კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუმტკიცა საკუთარ თავს ბაჩო ქაჯაიამ და რა შემთხვევაში უჭირს მას საკუთარ თავზე საუბარი

მსახიობი ბაჩო ქაჯაია წლების განმავლობაში ინარჩუნებს მაყურებლის სიყვარულსა და ყურადღებას; უფრო მეტიც, ბევრისთვის ის დღემდე ლაშა ტორონჯაძეა. სერიალი „შუა ქალაქში” ჩვენი რესპონდენტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია და მაყურებელი ყოველ შაბათ-კვირას ინტერესით ელის ახალ სერიას. რა სიახლეებია ბაჩოს ცხოვრებასა და შემოქმედებაში ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– საკმაოდ ცხელი ზაფხული გიდგას: სერიალის გადაღებები ჯერჯერობით არ შეჩერებულა; პარალელურად – რეპეტიციები თეატრში და ასე შემდეგ. როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს ამ სიცხეში?

– კონდიციონერის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, შევიმსუბუქოთ შრომა, უფრო მეტიც, სასიამოვნოც კი გავხადოთ.

– ძალიან მალე მესამე ქალიშვილის მამა ხდები.

– უკვე ყოველდღე ველოდებით. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა მესამე შვილის მამა ხდები.

– ალბათ, მთელი ოჯახი დიდ მოლოდინში ხართ, განსაკუთრებით – გოგონები.

– ბავშვები ძალიან ელოდებიან, უნდათ, რომ ნამდვილი თოჯინა ჰყავდეთ სახლში. განსაკუთრებით უმცროსი ვერ ითმენს, დედამისს ეუბნება: აუ, დედა, მალე გამოაჩინე პატარაო.

– რამდენი წლის არიან?

– 6 და 5 წლის. უფროსი წელს სკოლაში მიდის.

– კარგი მამა ხარ?

– არა მიშავს. მთლად მკაცრი არ ვარ, არც დამყოლი, სადღაც შუაში ვარ.

– როგორი ქმარი ხარ?

– ჩემს თავზე მიჭირს საუბარი, თუმცა, როგორც ჩემი მეუღლე მეუბნება, კარგი და ყურადღებიანი ქმარი ვარ.

– რაც შეეხება „შუა ქალაქს,” როდის მთავრდება მიმდინარე სეზონი?

– ალბათ, ივლისის ბოლომდე იქნება ეთერში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, გამეორებები გავა.

– ამ 16 სეზონის განმავლობაში მაყურებელმა ძალიან შეგიყვარა. ბევრმა არც კი იცის შენი ნამდვილი სახელი, უმრავლესობისთვის მაინც ლაშა ხარ.

– ბოლო დროს მაყურებლის ნაწილი ბაჩოსაც მეძახის, თუმცა, ადრე ყველა „ლაშათი“ მომმართავდა.

– ბევრს ისიც აინტერესებს, როგორია მათი საყვარელი გმირი რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, რა საერთო გაქვთ შენ და ლაშას?

– პირველ ყოვლისა – წონა. 

– გასულ წელს საგრძნობლად დაიკელი წონაში, წელს კი, როგორც ჩანს, აღარ აკონტროლებ ამ ყველაფერს.

– შარშან უგულავას ცნობილ დიეტაზე ვიყავი და მართლა ბევრი დავიკელი, ახლა კი აღარ ვიცავ. მაშინ მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ გახდომა შემეძლო და ეს მოვახერხე. თუ მომეპრიანა მერე კიდევ დავიკლებ ალბათ.

– რეპეტიციები რომელ თეატრში გაქვს და რა პიესაზე მუშაობთ?

