კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ უნდა მიშა სულუხიას სკანდალური მომღერლის იმიჯი და როგორ შეცვალა მან თავისი ცხოვრება

მომღერალი მიშა სულუხია საკმაოდ დიდი ხანია, არ გამოჩენილა პრესის ფურცლებზე და არც მის ირგვლივ აგორებული სკანდალი გაჟღერებულა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი რესპონდენტი საქართველოში არ იმყოფებოდა – თავისი კარიერის განვითარების გარკვეული ეტაპი მან ევროპას „მიუძღვნა“. ცოტა ხნის წინ ის საკმაოდ კარგი და საინტერესო ახალი ამბებით დაბრუნდა საქართველოში. ისიც შევიტყვეთ, რომ სკანდალური პოპ-შემსრულებელი თვალსა და ხელს შუა კლასიკური ჟანრის მომღერლად ჩამოყალიბდა. რა სიახლეები აქვს მას და რისთვის ემზადება ახლო მომავალში, მას შემდეგ შეიტყობთ, როცა ინტერვიუს ბოლომდე ჩაიკითხავთ.

– დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ მედიასივრცეში. ვიცი, რომ გაქვს სიახლეები და ახლახან ევროტურნედან დაბრუნდი. 

– გარკვეულწილად პროფილი შევიცვალე. მას შემდეგ, რაც კონტრტენორის ტემბრი აღმომიჩინეს (რაც ძალიან იშვიათობა ყოფილა და მსოფლიოში სულ რაღაც ათეული მამაკაცია ასეთი), კლასიკურ სფეროში გადავინაცვლე, საოპერო სასიმღერო ჟანრში. გადავწყვიტე ჩემი თავი კლასიკურ სფეროს მივუძღვნა, მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი მაქვს: დავამთავრე კონსერვატორია, ვუკრავ ვიოლინოზე და სხვა ინსტრუმენტებზე. 

– როგორ გრძნობ თავს ამ ჟანრში?

– ძალიან კომფორტულად, რაც ყველაზე მთავარია შემსრულებლისთვის. სწორედ ამის გამო ვიყავი წასული ევროპაში, რაც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის. სხვათა შორის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ, მიწვევა მაქვს შვეიცარიიდან, სადაც აუცილებლად გავემგზავრები სექტემბერ-ოქტრომბერში.

– კლიპის გადაღება გაქვს დაგეგმილი, როგორც გავიგე.

– ჯულიო კაჩინი არის იტალიელი კომპოზიტორი, რომელსაც ერთ-ერთი „ავე მარია“ აქვს დაწერილი. სწორედ კაჩინის „ავე მარიაზე“ იგეგმება ვიდეოს გადაღება ისრაელში. არსებობს კლასიკური მუსიკისა და ჯაზის სატელევიზიო არხი – „მეცო“, რომელიც ყველაზე ცნობილი არხია მთელ პლანეტაზე და სწორედ მის ეთერში გავა ჩემი ახალი კლიპი. მათ თავისი ფორმატული მოთხოვნები ჰქონდათ, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ კლიპის გადაღებისას. ასე რომ, მალე პლანეტის ყველაზე ცნობილ არხზე ქართველი შემსრულებლის ვიდეო იტრიალებს, რაც ჩემი აზრით, ნამდვილად მისასალმებელია.

– ხმა მომივიდა, რომ საკმაოდ კარგი კონტრაქტი მზადდება. მაინტერესებს, ეს ჭორია თუ სიმართლე?

– ჭორი ნამდვილად არ არის. საკმაოდ ძლიერ აგენტურაზე გავედი რომში, სადაც შემსრულებელს ეძებდნენ მოცარტის სპექტაკლში „ფიგაროს ქორწინება“. არის ერთი როლი, რომელსაც კონტრტენორი ასრულებს, ანუ – ჩემი ხმა. არიას მღერის მამაკაცი, მაგრამ პარტიტურა დაწერილია სოპრანოს რეგისტრში. ყოველთვის ჭირს კარგი კონტრტენორის მოძიება. მოსმენაზე რომ გავედი, მათი მოწონება დავიმსახურე და ამჯერად უკვე კონტრაქტისთვის ვემზადები. სამწუხაროდ, შემიზღუდეს სრული ინფორმაციის გაცემა ამ ეტაპზე. მოკლედ, ასეთ სამზადისში ვარ.

