერთადერთი შავკანიანი ბავშვი ვიყავი ამ ქალაქში. ისედაც მთელი ბავშვობა გაშვერილი თითებისა და მზერის ქვეშ გავატარე – აღარ მინდოდა. უბრალოდ, ახლა ჩემს ბედს აღარ გავექეცი. 

– უცხო ზარებით არ გაწუხებენ?

– როგორ არა, მირეკავენ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ კერპი ვარ – რომელი მაიკლ ჯექსონი მე ვარ (იცინიან). წივილ-კივილით ვინმე გამომკიდებოდეს, არ მახსოვს. 

– აბა, ლიკამ თქვა წეღან საუბარში, ქალბატონებს სამორის დანახვაზე თვალები უბრწყინდებათო. არ ხარ შენ, ეტყობა, დაკვირვებული ადამიანი. 

– პირიქით, ძალიან დაკვირვებული ვარ, მაგრამ რომც შევამჩნიო, რა?! – მივიდე და ვუთხრა, აჰა, დავინახე, შენ ჩემ დანახვაზე, თვალები რომ გაგიბრწყინდა-მეთქი? თან, ჩავინიშნო „პწიჩკებით”, რამდენ ქალს უბრწყინდება თვალები ჩემ დანახვაზე?

ლიკა: მე ვამჩნევ, რომ ქალბატონებს მოსწონთ სამორი. ბევრმა მამაკაცმაც ქართულ ოჯახებში ამ პროექტის მერე ცეკვაში ვარჯიში დაიწყო (იცინის). მე ქალი ვარ და უფრო ვამჩნევ, ყველა ეპრანჭება.

– რთული ხასიათი არც ერთს არ უნდა გქონდეთ, მგონი.

სამორი: არა, პირიქით, ორივეს საკმაოდ რთული ხასიათი გვაქვს. მე რომ მკითხო, არც არსებობს მარტივი ადამიანი, უბრალოდ გააჩნია, ვის როგორ უგებ და ეწყობი. 

ლიკა: მე ურთიერთობაში მარტივი ვარ, მაგრამ სიღრმეში რომ მიდიხარ, მერე მოდის სირთულეები. ეს იმ ადამიანებმა იციან, ვისთანაც ახლოს ვარ – განსაკუთრებით დედაჩემს ამოასხამს ხოლმე ხანდახან: შენ ვინ ყოფილხარო. ადრე უფრო მიჭირდა კომპრომისებზე წასვლა, უფრო რთული ვიყავი, ბოლო დროს შევიცვალე... გავიზარდე, ალბათ. თუმცა, მაინც ეგოისტი ვარ. 

სამორი: დაღვინდი, აღარ ხარ მაჭარი (იცინიან).

ლიკა: დედაჩემს აქვს საოცარი ინტუიცია, მე კიდევ ექსცენტრიკულად სულსწრაფი ვარ. სულ ცდილობს, დამაოკოს. არადა, დედა ხშირად მართალია ხოლმე. დასტა ფურცლებით მხვდება გადაცემის მერე. არ არის ეგრე – ჩემი გოგოა ტელევიზორში, დედა ენაცვალოსო. 

– სამორი, შენს შემთხვევაშიც ასეა საქმე?

– ეგრეც არაა, რომ გაძლებაზე და გაქცევაზე იყვნენ, როდის წავა ეს სამორიო. მთავარია, მქონდეს ჩემი ტერიტორია და დისტანცია ადამიანებთან. დისტანცია მეუღლესთანაც საჭიროა, ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცე ადამიანს. ისედაც არავის ვუშვებ ადვილად ახლოს და შესაბამისად, იმედგაცრუებებიც არ მქონია. ბავშვობიდან ძალიან რაციონალურად ვუდგებოდი ყველაფერს. იშვიათად ვცდები ადამიანის ცნობაში. ერთი დღის გაცნობილს მეგობარს ეძახიან და მერე ღვრიან ცრემლებს, რა დებილი ვარო. საჭირო არ არის ყველაფრის ფორსირება. 

– ჭორებზე გკითხავთ, ახლაც ამბობენ თქვენზე, რომ რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ და პროექტის მერეც ბევრს ჰქონდა სურვილი, ერთად ენახეთ. 

სამორი: ძალიან ბანალური მოლოდინი იყო. რადგან ერთად ვცეკვავდით, ერთმანეთი უნდა შეგვყვარებოდა? 

ლიკა: აუ, უნდა შეგვყვარებოდა და რუსთაველის გამზირზე გადაგვეხადა დიდი ქორწილი! იფიქრეს, ქართულის ცეკვაც იციან, ბინაც აქვთო... აგვწყობია რა, ცხოვრება. ბევრს ჰგონია, დღესაც, რომ ერთად ვართ და არ ვახმაურებთ. 

– ვიცი, რომ ცვლილებებია შენს პირად ცხოვრებაში. 

– ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ამას წინათ დაწერეს, ამბობენ, გათხოვილია, თუმცა ამას არ ადასტურებსო. არის რაღაცა პატარა ცვლილებები. 

скачать dle 11.3