– თავისუფალ თეატრში მაქვს რეპეტიციები, ბატონი კოტე აბაშიძე დგამს სპექტაკლს, პიესას ჰქვია „ძვირფასი პამელა.” სხვათა შორის, ჩემი და თამუნა ნიკოლაძის ტანდემი ისევ შედგა. სპექტაკლში, ასევე, დაკავებულები არიან ძალიან კარგი მსახიობები; ბატონი გია აბესალაშვილი, რუსიკო ბოლქვაძე და სხვები. ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში პრემიერაც შედგება.

– მაყურებლის რეაქცია როგორია, როცა უკვე სცენაზე ხედავენ თავიანთ საყვარელ ლაშიკოს?

– ახმეტელისა და თავისუფალი თეატრის გარდა გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის მსახიობიც ვარ. გიორგი შალუტაშვილმა დადგა იქ სპექტაკლი, რომელშიც ვითამაშე ფსიქოლოგიური დრამა. მოკლედ, ძალიან „ჟიზნენი” სპექტაკლია. როცა მაყურებელმა გაიგო, მე ვმონაწილეობდი, ყველას ეგონა, კომედიური ჟანრის სპექტაკლი იქნებოდა და სიცილით უნდ დახოცილიყვნენ. რომ გამოვჩნდი ერთი-ორი კი გაიცინეს, მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ სასაცილო სულაც არ იყო. სხვათა შორის შემიძლია, ვთქვა, რომ გორის თეატრის მაყურებელი ძალიან მაღალი დონისაა და ზუსტად მიხვდა ყველა რეაქციას. თავიდან კი გაუკვირდათ, ასეთ როლში რომ მიხილეს, მაგრამ, მერე ყველაფერი ზუსტად აღიქვეს.

– ანუ, მაყურებელმა უკვე იცის, რომ ბაჩო ქაჯაია მხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობი არ არის. ქუჩაში რა ხდება შენს დანახვაზე?

– ყველა ძალიან თბილი და დადებითი ემოციებით მესალმება და მეც ვცდილობ, რომ იგივე დავუბრუნო. ყურადღებით ნამდვილად არ ვწუხდები.

– სულ არასდროს გზღუდავს მათი ყურადღება?

– ალბათ, მაშინ, როცა მეჩქარება და ამ დროს მესაუბრებიან ან ფოტოს გადაღება სურთ ჩემთან ერთად, თან, ერთი კადრი კი არა, რამდენიმე – იქნებ არ გამოვიდეს ერთი.

– დარწმუნებული ვარ, შენი ფოტო ძალიან ბევრ ოჯახშია.

– ამაში მეც დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, ჩემს ფოტოებს, რომლებიც არ მაქვს, ხშირად ინტერნეტსივრცეში ვპოულობ. ერთხელ სოციალურ ქსელში ჩემი სახელითა და გვარით გვერდიც ვნახე გახსნილი თავისი ფოტოებით. არც ვიცოდი, ეს ფოტოები თუ არსებობდა და გადმოვიწერე.

– ცნობილ ადამიანებს ხშირად პრობლემებიც ექმნებათ იმის გამო, რომ მათი სახელითა და გვარით სოციალურ ქსელში არაერთ გვერდს ხსნიან. შეიძლება, ვინმეს მიმოწერაც ჰქონდეს და არც იცოდეს, რომ შენ არ გესაუბრება. რეალურად „ფეისბუქზე“ თუ გაქვს გვერდი გახსნილი?

– გვერდი კი მაქვს გახსნილი, მაგრამ დიდად არ ვსარგებლობ. მე კიდევ რა მიჭირს, საწუწუნო არაფერი მაქვს, ბაჩო ქაჯაიას სახელით რამდენიმე გვერდია გახსნილი, ზოგის სახელით კი 15 და კიდევ უფრო მეტი გვერდი არსებობს. 

– როგორია შენი საზაფხულო გეგმები?

– გამომდინარე იქიდან, რომ პატარას ველოდებით, ჯერ თბილისში ვართ. რომ დაიბადება და ცოტა წამოიჩიტება, ყველა ბებია-ბაბუასთან წავალთ ხაშურში. 

скачать dle 11.3