კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვეღარ გავძეხი…“

ანუ, 4 დღეზე დახურდავებული

„რა ვქნა, ნენა, ვეღარ გავძეხი სიცოცხლით. ხარბია კაცის გული. მრცხვენია თქმა, თვარა, კიდე ქე მინდა სიცოცხლე. მეფემ სამი დღის სიცოცხლისთვის ბრმა ლეკვი შეჭამა.“

(ნოდარ დუმბაძე)

მხოლოდ გასულ კვირას შევიტყვეთ დაზუსტებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართებოდა. თავდაპირველად, ქ-ნი მანჯგალაძის ბაგეებმა გვამცნო, რომ ახალ პრეზიდენტს მრავალარჩევნებგამოვლილი ამომრჩეველი 27 ოქტომბერს აირჩევდა. მოგვიანებით, ანდრო ბარნოვის ბაგეებმა იღაღადა, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა და საპრეზიდენტო არჩევნები არა 27, არამედ 31 ოქტომბერს, გაგანია ხუთშაბათ დღეს შედგებოდა.

იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს  მოქალაქეების უმეტესობა უმუშევარია, რა – ხუთშაბათი და რა  – კვირა, მათთვის ორივე  უქმეა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის, სულ მცირე, მეოთხედი (თუ მეტი არა) სარჩოს მოსაპოვებლად უცხოეთშია მიმოფანტული, 31 ოქტომბრის საარჩევნო ვერსია პოლიტიკოსებმაც გააპროტესტეს და არსამთავრობოელებმაც.

რაც მთავარია, ჰოი, საკვირველებავ და, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდეც შეხვდა და, ზედაც, მოუსმინა (ჭეშმარიტად, მაშინ მოდის გამოცდილება, როცა იგი აღარ გვჭირდება); რაც მთავარია, მათი ძახილი ყურად იღო და იმავე ბ-ნი ბარნოვის ბაგეებმა გვახარა, რომ, რაკი ხალხის ნება უზენაესია, დაე, იყოს 27-ო.

მოარული ხმებით, 4 დღის დამატების მიზეზი თითქოს ის იყო, რომ პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე სურს პრეზიდენტის რანგში ჩასვლა (ეს უკანასკნელი ნოემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს), თუმცა, თუ არჩევნების შედეგი სადავო არ გახდა, ეს მაინც ვერ მოხდება – ვერც 27-ისა და ვერც 31-ის ვერსიის შემთხვევაში. 

ბუნებრივია, ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ, რა გახდა ამ ჩვენი პირველი პირის 4 დღემდე დახურდავების მიზეზი, თუმცა, ის კი ცნობილია, რომ, რაც უფრო სწრაფად ადიხარ მაღლა, მით მტკივნეულია დაბლა დაშვება. მაგრამ, შესაძლოა, საქმე გაცილებით მარტივადაც იყოს: სამი დღის სიცოცხლისთვის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საპრეზიდენტო სიცოცხლე იგულისხმება) მეფემ  ცოცხალი ბრმა ლეკვი შეჭამაო?!

скачать dle 11.3