– შენზე ხშირად გორდებოდა სკანდალები, თუმცა, ბოლო დროს იმიჯი საგრძნობლად შეიცვალე. ეს იმის გამო ხომ არ მოხდა, რომ პოპსამყაროდან კლასიკურ ჟანრში გადაინაცვლე? 

– ჩემ გარშემო „დამხმარე“ სკანდალები ხშირად ვითარდებოდა; რამდენჯერმე ისიც მოვახერხე, რომ მთელი ქართული პრესის ყურადღება გამოვიწვიე, მაგალითად, მოლდოვის სკანდალთან დაკავშირებით. რაღა დაგიმალოთ და, ეს გარკვეულწილად, იყო პროტესტიც და ფიარის ნაწილიც. ალბათ, ასაკის მომატებასთან ერთად, ადამიანს საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები და შეხედულებებიც ეცვლება. ასე რომ, მეც დავდინჯდი და, მინდა, უფრო სხვა მხრივ წარმოვაჩინო თავი, ვიდრე სკანდალებით. ნამდვილად აღარ მინდა, სკანდალური მომღერალი ვიყო.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირადი ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, გასაშუქებლად რომ ღირდეს. თუმცა, ბოლო დროს გარკვეულწილად, მიფიქრია და მინდა ოჯახის შექმნა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით თავს ვიკავებ – მინდა, საკუთარი თავი გარკვეულ საფეხურზე ავიყვანო, რომ მზად ვიყო სრულყოფილი ოჯახის შესაქმნელად. სხვა მხრივ რა, ფლირტები ნამდვილად არის, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას. არიან პიროვნებები, რომლებიც ფიგურირებენ ჩემს ცხოვრებასთან ახლოს. დედაჩემი კი არის ძალიან დაინტერესებული ჩემი პირადით, რადგან შვილიშვილი უნდა ძალიან. თავის დროზე, რა თქმა უნდა, ესეც იქნება. 

– კმაყოფილი ხარ ამ ეტაპზე შენი პირადი ცხოვრებით?

– ამაზე ამ ეტაპზე მართლა არ ვფიქრობ  სერიოზულად, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ჩემი პირადით. 24 წლის ვარ და, ვფიქრობ ყველაფერი წინ არის. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, თუმცა, სულ ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ რაღაცას ვერ ვასწრებ.

– საქართველოში თუ იგეგმება კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებ როგორც პოპ- შემსრულებელი?

– დიახ, კონცერტები იგეგმება. მართალია, კლასიკურ ჟანრში გადავინაცვლე, მაგრამ, ქართველ ორგანიზატორებს ხშირ შემთხვევაში მაინც პოპ-შემსრულებლად წარმოვუდგენივარ და, შემოთავაზებაზე, მინდა თუ არ მინდა, უარს ვერ ვამბობ სხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობაზე. სექტემბერში, სანამ საქართველოდან წავალ, სოლო კონცერტის ჩატარება მინდა. სურვილი მაქვს, მსმენელის წინაშე საკუთარი თავი კლასიკური ჟანრშიც წარმოვადგინო.

– დღეში რამდენ საათს მუშაობ?

– ყოველდღე რამდენიმე საათი მაინც ვმუშაობ ჩემს სტუდიაში, სხვაგვარად წარმოუდგენელია. არის ისეთი შემთხვევები, როცა ჩემს უცხოელ პედაგოგთან სკაიპის საშუალებით გავდივარ მასტერკლასებს. 

– მეზობლები როგორ უძლებენ შენს ქრონიკულ რეპეტიციებს?

– ბედნიერი ვარ, რომ ეს პრობლემა არ მაქვს, რადგან, პირველი, მეორე და მესამე სართულები სულ ჩვენია, ამიტომ, არავის არ ვაწუხებ.

скачать dle 11.3