კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „აუდი ა4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავით, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. სერვისცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან შეკეთება ვცადე, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია. თუმცა ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემას ვერ გადაჭრით. ამ პროცედურის შემდგომ ძრავს სჭირდება „დანასტროიკება,” ანუ ზუსტი გათვლებით ყველა ელემენტარული დეტალის გასწორება. თუ კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და მდგომარეობა მაინც არ გამოსწორდა, შესაძლებელია ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყო დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავის გამართულ მუშაობას. ჯობია, ისევ სერვისცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გაუკეთონ ტურბინის სქემის მუშაობას.

კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსი”, ახალი მოდელი, ჰეჩბექის ტიპის. იქნებ დამიხასიათოთ ეს მანქანა. ვგულისხმობ, გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს. რამდენად ეკონომიურია და რა არის მისი სუსტი მხარე? რა დამიჯდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა იაპონიიდან ან გერმანიიდან?

პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავით და რა თქმა უნდა, თუ ის უნდა დავახასიათოთ,  მაშინ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე”. ეს ავტომობილები აღჭურვილია ან 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავებით. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ 2.0-იანი მასთან შედარებით წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ” ცნობილია საწვავის დიდი რაოდენობით მოხმარებით, მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი” 2.0-იანი ძრავით ას კილომეტრზე დაახლოებით თხუთმეთ ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით. რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს”, ის ძალიან სუსტი აქვს და ფუჭდება. ამიტომ, საკმაოდ გაგაწვალებთ, მაგრამ, სამაგიეროდ სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილია წარმოუდგენლად გამძლე და თითქმის არ ფუჭდება. რაც შეეხება „სუბარუს” ჩამოყვანას, ფასი საკმაოდ ცვალებადია: გააჩნია ქვეყანას, საიდანაც ჩამოიყვანთ, მანქანის მდგომარეობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და სხვა. თუმცა, საქართველოში იმდენად დაწეულია მანქანებზე ფასები, შეგიძლიათ ადგილზეც მშვენიერ ფასად შეიძინოთ, რამდენიმეთვიანი ლოდინი დიდ განსხვავებას არ მოგცემთ.

კითხვა: ახალბედა მძღოლი ვარ, სულ ახლახან შევიძინე მანქანა და ვცდილობ, რაც შეიძლება ფრთხილად მოვექცე. მაგრამ, ამ ბოლო დროს, რაც უფრო გავთამამდი და უკვე დიდი სიჩქარითაც დავდივარ, მოდება მიხურდება. მეუბნებიან, რომ მას არასაჭირო დროს ვიყენებ და პრობლემა ეს არისო. მერე ვჩერდები, ველოდები როდის გაგრილდება და მივდივარ. იქნებ, ამიხსნათ, რატომ ხურდება და დაზიანდება მოდება ჩვეულებრივ რეჟიმში მისი გამოყენების დროს?

პასუხი: მოდების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზად მოსახმარია ავტომობილში. განსაკუთრებით „საცოდავია ის“, როდესაც დამწყები მძღოლები მიუსხდებიან საჭეს და უხეშად ეპყრობიან ან საერთოდ არ უშვებენ ფეხს, რათა ავტომობილი არ ჩაუქრეთ. თქვენ, ალბათ, ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც საერთოდ არ უშვებს ფეხს, იქნება ეს მუხრუჭის გამოყენება თუ სხვა მომენტი. ამ დროს კი ყველაზე ხშირად ხდება მოდების ცვეთა. რეალურად, მოდების მოხმარებას ძალიან მარტივი წესები აქვს, ის ითიშება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა გიწევთ ან სრული გაჩერება გნებავთ. „ცეპლენიას” რომ მოუფრთხილდეთ და დიდხანს იმუშაოს, საჭიროა, ხანგრძლივად არ იხმაროთ ის. ხშირად ავტომობილის გაჩერებამდე, იქნება ეს შუქნიშანთან თუ პარკინგი, საჭიროზე მეტხანს აჭერენ ფეხს მოდების პედალს. არადა, ეს ასე უნდა მოხდეს: მოდებას თიშავთ, როცა ავტომობილი უკვე ჩერდება, მანამდე მხოლოდ მუხრუჭს აწვებით. მუხრუჭით მაქსიმალურად, უნდა შეანელოთ სვლა და ბოლოს დააწვეთ „ცეპლენიას,” რომ არ ჩაქრეს. თუ მაინცდამაინც რბილად გაჩერება გსურთ და თან გეშინიათ იმის, რომ ავტომობილი არ ჩაქრეს, უმჯობესია, თავიდანვე ამოაგდოთ ბერკეტი სიჩქარეებიდან, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდით” მიხვიდეთ, ვთქვათ, შუქნიშნამდე და მხოლოდ მუხრუჭით გააჩეროთ ავტომობილი. ამ დროს მას ნაკლები ძალა ადგება. თუ სიჩქარეებშია ავტომობილიც იქ მთელი ტრანსმისია მუშაობს და ავტომობილი უფრო დაძაბულია. 

კითხვა: მყავს 1999 წლის გამოშვება „სუზუკი გრანდ ვიტარა”. ჩემდა გასაკვირად ორი დღის წინ, დილით აღმოვაჩინე, რომ საჭე ძალიან რთულად დასამორჩილებელი გახდა, უხეშია. შესაბამისი ღვედი დასუსტებული არ არის, საბურავებში წნევა ნორმალურია, ჯვარედინი გადამცემი, ეგრეთ წოდებული „კრესტავინა,“ დაზიანებული არ არის, ჰიდრავლიკის ზეთი არ აკლია. როგორც მეუბნებიან, ყველა სიმპტომით პრობლემა ჰიდრავლიკის ტუმბოშიაო. რას შეეძლო ამის გამოწვევა, ვის მივმართო და როგორ ავიცილო მსგავსი პრობლემა შემდგომში? 

პასუხი: ამ შემთხვევაში პრობლემას შეიძლება ქმნიდეს ორი მიზეზი: პირველი, ეს არის ჰიდრავლიკის ტუმბო, რომელიც წნევას ქმნის. შეიძლება ის დაზიანდა და საჭირო წნევას ვერ, ან საერთოდ არ ქმნის; მეორე, დაზიანდა ეგრეთ წოდებული „რულავოი კალონკა”, მოწყობილობა, რომელიც საჭის მართვას უზრუნველყოფს. ანუ, შესაძლებელია ტუმბოსთვის საჭირო წნევა „რულავოის” მიეწოდებოდეს, მაგრამ ის სათანადოდ არ რეაგირებდეს, არ გადმოჰქონდეს წნევა საჭეზე. საჭის მექანიზმის გადამოწმება და შეკეთება შეგიძლიათ დიღომში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ჩასახვევთან დაახლოებით 40-50 მეტრში, მარჯვენა მხარეს შედის ვიწრო ქუჩა და იქ არიან საჭის ხელოსნები. ერთადერთი, რითაც საჭე ზიანდება ხოლმე, ჰიდრავლიკის ზეთის დაკლებაა. როცა დაიცლება სხვადასხვა ზეთს ასხამენ, რითაც მხოლოდ ის ადგილი კი არა, სხვა დეტალებიც ზიანდება. ამიტომ, ზეთის დაკლების შემთხვევაში, ყოველთვის კარგი ხარისხის და ზუსტად ის ზეთი ჩაასხით, რომელიც საჭიროა.  

скачать dle 11.3