კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანნა იმედაშვილსა და სოფო ხალვაშს შვილები შეეძინათ

 ცნობილ ქართველ რეჟისორსა და პროდიუსერს, დათო იმედაშვილსა და მის მშვენიერ მეუღლეს, კონკურს „ახალი ქართული ხმის“ წამყვანს, ანნა იმედაშვილს, პირველი საერთო შვილი შეეძინათ. წინა ქორწინებებიდან დათოს ჰყავს შვილები, რომლებთანაც ანნას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. საკმაოდ ხანგრძლივი ქორწინების განმავლობაში წყვილი შვილზე არ ფიქრობდა, თუმცა ამის დროც დადგა... ანნამ ორსულობის გამო საბავშვო „ახალი ხმის“ წაყვანა ვერ შეძლო, მაგრამ, ახალი სეზონიდან კვლავ გეგმავს ტელევიზიაში დაბრუნებას. ის საკმაოდ აქტიური ორსული იყო, ვარჯიშობდა კიდეც, რაც ქართველი გოგოებისთვის ჯერჯერობით უცხოა. მშობიარობა 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უწევდა, რამაც ცხრა თვის განმავლობაში გადაჩეჩილ „გუგლისა“ და სხვა საძიებო საიტების ქექვას აზრი დაუკარგა და მარტივად გადაწყდა, შვილისთვის პეტრე დაერქმიათ. მართალია, ისე მოხდა, რომ პატარა ვაჟკაცი დაგეგმილზე ადრე, 2 ივლისს გაჩნდა საკეისრო კვეთის შედეგად, მშობლებს სახელი აღარც შეუცვლიათ და შვილს ქრისტეს პირველი მოციქულის სახელი დაარქვეს. პატარა პეტრე ოთხი კილოგრამი დაიბადა, ის თავს მშვენივრად გრძნობს და დედასთან ერთად სახლში იმყოფება. 

 მეორე გოგონას დედა გახდა სოფო ხალვაში. როგორც მკითხველმა კარგად იცის, სოფოს მეუღლეა ფეხბურთელ რეზო ძოძუაშვილის შვილი – მიშა ძოძუაშვილი. უფროს გოგონას ქეთევანი ჰქვია. როგორც სოფო ორსულობის პერიოდში ამბობდა, პატარას სახელი თავიდანვე სწორედ ქეთევანმა შეარჩია და ეს საკითხიც მარტივად გადაწყდა. მარიამი ქვეყანას 5 ივლისს მოევლინა, მშობიარობამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, დედა და ახალშობილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. პატარა მარიამი 2 კილოგრამი და ექვსასი გრამი დაიბადა, სიგრძით კი 46 სანტიმეტრი იყო. როგორც სოფო ამბობს, ქეთევანი სერიოზულ მონაწილეობას იღებს პატარა დის აღზრდაში და სულ მასთან ერთად უნდა ყოფნა. 

ჩვენ ვულოცავთ ანნასა და სოფოს ამ ბედნიერებას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ პატარებს და მათ ოჯახებს.

скачать dle 11.3