კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადო-მაზო – ქართულად

„ყველაფერი ვიცით, ყველაფერს ვხედავთ“

რაკი საინფორმაციო ნაკადები გაიხსნა, ისეთი შხუილ-შხუილით მოედინება ჩვენი თვალ-ყურისკენ, თერგს შეშურდება. თუმცა, რაღა თერგს, როდესაც ამ ინფორმაციის გადამკიდე, თვით დედაქალაქის საკრებულოშიც კი, ყოფილმა მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. 

განხეთქილების ვაშლის როლი ამჯერად სამალავებში აღმოჩენილმა ვიდეოჩანაწერებმა შეასრულა, მით უფრო, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი სამალავი არაერთია; შესაბამისად, ვიდეოჩანაწერებიც – ძალადობის ამსახველი.

იმ მიზეზით, რომ ამ ჩანაწერებში ძირითადად მამაკაცებზე განხორციელებული ძალადობაა აღწერილი, არათუ მეორე პლანზე გადაინაცვლა, საერთოდაც გაფერმკრთალდა ქალებზე ძალადობის თემა, რაც ჩვენი პატრიარქალური კულტურისთვის აგრერიგად დამახასიათებელია, განსაკუთრებით, ოჯახური ძალადობის კუთხით.

შესაძლოა, ამ ვაკუუმის ამოსავსებად, გასულ კვირას ქ-ნმა მოროშკინამ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რას ითხოვდა მიხეილ სააკაშვილი თავისი პარტნიორი ქალებისგან; . მეტიც, აკონკრეტებს: „მაზოხისტურ რაღაცეებს.“

ზედაც, გვპირდება, რომ ამის შესახებ მრავლადაც დაიწერება და ამის მოყოლის მსურველებიც მოიძებნებიან (ოღონდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ).

ჩვენ არ ვიცით, შეარყევს თუ არა ამომრჩევლის თვალში პრეზიდენტის მორალურ იმიჯს ის, რის მოყოლასაც გვპირდებიან, თუმცა, თავისთავად, იბადება რიტორიკული კითხვა: თუ ეგ პატიოსანი ქალია, თავად საიდან იცის?!   

скачать dle 11.3