კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორიგამები, თოჯინები და აქსესუარები – სამი ხელოვანის წარმატებული გამოფენა გალერეა “ვაჩეში„

11 ივლისს გალერეა „ვაჩეში“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „თამარიას აქსესუარები“, „ნინი კემოს“ ორიგამები და „მადი არტის“ თოჯინები. გალერეის სტუმრებს, გამოფენილი ნივთების დათვალიერებისა და შეძენის გარდა, შესაძლებლობა ჰქონდა, წამახალისებელ გათამაშებაშიც მიეღოთ მონაწილეობა. 

უკვე ერთი წელია‚ რაც ჩემი კოლეგა, თამუნა ლაშხი, „თამარიას აქსესუარებს” ამზადებს, რომლებიც‚ რა თქმა უნდა‚ ხელნაკეთი და ძალიან ლამაზია. მათი ყიდვა ახლა უკვე მხოლოდ გამოფენა-გაყიდვებზეა შესაძლებელი. „თამარიას აქსესუარების“ გამოფენა ზუსტად ერთი წლის წინ გაიმართა „ვაჩეში“. მსგავსი გამოფენის მოწყობა სამომავლოდაც იგეგმება, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მოეწყობა. გამოფენაზე  სულ 70-მდე აქსესუარი იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება „ნინი კემოს“ ორიგამებს,  ნინი კემო ოთხი წელია, რაც ორიგამის კეთებით არის დაკავებული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი 45-მდე ნამუშევარი – ორიგამი და კუსუდამა.  სწორედ ამ გამოფენისთვის ნინი კემომ პირველად შექმნა დიდი ზომის ყვავილები ოთახის‚ კედლების გასაფორმებლად და ერთი ორიგამ-პორტრეტი.

სწორედ ამ გამოფენაზე იხილეს დამთვალიერებლებმა „მადი არტის“ 20-მდე თოჯინა, რომლებსაც სხვადასხვა ზომა და დანიშნულება ჰქონდათ. ასე რომ‚ სამი ხელოვანის გამოფენამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

скачать dle 11.3